მთავარი მენიუს გახსნა

ჟოზეფ ჟაკ სეზერ ჟოფრი

(გადამისამართდა გვერდიდან ჟოზეფ ჟოფრი)
ჟოზეფ ჟოფრი

ჟოზეფ ჟაკ სეზერ ჟოფრი (ფრანგ. Joseph Jacques Césaire Joffre; დ. 12 იანვარი, 1852, რივზალტი — გ. 3 იანვარი, 1931, პარიზი) — საფრანგეთის მარშალი (1916). საფრანგეთის აკადემიის წევრი (1918), საფრანგეთ-პრუსიის ომისა და ინდოჩინეთსა და აფრიკაში კოლონიური ომების მონაწილე. 1910 წლიდან უმაღლესი სამხედრო საბჭოს წევრი, ხოლო 1911 წლიდან ვიცე-თავმჯდომარე და გენშტაბის უფროსი. 1914–16 წლებში საფრანგეთის არმიის მთავარსარდალი. გამარჯვება მოიპოვა მარნის ბრძოლაში (1914). 1916 წლის დეკემბერი-იანვრიდან მთავრობისსამხედრო მრჩეველი. 1917-18 წლებში საფრანგეთის სამხედრო მისიის მეთაური აშშ-ში, შემდეგ იაპონიაში. დაწერა მემუარები.

ლიტერატურარედაქტირება

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: