მთავარი მენიუს გახსნა

რიშათ მუყიმის ძე აბდულინი (თათრ. Ришат Мөкыймь улы Абдуллин; დ. 14 მარტი, 1916, უსტ-კამენოგორსკი — გ. 12 ნოემბერი, 1988, ალმათი, ყაზახეთის სსრ) — ყაზახი საბჭოთა მომღერალი (ბარიტონი). სსრკ სახალხო არტისტი (1967).[1] სკკპ წევრი 1955 წლიდან.

ბიოგრაფიარედაქტირება

1937 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიასთან არსებული ყაზახური სტუდია, 1939 წლიდან ალმა-ათის აბაის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. აბდულინის რეპერტუარშია სუგურის, არტემისა და ტასტანის (ბრუსილოვსკის ოპერები „ჟალბირი“, „დუდარაი“, „წინ გვარდიავ!“), კოჟაგულის (თულებაევის „ბირჟანი და სარა“), ონეგინის (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), დემონის (რუბენშტეინის „დემონი“), ესკამილიოს (ბიზეს „კარმენი“) და სხვა პარტიები.

დაჯილდოებულია 2 ორდენითა და მედლით.

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Большая советская энциклопедия. Гл. ред. А. М. Прохоров, 3-е изд. Т. 1. А — Ангоб. 1969. 608 стр., илл.; 47 л. илл. и карт, 1 отд. л. табл.