რიაზანის სამთავრო

რიაზანის სამთავრო — ძველი რუსეთის ფეოდალური სამთავრო, რომელიც 1129 წელს გამოეყო მურომ-რიაზანის ქვეყანას. მონღოლთა შემოსევამ იგი უკიდურესად დასცა. XIV საუკუნეში კვლავ გაფართოვდა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი ძველ რუსულ მიწებთან, ოქროს ურდოსა და ლიტვასთან. XV საუკუნეში მოსკოვის დიდი სამთავროს გავლენის ქვეშ მოექცა, ხოლო დაახლოებით 1521 საბოლოოდ შეუერთდა მას.

რიაზანის სამთავროს სიმბოლო

ლიტერატურა რედაქტირება