ჟეფიშხა
მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ჟეფიშხა — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ღალიძგისა და ენგურის აუზების წყალგამყოფ აკიბის ქედის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ოქუმის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2078 მ. აგებულია იურული პორფირიტებით. თხემზე ალპური, ქვემოთ სუბალპური მდელოებია, დაბლა — წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყე.
ჟეფიშხა | |
---|---|
კოორდინატები: 42°49′12″ ჩ. გ. 41°50′27″ ა. გ. / 42.820000° ჩ. გ. 41.841000° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2078 მ |
ქედი | აკიბის ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 249.