რაზდანის რაიონი (სომხ. Հրազդանի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1930—1995 წლებში. ცენტრი — ქალაქი რაზდანი.

რაიონი
რაზდანის რაიონი
Հրազդանի շրջան
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ადმ. ცენტრი რაზდანი
დაარსდა 9 სექტემბერი, 1930
მოსახლეობა 28 900 კაცი (1989)
გაუქმდა 11 აპრილი, 1995

ისტორია რედაქტირება

რაზდანის რაიონი დაარსდა 1930 წელს და ეწოდებოდა ახტის რაიონი. 1959 წელს ახტის რაიონს უწოდეს რაზდანის რაიონი. 1962 წელს რაიონი გააუქმეს, მაგრამ 1964 წელს კვლავ აღადგინეს.

1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[1] და კოტაიქის პროვინციის ნაწილი გახდა.

გეოგრაფია რედაქტირება

1948 წლის 1 იანვრისათვის რაიონის ფართობი იყო 931 კმ².

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

1948 წლისათვის რაიონი მოიცავდა 21 სასოფლო საბჭოს: ალაფარსი, არზაკანი, ათარბექიანი, ახპიურაკი, ბაბაკიშინი, ბჯნი, ვერინ-ახტინი, გიუმუში, კახსი, კორჩლინი, მაკრავანი, მარმარიკი, მეღრაძორი, მისხანი, ნერქინ-ახტინი, რიდამალი, სოლაკი, ტაკილინი, ფარუხი, ფანტანი, წაღკაძორი[2].

სქოლიო რედაქტირება

  1. კანონი სომხეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ
  2. Армянская ССР. Административно-территориальное деление / Адамян Н. К.. — Ереван: Армгиз, 1948. — 90 с.