რაჟდენ კუპრაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კუპრაშვილი.

რაჟდენ კუპრაშვილი (დ. 31 მარტი, 1983, ქუთაისი) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი.[1] იურიდიული დახმარების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი 2019-2023 წლებში.

რაჟდენ კუპრაშვილი
დაბადების თარიღი 31 მარტი, 1983
ქუთაისი, საქართველო
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება იურისტი
ალმა-მატერი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

რაჟდენ კუპრაშვილმა დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მიენიჭა მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტი.

წლების განმავლობაში მსახურობდა სხვადასხვა პოზიციაზე. ხელმძღვანელობდა კომპანიებს „კუპრაშვილი და ადვოკატები“ და „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატა“, ასევე მუშაობდა იურისტის პოზიციაზე საპროექტო–საკვლევაძიებო ინსტიტუტში „ტრანსპროექტი“.

2013-2019 წლებში მართავდა კომპანიებს, როგორიცაა შპს „კუპრაშვილი და პარტნიორები“ & შპს „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატა“.

შპს საპროექტო-კვლევითი ინსტიტუტ „ტრანსპროექტში“ მსახურობდა ხელმძღვანელად; 2009-2013 წლებში იყო შპს „პრობლემური სესხების მართვის ჯგუფის“ იურისტი; 2009-2010 წლებში წარმოადგენდა შპს „თბილისის სამედიატორო სასამართლო მუდმივმოქმედი არბიტრაჟი მეტეხს“, როგორც არბიტრი.

2012-2013 წლებში რაჟდენ კუპრაშვილი იყო შპს „დტბ აუქციონის“ იურისტი; 2014-2015 წლებში მუშაობდა შპს „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის“ არბიტრად; 2015- 2019 წლებში იყო სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ იურისტი, ხოლო 2001 წლიდან 2009 წლამდე - მოსამართლის თანაშემწე და სხდომის მდივანი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2013-2019 წლებში იყო შპს „შავი ზღვის საერთაშორისო არბიტრაჟის პალატის“ დირექტორი.

2019 წლის თებერვლიდან აირჩიეს იურიდიული დახმარების სახელმწიფო სამსახურის დირექტორად.[2]

2023 წლის თებერვალში დამოუკიდებელი კომისიის მიერ შეირჩა, ხოლო შემდეგ 6 წლის ვადით დაინიშნა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად.[3]

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება