რახივი

(გადამისამართდა გვერდიდან რახოვი)

რახივი (უკრ. Рахів) — ქალაქი უკრაინაში, ზაკარპატიის ოლქის რახივის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კარპატების სამხრეთ კალთებზე, მდინარეების შავი და თეთრი ტისის შეერთების ადგილას, მთათაშორის ვიწრო ქვაბულში, ზღვის დონიდან 430 მ სიმაღლეზე. 2005 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 17 000 ადამიანი. კლიმატი ზომიერია. ქალაქშია კარპატების ბიოსფერული ნაკრძალის შტაბი. დაარსდა 1447 წელს.

ქალაქი
რახივი
უკრ. Рахів

რახოვი
დროშა გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
კოორდინატები 48°03′00″ ჩ. გ. 24°12′00″ ა. გ. / 48.05000° ჩ. გ. 24.20000° ა. გ. / 48.05000; 24.20000
დაარსდა 1447
ფართობი 5.68 კმ²
ცენტრის სიმაღლე 430
მოსახლეობა 17 000 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
სატელეფონო კოდი +380 3132
საფოსტო ინდექსი 90600
საავტომობილო კოდი AO / 07
ოფიციალური საიტი http://www.rakhiv.com
რახივი — უკრაინა
რახივი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება