რევაზ ხობუა
რევაზ ხობუა (დ. 14 თებერვალი, 1928 ხონი — გ. 21 მაისი, 1968) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967).
რევაზ ხობუა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
14 თებერვალი, 1928 ბათუმი |
გარდაცვალების თარიღი | 21 მაისი, 1968 (40 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
მეუღლე(ები) | ია ხობუა |
ჯილდოები | საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1952 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1952-1957 წლებში მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში. 1957-1967 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, 1967 წლიდან კი - რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობია. იყო რუსთავის სახელმწიფო თეატრის შექმნის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და სხვადასხვა სასიკეთო წამოწყებათა ორგანიზატორი. თეატრში შესრულებული აქვს როლები: თორნიკე (მ. მრევლიშვილის „ხარატაანთ კერა“), სტიოპა (ნ. მალიარევსკის „ქარიშხლის წინ“), შალვა (გ. ქელბაქიანი „ახალგაზრდა მასწავლებელი“), რომანი (მ. გორკის „მზის შვილები“), მეფე თეიმურაზი (ი. ვაკელის „გიორგი სააკაძე“), სატაროდუმი (ფონვიზინის „უმწიფარა“), ექიმი არაბაძე (კ. ბაუჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“), ლიაპკინ-ტიაპკინი (ნ. გოგოლის „რევიზორი“) და სხვა. მოღვაწეობდა კინოშიც. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: „ამბავი ერთი ქალიშვილისა“, „კეთილი ადამიანები“, „მაცი ხვიტია“ და სხვა.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებაფილმოგრაფია
რედაქტირება
|
|