ჟინვალის პირველი სამაროვანი

ჟინვალის პირველი სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილ სოფელ ჟინვალში, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე, მთის ფერდობზე. განეკუთვნებოდა III-IV საუკუნეებს. ამჟამად დაფარულია წყლით. 1973-1980 წლებში გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

საცდელ თხრილებში გამოვლინდა ექვსი ორმოსამარხი და ქვისსამარხი. მიცვალებულები ესვენა მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე მოკრუნჩხულად, თავით დასავლეთისკენ. ორი სამარხი ბავშვისაა. აღმოჩნდა თიხის სასმისები, მინის მძივები, ბრინჯაოს საყურე, აბზინდა, ბეჭედი, სამაჯური, ფირფიტები, ვერცხლის სასაფეთქლე რგოლები, რკინის დანა და სხვა.

არქეოლოგიური მასალა დაცულია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა

რედაქტირება