რამაზ გიგაური


რამაზ გიგაური (დ. 19 მაისი, 1976, თბილისი) — ქართველი ასტროლოგი, მწერალი და პოეტი.

ბიოგრაფიარედაქტირება

რამაზ გიგაური დაიბადა ქალაქ თბილისში 1976 წლის 19 მაისს. 1999-2000 წლებში იყო თბილისის კულტურის და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. 2006 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთებსა და ჟურნალებში.

შემოქმედებარედაქტირება

2012 წელს გამოიცა მისი პირველი პოეტური კრებული „ლურჯი რვეული“.

2014 წელს გამოვიდა რამაზ გიგაურის რიგით მეორე წიგნი „წარმატების 365 გასაღები“. წიგნი ე.წ. „სელფ-ჰელფის“ (თვითგანვითარების) ჟანრს მიეკუთვნება. 2015 წელს წიგნი პალიტრა L-მა გამოსცა ახალი დიზაინით (რეპრინტი: 2016, 2018, 2020 წელს).

2015 წელს გამოიცა რამაზ გიგაურის მხატვრულ-დოკუმენტური რომანი „ჩემი ინდური სასწაული“. წიგნი 2013 წელს ავტორის ინდოეთში მოგზაურობას ეხება.

2018 წელს გამოიცა ახალი პოეტური კრებული „მენტალური მისტერია“.

2019 წელს დაიწყო „წარმატების 365 გასაღების“ - სამუშაო წიგნის გამოცემა (9 ნაწილად)

ჯილდოებირედაქტირება

ბიბლიოგრაფიარედაქტირება

  • 2019 — „წარმატების 365 გასაღები - სამუშაო წიგნი (9 ნაწილად)“. გამომცემლობა „პალიტრა L“
  • 2016 — „წარმატების 365 გასაღები“. თვითგანვითარების სახელმძღვანელო. გამომცემლობა „პალიტრა L“ (რეპრინტი);
  • 2018 — „მენტალური მისტერია“. პოეზია. გამომცემლობა „საუნჯე“;
  • 2016 — „წარმატების 365 გასაღები“. თვითგანვითარების სახელმძღვანელო. გამომცემლობა „პალიტრა L“ (ხელახალი გამოცემა; სერია „ლურჯი ოკეანე“);
  • 2015 — „ჩემი ინდური სასწაული“. სამოგზაურო რომანი. გამომცემლობა „ნეკერი“;
  • 2015 — „წარმატების 365 გასაღები“. თვითგანვითარების სახელმძღვანელო. გამომცემლობა „პალიტრა L“ (მეორე გამოცემა);
  • 2014 — „წარმატების 365 გასაღები“. თვითგანვითარების სახელმძღვანელო (პირველი გამოცემა);
  • 2012 — „ლურჯი რვეული“. პოეზია. გამომცემლობა „საუნჯე“.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება