რობინ ჰობი

მწერალი

მარგარეტ ასტრიდ ლინდჰოლმ ოგდენი (ინგლ. Margaret Astrid Lindholm Ogden; დ. 5 მარტი, 1952), ცნობილი როგორც რობინ ჰობი და მეგან ლინდჰოლმიამერიკელი მწერალი. მას დაწერილი აქვს კომპლექტი სახელად „Realm of the Elderlings“ რომელიც შედგება ხუთი სერიისაგან. კომპლექტის პირველი წიგნი „მკვლელის შეგირდი“ (Assassin's Apprentice) გამოიცა 1995 წელს, ხოლო უკანასკნელი — „მკვლელის ბედი“ (Assassin's Fate) 2017 წელს. მისი წიგნების მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

მარგარეტ ასტრიდ ლინდჰოლმ ოგდენი
დაბადების თარიღი 5 მარტი, 1952 (1952-03-05) (72 წლის)
დაბადების ადგილი ბერკლი[1]
ფსევდონიმი Megan Lindholm[1] და Robin Hobb[1]
საქმიანობა მწერალი[1] , რომანისტი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი
მოქალაქეობა  აშშ[2]
ალმა-მატერი დენვერის უნივერსიტეტი
ჟანრი ფენტეზი[1]
Magnum opus Assassin's Apprentice[1] , Royal Assassin[1] და Assassin's Quest[1]
ჯილდოები ინკპოტის ჯილდო, გეფენის ჯილდო[3] და World Fantasy Award for Life Achievement[4] [5]
მეუღლე Fred Ogden[6]
საიტი robinhobb.com

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

მარგარეტ ასტრიდ ლინდჰოლმი დაიბადა 1952[7] წლის 5 მარტს ბერკლში (კალიფორნია). ათი წლის ასაკიდან იგი იზრდებოდა ფერბენკსში (ალასკა)[8]. ოსტინი ე. ლათროპის უმაღლესი სკოლის (Austin E. Lathrop High School) დამთავრების შემდეგ იგი ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა დენვერის უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდგომ ლინდჰოლმი დაბრუნდა ალასკაში. თვრამეტი წლის ასაკში იგი დაქორწინდა ფრედ ოგდენზე. ამავე წელს ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ ფრედის მშოლიურ ქალაქში „კოდიაკში“.

შემოქმედება რედაქტირება

შემოქმედება როგორც „მეგან ლინდჰოლმი“ რედაქტირება

ლინდჰოლმმა მისი პირველი ნაწარმოებები გაყიდა საბავშვო მაღაზიებში, სწორედ ამიტომ მწერლის კარიერის ადრეული შემოქმედება მოიცავს საბავშვო ლიტერატურას. თავდაპირველად ლინდჰოლმის ნაწარმოებები გამოჩნდა ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა: „Humpty Dumpty“, „Jack and Jill“ და „Highlights for Children“. მან ასევე შეიმუშავა საგანმანათლებლო მასალა, მოკლე ტექსტური ნამუშევრებით შექმნა სპეციალური ლექსიკური სია, რომელიც გამოყენებულია როგორც „SRA“-ს (Science Research Associates) პროგრამირებული კითხვის მასალა.

1970-იან წლებში ლინდჰოლმმა დაიწყო მოკლე ნაწარმოებების წერა ფანტასტიკის ჟანრში. მისი პირველი გაყიდვადი ნაწარმოები ფანტასტიკის ჟანრში იყო "Bones for Dulath", რომელიც გამოჩნდა 1979 წელს. სწორედ ამ ანთოლოგიის მეშვეობით მოხდა მისი განმეორებადი პერსონაჟების გის და ვანდიენის გამოჩენა[9]. იგი გამოცემულია DAW Books-ის მიერ. ამავე ანთოლოგიას მოპოვებული აქვს World Fantasy Award ჯილდო წლის საუკეთესო ანთოლოგიის ნომინაციაში გამარჯვებისათვის. გის და ვანდიენის მეორე ისტორია "The Small One" გამოცა Fantastic Stories-მა 1980 წელს. 1995 წლამდე იგი აგრძელებდა წერას როგორც მეგან ლინდჰოლმი. ლინდჰოლმის პირველი რომანი „Harpy's Flight“ (ჰარპის ფრენა) გამოქვეყნდა Ace-ის მიერ 1983 წელს.

შემოქმედება როგორც „რობინ ჰობი“ რედაქტირება

რობინ ჰობი არის ლინდჰოლმის ფსევდონიმი, რომელსაც იგი იყენებდა ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებების წერისას. ფსევდონიმი პირველად გამოჩნდა 1995 წელს.

რობინ ჰობის პირველი რომანი „მკვლელის შეგირდი“, შემდგომში გახდა სამი ტრილოგიისაგან შემდგარი კომპლექტის პირველი ტომი. 2003 წლისთვის რობინ ჰობს გაყიდული ჰქონდა თავისი ცხრა ნაწარმოების მილიონზე მეტი ეგზემპლარი.

1998-2000 წლებში რობინ ჰობმა გამოუშვა მეორე ტრილოგია (Liveship Traders Trilogy), რომელიც მოგვითხრობს ისტორიას გემზე მცხოვრები ოჯახის შესახებ. 2009-2013 წლებში მან გამოუშვა ოთხი რომანი, რომლებიც ერთიანდებიან სერია „ველური წვიმის ქრონიკებში“.

„ჯარისკაცის ძის“ ტრილოგია (The Soldier Son trilogy) არის ჰობის ერთადერთი რომანი რომლის მოქმედებაც არ ვითარდება „Realm of the Elderlings series“-ის სამყაროში.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ამჟამად ლინდჰოლმი ორივე სახელით აქვეყნებს ნაწარმოებებს. იგი ცხოვრობს ვაშინგტონში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ინტერვიუები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება