ჟინვალის ხიდის ბურჯი
ჟინვალის ხიდის ბურჯი — არქიტექტურული, არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილ სოფელ ჟინვალში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე. ამჟამად დაფარულია წყლით. ხიდი აგებული იყო XII საუკუნეში, მოქმედებდა XIV საუკუნის ბოლომდე. 1973 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. შემორჩენილი იყო აგურითა და თლილი ქვით ნაგები ბურჯი. ბურჯთან ახლოს გამოვლინდა რაღაც ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხე. აღმოჩნდა ლეგა ნაცრისფერი კერამიკის ფრაგმენტები. მოპოვებული მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომიძე ც., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 301.