რეტროვირუსები

(გადამისამართდა გვერდიდან რეტროვირუსი)

რეტროვირუსები (ლათ. Retroviridae) — რნმ-ის შემცველი ვირუსების ოჯახი, რომლებიც უმეტესწილად ხერხემლიანებს აინფიცირებენ. ყველაზე ცნობილი და აქტიურად შესწავლადი წარმომადგენელია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი.

რეტროვირუსის მიერ უჯრედის ინფიცირების შემდეგ ციტოპლაზმაში იწყება ვირუსული დნმ-გენომის სინთეზი, რომლის დროსაც მატრიცის როლში გამოიყენება ვირიონული რნმ. ყველა რეტროვირუსი საკუთარი გენომის რეპლიკაციისთვის იყენებს უკუტრანსკრიპციის მექანიზმს: ვირუსული ფერმენტი უკუტრანსკრიპტაზა (ან რევერტაზა) ვირუსული რნმ-ის მატრიცაზე ასინთეზირებს დნმ-ის ერთ ძაფს, შემდეგ კი დნმ-ის უკვე სინთეზირებული ძაფის მატრიცაზე აგებს მეორეს, მის კომპლემენტარულ ძაფს. წარმოიქმნება დნმ-ის ორძაფიანი მოლეკულა, რომელიც ინტეგრირდება უჯრედის ქრომოსომულ დნმ-ში უჯრედული გაყოფის დროს, როცა არ არის ბირთვის გარსი (გამონაკლისს წარმოადგენს აივ-ინფექციამ რომლის დნმ-იც აქტიურად იჭრება ბირთვში), და შემდგომში ასრულებს მატრიცის როლს ვირუსული რნმ-ის მოლეკულების სინთეზისთვის. ეს რნმ-ები გამოდის უჯრედის ბირთვიდან და უჯრედის ციტოპლაზმაში იფუთება ვირუსულ ნაწილაკებად, რომლებსაც ახალი უჯრედების ინფიცირება შეუძლია.

ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, რეტროვირუსები შესაძლოა წარმოიშვნენ რეტროტრანსპოზონებიდან — ეუკარიოტების გენომის უძრავი უბნებიდან.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. А. Марков. Данные сравнительной геномики проливают свет на происхождение ретровирусов.[1]