როლანდ მესხიშვილი
როლანდ მესხიშვილი (დ. 24 იანვარი, 1930, სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი) — ქართველი ექიმი.
1953 წელს დაამთავრა ხარკოვის სამხედრო აკადემიის სამედიცინო ფაკულტეტი.
1953–1957 წლებში იყო სამხედრო ექიმი. 1957–1964 წლებში თბილისის N1 მედიკო–სანიტარული ნაწილის ექიმი. 1964–1970 წლებში თბილისის N8 საავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი; 1970–1988 წლებში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კათედრის ასისტენტი; 1988 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ანგიოლოგიის, მუცლის ღრუს ქირურგიას. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კიდურების არტერიების მაობლიტერებელ დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა“.
არის თბილისის ქირურგიული საზოგადოების წევრი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1995 — მედალი „მხედრული მამაცობისთვის“
- 1985 — შრომის ვეტერანის მედალი
- 1955 — მედალი „ყამირი მიწების ათვისებისათვის“