მთავარი მენიუს გახსნა

რკინის მცველები (რომანული ლეგიონი)

„რკინის მცველები“ (რუმ. Garda de Fier) ცნობილია ასევე, როგორც „მიქაელ მთავარანგელოზის ლეგიონი“ ან „ლეგიონერთა მოძრაობა“,[1] ასევე „მწვანე პერანგიანებსაც უწოდებნენ, სამოსის ფერის გამო[2]რუმინული ულტრა-ნაციონალისტური პარტია, რომელიც შექმნა კორნელიუ ზელია კოდრეანუმ 1927 წელს. პარტია ორდენის ხასიათს ატარებდა, ცხოვრობდნენ მონაზონ-რაინდული ტიპის ცხოვრებით და ატარებდნენ რელიგიურ რიტუალებს.

რკინის მცველები
რკინის მცველები
ლიდერი
დამფუძნებელი კორნელიუ ზელია კოდრეანუ
დაფუძნდა 24 ივლისი, 1927
დაიშალა 23 იანვარი, 1941
იდეოლოგია
  • რუმინული ნაციონალიზმი,
  • ანტიკომუნიზმი,
  • კლერიკალური ფაშიზმი,
  • ანტისემიტიზმი
პოლიტიკური პოზიცია ულტრამემარჯვენეები
შტაბ-ბინა ბუქარესტი, რუმინეთის სამეფო
ფერები      მწვანე

მიზანი და ისტორიარედაქტირება

 
კორნელიუ ზელია კოდრეანუ
 
რკინის მცველები

რკინის გვარდია იყო ანტიკომუნისტური, ანტისემიტური და ანტიკაპიტალისტური იდეოლოგიის მატარებელი. მთავარი ნიშანი, რითაც განსხვავდებოდნენ დასავლელი ულტრა-ნაციონალისტებისგან, იყო მათი რელიგიური მრწამსი, ისინი მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ, რის გამოც ბევრი რუმინელი მართლმადიდებელი სასულიერო პირი მათი აქტიური წევრი იყო. თვითონ კოდრეანუ წარმოშობით ბუკოვინიდან იყო, რომელიც შემდგომ საბჭოთა კავშირმა რუმინეთს წაართვა ბესარაბიასთან ერთად და აქ მოლდავეთის სსრ შექმნა. კოდრეანუმ 1923 წელს ალექსანდრე გუზასთან ერთად შექმნა „ეროვნულ-ქრისტიანული ლიგა“, თუმცა გამაღიზიანებელი გახდა მისი აქტიურობა და ციხეში აღმოჩნდა, რა პერიოდშიც ლეგიონის შექმნაზე დაიწყო ფიქრი და გამოსვლის შემდგომ ეს მართლაც მოახერხა. პარტია საკმაოდ პოპულარული გახდა, რუმინეთში მას მოაზროვნეთა დიდი ნაწილიც უჭერდა მხარს. 1930 წლიდან დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ კომუნისტებს და სხვა პოლიტიკურ ოპონენტებს. ჩამოყალიბდა მებრძოლი ლეგიონი, რომელიც ხუთ ნაწილად იყო დაყოფილი, მოიერიშე ლეგიონერებს პირდაპირ ევალებოდათ თავიანთი მტრების ფიზიკური განადგურება. 1937 წელს რკინის გვარდია რეალური პოლიტიკური ძალა გახდა, რამაც შეაშინა მმართველი ხელისუფლება და 1938 წელს კორნელიუ კოდრეანუ ციხეში ჩასვეს, თუმცა ის მაინც საშიში იყო ხელისუფლებისთვის და ამავე წელს საიდუმლო ბრძანებით რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად მოკლეს. პარტია შესუსტდა, თუმცა არსებობა არ შეუწყვიტავს და 1939 წლის 21 სექტემბერს შურისძიების მიზნით მათ დაცხრილეს პრემიერ-მინისტრი კალინესკო. შურისძიების პროცესი გაგრძელდა. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ კაროლ II-ის დროს (1930-1940) რუმინეთმა საკმაოდ დიდი ტერიტორიები დაკრგა და ხალხში მხარდაჭერა დაკარგა მთავრობამ, ხოლო არმიამ 1940 წელს მეფე გადააყენა და ხელისუფლების სათავეში გენერალი იონ ანტონესკუ მოვიდა, რის შემდეგ ქვეყანაში ოთხ თვიანი სამხედრო მმართველობა დამყარდა. ანტონესკუ იძულებული გახდა რკინის გვარდიასთან ერთად ემართა ქვეყანა. 1941 წლის იანვარში რკინის გვარდიამ აჯანყება მოაწყო ანტონესკუს წინააღმდეგ, თუმცა უშედეგოთ. აჯანყება დამარცხდა, იონ ანტონესკუ რუმინეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა, რკინის გვარდიის მოძრაობა აიკრძალა და მისი ცხრა ათასი წევრი დააკავეს.

ლიტერატურარედაქტირება

  • Fascism (Oxford Readers) edited by Roger Griffin, Part III, A., xi. "Romania", pp. 219–222 (Oxford University Press, 1995, ISBN 0-19-289249-5).
  • The Suicide of Europe: Memoirs of Prince Michael Sturdza by Mihail R. Sturdza (American Opinion Books, 1968, ISBN 0-88279-214-8).

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება

  1. Payne, Stanley G. (1995). A History of Fascism, 1914–1945. University of Wisconsin Press, გვ. 394. 
  2. For "greenshirts" see, for example, R.G. Waldeck, Athene Palace, University of Chicago Press eBook (2013), ISBN 022608647X, p. 182. Originally published 1942.