Rykka

(გადამისამართდა გვერდიდან რაიკა)

ქრისტინა მარია რაიდერი (ინგლ. Christina Maria Rieder; დ. 13 მარტი 1986, ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) ასევე ცნობილია, როგორც Rykka — კანადელ-შვეიცარიელი მომღერალი და კომპოზიტორი ვანკუვერიდან, კანადიდან. ნომინირებული რამდენიმე მუსიკალურ დაჯილდოებაზე კანადაში. წარადგინა შვეიცარია ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2016-ზე სტოკჰოლმში, სიმღერით „The Last of Our Kind“.

რაიკა

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ქრისტინა მარია რაიდერი
აგრეთვე ცნობილი როგორც Rykka
დაბ. თარიღი 13 მარტი, 1986 (1986-03-13) (38 წლის)
დაბ. ადგილი ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია
კანადის დროშა კანადა
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი
საქმიანობა მომღერალი
კომპოზიტორი
აქტიური 2000-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Little Jig Records • Vissen Records
საიტი rykka.com
Rykka ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

Rykka დაიბადა 1986 წლის 13 მარტს ვანკუვერში. გიტარის გაკვეთილები 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც გამოვიდა და შეასრულა სიმღერა ადგილობრივი საზოგადოების ფესტივალზე. დაასრულა ორწლიანი პროგრამა ვანკუვერის „Community College“-ში, რის შემდეგ სწავლობდა მომღერლობას პაულა კრემერთან, რომელიც ასევე ცნობილია ვანკუვერში.

2009 წელს Rykka გადავიდა ტორონტოში, სადაც ჩაწერა თავისი მესამე დამოუკიდებელი ალბომი „Straight Line“ „Christina Maria“-ს სახელით. ალბომი დამზადდა რამდენიმე კანადელი პროდიუსერის დახმარებით, როგორიცაა დავით ბაქსტერი, რასელ ბროუმი და სხ.

2010 წელს, მისი ალბომი „Straight Line“ გამოიცა შვეიცარიაში „Jig Records“-ის ავტორობით.[1] Rykka დარჩა და შეასრულა ორივე ქვეყანაში: შვეიცარიასა და გერმანიაში, სპექტაკლით „Sat.1 Frühstücksfernsehen“, ამ დროს გერმანიის ტელეარხს უყურებდა საშუალოდ 1 მილიონი მაყურებელის აუდიტორია.[2] მოგვიანებით ის ნომინირებულ იქნა „DemoTape Clinic“-ის ჯილდოზე „M4Music“-ზე შვეიცარიაში.

2013 წელს, გამოვიდა Rykka მეოთხე სტუდიური ალბომი „Kodiak“, „Vissen Record“-ის გამოცემით კანადაში,[3] რომელიც ერთი წლით ადრე გამოვიდა შვეიცარიაში. 2013 წელს, მოგვიანებით, მან მოიგო $ 100,000.00 „The Peak Performance Project“-ზე.[4]

Rykka ყოფს თავის დროს ციურიხსა (შვეიცარია) და მის მშობლიურ ვანკუვერს შორის. მისი პაპა შვეიცარიელია.[5]

დისკოგრაფია

რედაქტირება

ალბომები

რედაქტირება
სახელი დეტალები
Kodiak

სინგლები

რედაქტირება
წელი სახელი ალბომი
2012 „Map Inside“ Kodiak
„The Brink“
2013 „Blackie“
2014 „Electric“
2015 „Movies“ უალბომო სინგლები
2016 „The Last of Our Kind“
2014 „Never Fade“
(Alex Guesta featuring Rykka)
უალბომო სინგლები
„The Devil“
(The New Black Tea featuring Rykka)
„Dolls“
(The New Black Tea featuring Rykka)
„Delirium“
(Zomboy featuring Rykka)
The Outbreak
2015 „Don't You Honey Me“
(Timothy Jaromir featuring Rykka)
უალბომო სინგლები
„Thunder“
(Matierro & Dynastrax featuring Rykka)
  1. "Little Jig Records releases Straight Line (Little Jig Records)"
  2. io-clip "Rykka featured on Sat1 (Sat1)"[მკვდარი ბმული]
  3. "Vissen Records releases Kodiak in Canada (New Canadian Music)". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-03. ციტირების თარიღი: 2016-03-17.
  4. performance-project "Rykka wins the Peak Performance Project 2014 (The Georgia Straight)". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-21. ციტირების თარიღი: 2016-03-17.
  5. Rykka mit The Last Of Our Kind. SRF (6 December 2015).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Rykka&oldid=4614679“-დან