ჟორჟ შარლ დანტესი (უფრო სწორად — დ’ანტესი), გაშვილების შემდეგ ატარებდა გვარს ჰექკერნი (ფრანგ. Georges Charles de Heeckeren d'Anthès, რუსულ საბუთებში — გეორგ [1] კარლ დე ჰექკერნი (რუს. Георг Карл Де-Геккерен); 5 თებერვალი 1812, კოლმარი — 2 ნოემბერი 1895, სულცი) — ფრანგი მონარქისტი, ოფიცერ-კავალერგარდი, კათოლიკე[2]. 1830-იან წლებში ცხოვრობდა რუსეთის იმპერიაში, შემდეგ იყო საფრანგეთის სენატორი. ცნობილია, როგორც ალექსანდრე პუშკინის ბოლო დუელის ოპონენტი და მკვლელი.

ჟორჟ შარლ დანტესი
მშობლიური სახელი Georges Charles de Heeckeren d'Anthès
დაბადების სახელი ჟორჟ შარლ დე ჰექკერნი დ'ანტესი
დაბადების თარიღი 5 თებერვალი, 1812
კოლმარი, ზემო რაინი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 2 ნოემბერი, 1895 (83 წლის)
ზულც-ობერელსასი, ელზას-ლოტარინგია, გერმანიის იმპერია
ეროვნება ფრანგი
პროფესია ოფიცერი, პოლიტიკოსი, ფრნაგი სენატორი
მეუღლე(ები) ეკატერინა გონჩაროვა
მშობლები მამა: ბარონი ჟოზეფ კონრად დ'ანტესი
დედა: გრაფინია ანა მარია-ლუიზა დე ჰატლფელდი

სქოლიო რედაქტირება

  1. ზოგ რუსულ საბუთებში მისი სახელი სულაც «ეგორი» იყო (იხ.: Дуэль Пушкина с Дантесом-Геккереном. Подлинное военно-судное дело 1837 წ. СПб., 1900).
  2. ი. ობოდოვსკაია, მ. დემენტიევი ნატალია ნიკოლაევნა პუშკინა — მ.: Советская Россия, 1985. გვ.193.