რაშად მაჯიდი (რაშად მუსეიბ ოღლუ მაჯიდოვი აზერ. Rəşad Müseyib oğlu Məcidov; 1964 წლის 21 აგვისტო, აღჯაბaდი, აღდამის რაიონი) — მწერალი, ჟურნალისტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, „525-ე გაზეთის“ მთავარი რედაქტორი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის პრესის საბჭოს თავმჯდომარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული ამნისტიის საკითხთა კომისიის წევრი.

რაშად მაჯიდი
მშობლიური სახელი აზერ. Rəşad Məcid
დაბადების თარიღი 21 აგვისტო, 1964
აღჯაბადი, აღდამის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ
ეროვნება აზერბაიჯანელი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია რედაქტირება

რაშად მაჯიდი 1964 წელს აღჯაბადის რაიონში დაიბადა. 1979 წლამდე აღდამში ცხოვრობდა, შემდეგ ბაქოში გადავიდა. 1981 წელს დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის საშუალო სკოლა, 1988 წელს კი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1985 წლიდან დაიწყო მუშაობა ჟურნალში „მეცნიერება და ცხოვრება“ რედაქტორის პოზიციაზე, 1990 წლამდე მუშაობდა ამ ჟურნალის კორესპონდენტად. 1990-1991 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილედ. 1991-1992 წლებში იყო გაზეთ „ადალათის“ („სამართალი“), შემდეგ კი გაზეთ „აზერბაიჯანის“ მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე. 1992 წელს დააარსა „525-ე გაზეთი“[1]. 1993 წელს გახდა აზერბაიჯანის პრესის კავშირის ხელმძღვანელი. 1994-1995 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის მთარგმნელობით ცენტრში პასუხისმგებელ მდივნად. 1995 წლიდან „525-ე“ გაზეთის მთავარი რედაქტორია.

2003 წლის 15 მარტს, აზერბაიჯანის პრესის საბჭოს დამფუძნებელ ყრილობაზე (აზერბაიჯანის ჟურნალისტთა I კონგრესი) რაშად მაჯიდი იყო კონგრესის შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი წამყვანი, აქტიურად მონაწილეობდა ახლად შექმნილი ინსტიტუტის ორგანიზებასა და ჩამოყალიბებაში. ყრილობაზე რაშად მაჯიდმა, სადაც ის  აირჩიეს აზერბაიჯანის პრესის საბჭოს პირველი დირექტორთა საბჭოს წევრად, ხმების დიდი უმრავლესობით განაგრძო საქმიანობა დირექტორთა საბჭოს წევრად მომდევნო ყრილობებზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით ორჯერ - 2004 და 2008 წლებში იყო პრეზიდენტთან არსებული მასმედიის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამავდროულად, ორჯერ - 2016 და 2020 წლებში - სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებით დაინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული ამნისტიის საკითხთა კომისიის წევრად, ასევე ორჯერ იყო წარმოდგენილი სახელმწიფო კომისიაში.

2004 წელს აზერბაიჯანის მწერალთა მე-11 ყრილობაზე აირჩიეს ახალგაზრდებთან მუშაობის ასოციაციის მდივნად. 2021 წლის ივლისიდან არის აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე[2].

2022 წლის 24 სექტემბერს გამართულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა VIII კონგრესზე აირჩიეს აზერბაიჯანის პრესის საბჭოს თავმჯდომარედ[3].

უცხო ენებზე ნათარგმნი წიგინები რედაქტირება

  • ის აღარ მოვა (ლექსები, თარგმნა სეიფედინ ალთაილიმ). ანკარა: გამომცემლობა „ბენგუ“; 2014 წელი;
  • „ლა დონა!“ (თარგმანი: მაის ნურიევი, დავიდე გუალიტერი). მილანი: გამომცემლობა „Treditre editori“, 2015 წელი;
  • გიჟი (ნარკვევები, თარგმნა მ. რიზა გოჩიმ) ანკარა: გამომცემლობა „ილესამ“, 2017 წელი;
  • „კალმის გარეშე დაწერილნი“ (ესეები; თარგმნა იმდათ ავშარმა) სტამბოლი: თურქული ლიტერატურის ფონდი,  გამომცემლობა „ტურაი“, 2019 წელი;
  • „თბილისის წვიმა“ (ლექსები, თარგმნა იმირ მამადლიმ); თბილისი: 2021 წელი.

სქოლიო რედაქტირება