ჟინვალის კოშკი
ჟინვალის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალის ჩრდილოეთით, 0,5 კილომეტრზე. ბიჩნიგაურების უბნის სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი ზურგიანია, შემორჩენილია ორი სართულის სიმაღლეზე. ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. პირველი სართული ყრუა. მეორე სართულის დონეზე, სწორი კედლის მხარეს ვიწრო არქიტრავიანი შესასვლელია, მის ზემოთ - სათოფური. ამჟამად კოშკი გადახურულია ცილინდრული კამარით.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარსაგიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 302.