რომან გორელაშვილი

ქართველი პიანისტი

რომან მიხეილის ძე გორელაშვილი (დ. 14 სექტემბერი, 1936, თბილისი) — ქართველი პიანისტი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967).

რომან გორელაშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 14 სექტემბერი 1936(1936-09-14) (83 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველები
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი

ბიოგრაფიარედაქტირება

1959 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. ა. ვირსალაძის კლასი). 1957 წლიდან (სტუდენტობის დროს) დაიწყო საშემსრულებლო მოღვაწეობა. 1962 წლიდან (ხანგამოშვებით) მუშაობდა თბილისის კონსერვატორიაში (1980-1990 წლებში საფორტეპიანო ფაკულტეტის დეკანია, 1975 წლიდან — პროფესორი). პედაგოგად მიიწვიეს ვაიმარში (გდრ), ფ. ლისტის სახელობის უმაღლეს სამუსიკო სკოლაში, 1977 წლიდან — პრაღის კონსერვატორიაში. გორელაშვილის შესრულების მანერა გამოირჩევა ტექნიკური სრულყოფილებით. მის რეპერტუარში დიდი ადგილი უჭირავს ფ. ლისტის, ს. რახმანინოვის, ჯ. გერშვინისა და სხვათა ნაწარმოებებს. ავტორია მრავალი საფორტეპიანო ტრანსკრიფციისა და პარაფრაზისა (მათ შორის ვ. დოლიძის „ქეთო და კოტეს“ თემებზე). 1980-1984 წლებში ფირმა „მელოდიამ“ გამოუშვა ფირფიტები გორელაშვილის ჩანაწერებით. მისი რედაქციით გამოვიდა ქართველ კომპოზიტორთა საფორტეპიანო ნაწარმოებები. გორელაშვილი ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას საქართველოსა და სსრკ სხვადასხვა ქალაქში.

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება