რაუნგი (ინდონ. Gunung Raung) — მოქმედი ვულკანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ იავაზე და წარმოადგენს კუნძულის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანს. სიმაღლე 3332 მ.[1] აგებულია ანდეზიტებითა და ბაზალტური ლავებით. მწვერვალზე გამომუშავებულია 2 კმ დიამეტრის კალდერა, რომლის სიღრმე 600 მ-მდეა. კალდერის ფსკერზე არის მეორე თანრიგის მცირე ზომის ვულკანური კონუსი. უძველესი ამოფრქვევა დაფიქსირებულია 1586 წელს. კატასტროფული ამოფრქვევები დაფიქსირდა აგრეთვე 1586-1817 წწ. შორის.[2] უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 2015 წელს.

რაუნგი
რაუნგი
რაუნგი
კოორდინატები: 8°07′34″ ს. გ. 114°02′46″ ა. გ. / 8.12611° ს. გ. 114.04611° ა. გ. / -8.12611; 114.04611
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
სიმაღლე 3332 
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 2008 (გრძელდება)
რაუნგი — ინდონეზია
რაუნგი
რაუნგი — იავა
რაუნგი
  1. მოქმედი ვულკანის რაუნგის დახასიათება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-17. ციტირების თარიღი: 2011-11-28.
  2. McClelland, Lindsay (1989). Global Volcanism, 1975-1985. Englewood Cliffs, N.J: Prentice Hall. ISBN 0-13-357203-X.