ჟენევიევა ჯემაიელი

ჟენევიევა ჯემაიელი (არაბ. جينيفيف الجميّل‎; 23 იანვარი 1908, მანსური — 18 მარტი 2003, ბეირუთი) — ლიბანელი პოლიტიკური აქტივისტი, მფრინავი, მხატვარი და პოეტი. ფალანგისტური პარტია ქათაიბის დამფუძნებლის პიერ ჯემაიელის მეუღლე და თანამებრძოლი. ლიბანის პრეზიდენტების ბაშირ და ამინ ჯემაიელების დედა.[1][2]

ჟენევიევა ჯემაიელი
جينيفيف الجميّل
დაბადების თარიღი 23 იანვარი, 1908
ბიკფაია, ლიბანი
გარდაცვალების თარიღი 18 მარტი 2003 (95 წლის)
ბეირუთი
მოქალაქეობა ლიბანის დროშა ლიბანი
საქმიანობა პოლიტიკოსი, პოეტი, მხატვარი
პარტია ქათაიბი
რელიგია ქრისტიანი მარონიტი
მეუღლე(ები) პიერ ჯემაიელი
შვილ(ებ)ი 6

წარმომავლობა რედაქტირება

დაიბადა ლიბანელი მარონიტი ქრისტიანების ოჯახში ეგვიპტის ქალაქ მანსურში, 1908 წლის 23 იანვარს. ილიას ჯემაიელი, ჟენევიევის მამა, ეგვიპტეში სამეურნეო ბიზნესს ეწეოდა. ვაჭრობდა ბამბით და თამბაქოთი. მალე დიდი  12 შვილიანი ოჯახი საცხოვრებლად ბეირუთის გარეუბანში გადავიდა, სადაც ზაფხულს საოჯახო სახლში ატარებდნენ. ჟენევიევამ განათლება მიიღო მანსურის რომის კათოლიკურ სკოლაში, სადაც გამოირჩეოდა მათემატიკური ნიჭით.. მას ასევე უყვარდა პიანინოზე დაკვრა, ფოტოგრაფია და ხელოვნება, სწავლობდა ხატვას  წამყვან ლიბანელ მხატვარ ცეზარ ჯემაიელთან. ჟენევიევამ მოაწყო  თავისი ნამუშევრების გამოფენა ეგვიპტეში და მიიღო მეფე ფუადის ჯილდო.

16 წლის ასაკში ჯემაიელი გახდა ერთ-ერთი პირველი ქალი შუა აღმოსავლეთში, რომელმაც მიიღო მართვის მოწმობა.

ალფრედ ჯემაიელი, ჟენევიევას ძმა, ინჟინერ-ტექნოლოგი იყო. მან თავისი გამოგონება საფრანგეთში დააპატენტა. მისი წინადადებით, ჟენევივა ჯემაიელი ალექსანდრიის საავიაციო კლუბში შევიდა და  20 წლის ასაკში გახდა პირველი არაბი მფრინავი ქალი.[3]

როლი ოჯახსა და პოლიტიკაში რედაქტირება

1934 წელს ჟენევიევა ჯემაიელმა იქორწინა მეწარმეზე, სპორტსმენსა და პოლიტიკოს პიერ ჯემაიელზე, რომელიც მისი შორეული ნათესავი იყო. 1936 წელს პიერ ჯემაიელმა დააარსა ქათაიბი მემარჯვენე ქრისტიანული ფალანგისტური პარტია. მისი მეუღლე მთელი ცხოვრების განმავლობაში პოლიტიკურ თანამებრძოლად რჩებოდა, მათ შორის სამოქალაქო ომის დროს.

პიერ და ჟენევიევა ჯემაიელებს ორი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი ჰყავდათ. მათი უმცროსი ვაჟი გახლდათ ბაშირ ჯემაიელი, ფალანგისტური მილიციის და მემარჯვენე ქრისტიანული ლიბანური ძალების ქარიზმატული ლიდერი. 1982 წელს ბაშირ ჯემაიელი აირჩიეს ლიბანის პრეზიდენტად, მაგრამ დაიღუპა ტერორისტული აქტის შედეგად, თანამდებობის დაკავებამდე. უფროსი ვაჟი ამინ ჯემაიელი გახლდათ ლიბანის პრეზიდენტი 1982-1988 წლებში. ქალიშვილი არზე —აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიის მონაზონია.

ამინ ჯემაიელის მოგონებების თანახმად, საოჯახო საქმეებს ფაქტობრივად მისი დედა უძღვებოდა, მან  შეცვალა შეიხი პიერი, რომელიც "ვერასოდეს იცლიდა" . ჟენევივა ჯემაიელი  პარტია ქათაიბის საზოგადო პოლიტიკოსი გახლდათ, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო მისი კულუარული გავლენა მეუღლესა და ვაჟებზე. იგი ყოველთვის ინარჩუნებდა სიმშვიდეს საოჯახო, თუ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დროს.[4]

ბაშირის (1982) და პიერის (1984) გარდაცვალების შემდეგ, ამინი გახდა ჯემაიელების გვარის მეთაური. ამასთან, ჟენევივამ კვლავ შეინარჩუნა სერიოზული გავლენა, მონაწილეობდა საოჯახო და პოლიტიკურ ღონისძიებებში. მისი საგანმანათლებლო გავლენის ქვეშ იყვნენ კატაიბის  პოლიტიკოსები: პიერ ამინ ჯემაიელი (ამინის და ჯოისის შვილი, მოკლული ტერაქტის შედეგად 2006 წელს), სამი ჯემაიელი (ამინის და ჯოისის შვილი, ქათაიბის თავმჯდომარე 2015 წლიდან), ნადიმ ჯემაიელი (ბაშირის ვაჟი) და სოლანჟი, ლიბანის პარლამენტის 2009 წლის წევრი).

გარდაცვალება და ხსოვნა რედაქტირება

ჟენევივა ჯემაიელი გარდაიცვალა 95 წლის ასაკში 2003 წლის 18 მარტს. დაკრძალულია  ოჯახის საგვარეულო სასაფლაოზე ბიკფაიაში.[5]

როგორც მეუღლე და დედა, ჟენევივა ჯემაიელი მხარს უჭერდა იმ ხალხს, ვინც ლიბანის თანამედროვე ისტორია ჩამოაყალიბა ... მარია შახტურამ დაწერა წიგნი მის ცხოვრებაზე:

 
„ლიდერის ცოლი, ორი პრეზიდენტის დედა, სამი მოწამის დედა და ბებია— ეს არის ჟენევივა ჯემაიელი .“

ჟენევიევა ჯემაიელი ცნობილი იყო არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც მხატვარი, გრავიურების ავტორი და პოეტი.

სქოლიო რედაქტირება

  1. Amine Gemayel. The past reviewed for a vision of the future
  2. Hélou, Nely (22 March 2003). "Ultime hommage à Geneviève Gemayel" (ფრანგ). La Revue du Liban. Retrieved 16 November 2017.
  3. Genevieve Gemayel passes away aged 95[მკვდარი ბმული]
  4. Another Grim Milestone for Lebanon
  5. Disparition Geneviève Gemayel sera inhumée aujourd’hui L'Orient Le Jour. 19 March 2003. Retrieved 17 November 2017.