რინოდერმები

ამფიბიების ოჯახი

რინოდერმა (ლათ. Rhinodermatidae) — ამფიბიების ოჯახი უკუდო ამფიბიების რიგისა. ცნობილია 1 გვარის 2 სახეობა, რომლებიც გვხვდება სამხრეთ ამერიკაში. უფრო ცნობილი სახეობაა დარვინის რინოდერმა (Rhinoderma darwin), რომელიც მოიპოვება ჩილეში. მისი სხეულის სიგრძეა 3 სმ. ფერად მომწვანო ან მოწითალო-მორუხოა. მამალი განაყოფიერებულ კვერცხებს პირის ღრუში ინახავს და აქ იჩეკება თავკომბალები. აქვე ამთავრებენ ისინი მეტამორფოზს, სცილდებათ კუდი და თითო-თითოდ ტოვებენ მამის პირის ღრუს, ცვივიან წყალში და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ.

რინოდერმა
Rhinoderma darwinii
დარვინის რინოდერმა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ამფიბიები
რიგი:  უკუდო ამფიბიები
ოჯახი:  რინოდერმები
ლათინური სახელი
Rhinodermatidae (Bonaparte, 1850)
სინონიმები
  • Rhinodermatinae Bonaparte, 1850
გავრცელება

ლიტერატურა რედაქტირება