დავით რონდელი

(გადამისამართდა გვერდიდან რონდელი, დავით)

დავით ევგენის ძე რონდელი (ნამდვილი გვარი ცაგარეიშვილი) (დ. 11 აპრილი, 1904, ქუთაისი — გ. 12 მარტი, 1974, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი. სტალინური პრემიის ლაურეატი (1950). საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1961). საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945).[1]

დავით რონდელი
დაბადების სახელი დავით რონდელი
დაბადების თარიღი 11 აპრილი, 1904
ქუთაისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 12 მარტი, 1974 (69 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა რეჟისორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი. 1928 წლიდან მუშაობდა კინოში, ჯერ სახკინმრეწვის სალიტერატურო ნაწილის გამგედ, რეჟისორ ასისტენტად, 1930 წლიდან კი რეჟისორად. გადაიღო ფილმები: „უგუბზიარა“ (1930), „არშაულა“ (1935), „კოლხეთის ჩირაღდნები“ (1941), „მწვერვალთა დამპყრობნი“ (1951), „ჩრდილი გზაზე“ (1956), „მამლუქი“ (1959), „ენგურის ნაპირებზე“ (1961), „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (1965), „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1967), „ზოია რუხაძე“ (1971), „საჰაერო ხიდი“ (1974). 1937 წელს რონდელმა გადაიღო ქართული კინოს ერთ-ერთი შედევრი „დაკარგული სამოთხე“, რომელმაც რეჟისორს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ფილმ-სპექტაკლისათვის „ჯურღაის ფარი“ (1944, სიკო დოლიძესთან ერთად) რონდელს 1950 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და 2 „საპატიო ნიშნის“ ორდენით. დავით რონდელის შვილი იყო დიპლომატი და პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ოკუჯავა ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 443.
  • ლოლაძე ვ., დავით რონდელი, თბ., 1954.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება