ჟან ენ კენედი სმიტი (ინგლ. Jean Ann Kennedy Smith; დ. 20 თებერვალი, 1928 — გ. 17 ივნისი, 2020) — ამერიკელი დიპლომატი, აქტივისტი, ჰუმანიტარი [1] და ავტორი, რომელიც მსახურობდა შეერთებული შტატების ელჩად ირლანდიაში 1993 წლიდან 1998 წლამდე. იყო კენედის ოჯახის წევრი, ჯოზეფ პ. კენედისა და როუზ ფიცჯერალდის მერვე შვილი და ყველაზე უმცროსი ქალიშვილი. მისი და-ძმები იყვნენ პრეზიდენტი ჯონ კენედი, სენატორი რობერტ ფ. კენედი, სენატორი ედვარდ მ. კენედი, როზმარ კენედი და სპეციალური ოლიმპიადის დამფუძნებელი იუნის კენედი შრაივერი. ის ასევე იყო ჟაკლინ კენედის რძალი.

ჟან კენედი სმიტი

კენედი 1953 წელს
დაბადების სახელი ჟან ენ კენედი
დაბადების თარიღი 20 თებერვალი, 1928
ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 17 ივნისი, 2020 (92 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა დიპლომატი, ავტორი, აქტივისტი
პარტია დემოკრატიული პარტია (აშშ)
მეუღლე(ები) სტივენ სმიტი (1956-1990)
შვილ(ებ)ი 4
მშობლები მამა: ჯოზეფ კენედი
დედა: როუზ კენედი

იყო პრეზიდენტ ბილ კლინტონის წარმომადგენელი დუბლინში, როგორც ელჩმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესში. გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რომ ვიზა მიეცა შინ ფეინის პრეზიდენტ გერი ადამსისთვის. ადამსმა თქვა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესს ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი კლინტონი და რომ პროცესის განმავლობაში სმიტი ეყრდნობოდა ბელფასტის გავლენიანი მღვდლის რჩევას. [2] ირლანდიის პრეზიდენტმა მერი მაკალეზმა სმიტს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურის გამო ირლანდიის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა 1998 წელს.

სმიტი იყო Very Special Arts-ის, საერთაშორისოდ აღიარებული არაკომერციული ორგანიზაციის დამფუძნებელი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს შეუძლიათ ჩაერთონ ხელოვნებაში. 2011 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიანიჭა თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის.

ადრეული წლები რედაქტირება

ჟან ენ კენედი დაიბადა ბოსტონში, მასაჩუსეტსში, მისი უფროსი დის კეტლინის მერვე დაბადების დღეზე. [3] კენედი იყო მერვე ცხრა შვილიდან, რომელიც შეეძინათ ჯოზეფ პ. კენედისა და როუზ კენედის. [4] მისი სხვა და-ძმები იყვნენ ჯოზეფ კენედი, აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ კენედი, როუზმარ კენედი, სპეციალური ოლიმპიადის დამფუძნებელი იუნის კენედი შრაივერი, პატრიცია კენედი ლოფორდი, აშშ-ს გენერალური პროკურორი და სენატორი რობერტ ფ. კენედი და ამერიკელი სენატორი ტედ კენედი. [5]სწავლობდა მანჰეტენვილის კოლეჯში (იმ დროს მდებარეობდა პურჩაიზში, ნიუ-იორკში), სადაც დაუმეგობრდა მომავალ ოჯახის წევრს, ეთელ სკაკელს (რომელიც 1950 წელს დაქორწინდა ჟანის უფროს ძმაზე რობერტზე) და ჯოან ბენეტთს (1958 წელს დაქორწინდა ჟანის უმცროს ძმაზე, ტედზე). [6] კენედიმ მანჰეტენვილში სწავლა 1949 წელს დაამთავრა.

კარიერა რედაქტირება

პოლიტიკური ჩართულობა რედაქტირება

კენედი (ცნობილია როგორც ჟან კენედი სმიტი 1956 წელს სტივენ ედვარდ სმიტთან ქორწინების შემდეგ) ჩართული იყო მისი უფროსი ძმის, ჯონის პოლიტიკურ კარიერაში. იგი მუშაობდა მის 1946 წლის კონგრესის კამპანიაზე, 1952 წლის სენატის კამპანიაზე და, საბოლოოდ, მის საპრეზიდენტო კამპანიაზე 1960 წელს.

სმიტი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ სასტუმრო „ამბასადორში“ ლოს-ანჯელესში 1968 წლის 5 ივნისს, როდესაც რობერტ ფ. კენედი მოკლეს, მას შემდეგ, რაც მან მოიგო 1968 წლის კალიფორნიის დემოკრატიული პარტიის არჩევნები. [7]

Very Special Arts რედაქტირება

1974 წელს სმიტმა დააარსა Very Special Arts [8], რომელიც ახლა ცნობილია როგორც VSA და ხელმისაწვდომი დეპარტამენტია ჯონ კენედის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში. VSA უზრუნველყოფს ხელოვნებისა და განათლების მიწოდებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისა და მოზრდილებისთვის. 2011 წლის მონაცემებით, VSA-ს პროგრამები ემსახურებოდა დაახლოებით 276,000 სტუდენტს 43 შტატში და 52 ქვეყანაში. [9] სმიტი ერთი პერიოდი ინტენსიურად მოგზაურობდა VSA-ს სახელით, რათა მეტი შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანი ჩაერთო აღნიშნულ კამპანიაში. მისი წიგნი, მამაცობის ქრონიკები: Very Special Arts , ჯორჯ პლიმპტონთან ერთად დაწერილი, გამოსცა Random House-მა 1993 წლის აპრილში [10]

აშშ-ის ელჩი ირლანდიაში რედაქტირება

1993 წელს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა სმიტი დანიშნა აშშ-ს ელჩად ირლანდიაში, [11] იგი მამამისის საქმეს აგრძელებდა, რომელიც იყო შეერთებული შტატების ელჩი გაერთიანებულ სამეფოში აშშ-ს პრეზიდენტის ფრანკლინ დ. რუზველტის ადმინისტრაციის დროს. [12] როგორც ელჩმა, სმიტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესში. [13]

ირლანდიის პრეზიდენტმა მერი მაკალეზმა სმიტს ირლანდიის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა 1998 წელს, ქვეყნისთვის გაწეული სამსახურის გამო. [14] ცერემონიის დროს მაკალეზმა შეაქო სმიტის „მიზანმიმართულობა“, ხოლო ირლანდიის პრემიერ მინისტრმა ბერტი აჰერნმა სმიტს ასეთი რამ უთხრა : „თქვენ მთელ ირლანდიაში უკეთესი ცხოვრების შექმნაში დიდი როლი ითამაშეთ“. [8]

1984 წლის 4 ივლისს ჟანი გადადგა ირლანდიის ელჩობის თანამდებობიდან.

ჯილდოები რედაქტირება

 
კენედი სმიტი (მარცხნივ) ვიქტორია რეჯი კენედისთან ერთად 2008 წელს

სმიტს მიენიჭა რამდენიმე ჯილდო ირლანდიაში და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან მუშაობისთვის. 1998 წელს მას მიენიჭა საპატიო მოქალაქეობა ირლანდიის მთავრობის მიერ. [15] 2007 წელს სმიტმა მიიღო ოქროს მედალი ბოსტონის Éire Society-ისგან ჩრდილოეთ ირლანდიაში სამშვიდობო ძალისხმევისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ჰუმანიტარული საქმიანობისთვის. 2009 წელს სმიტს და ტედ კენედის მიენიჭა Tipperary Peace Prize ჩრდილოეთ ირლანდიაში სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის. [16]

2011 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სმიტი დააჯილდოვა თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით, [17] [18] შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის.

2016 წლის ოქტომბერში სმიტმა გამოაქვეყნა კენედის კლანის მემუარები, The Nine of Us: Growing Up Kennedy. [19] [20]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

1956 წლის 19 მაისს, ჟან კენედი დაქორწინდა ბიზნესმენ სტივენ ედვარდ სმიტზე, რომაული კათოლიკური წმინდა პატრიკის ტაძრის პატარა სამლოცველოში, ნიუ-იორკში. სტივენს და ჟანს ჰყავდათ ორი ბიოლოგიური ვაჟი, სტივენი და უილიამი, მოგვიანებით კი ორი ქალიშვილი ამანდა და კიმი იშვილეს.

სტივენ ედვარდ სმიტი გარდაიცვალა კიბოთი 1990 წლის 19 აგვისტოს [21]. მომდევნო წელს, მათ უმცროს ვაჟს, უილიამს, ფლორიდაში ბრალად დასდეს გაუპატიურება, მაგრამ სასამართლო პროცესის შემდეგ გაამართლეს. [22] [23]

სმიტის უფროსი და იუნისი გარდაიცვალა 2009 წლის 11 აგვისტოს. სმიტი არ დასწრებია იუნისის დაკრძალვას 14 აგვისტოს, მან გადაწყვიტა ძმასთან, ტედთან დარჩენილიყო, რომელიც სასიკვდილოდ ავად იყო; ის გარდაიცვალა 25 აგვისტოს. იმ დროს ჟანი ჯოზეფ და როუზ კენედის ერთადერთი ცოცხალი შვილი იყო. ტედის დაკრძალვას 29 აგვისტოს დაესწრო. [24]

ჟან სმიტი გარდაიცვალა საკუთარ სახლში მანჰეტენზე, 2020 წლის 17 ივნისს, 92 წლის ასაკში. [25]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Ambassador Jean Kennedy Smith“. Irish America. January 1, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 25, 2021. ციტირების თარიღი: თებერვალი 10, 2022.
  2. Simpson, Mark (February 1, 2019). „Gerry Adams: New York in 1994 visit 'pivotal to peace'. BBC News. ციტირების თარიღი: February 1, 2020.
  3. Romano, Kristin (March 10, 2011). „Irish America Hall of Fame: Jean Kennedy Smith“. IrishCentral.
  4. Hicks, Johm R. (December 10, 1991). „William Smith: Low-key Kennedy heir“. United Press International.
  5. „Eunice Kennedy Shriver's Death Leaves 2 Living Kennedy Siblings“. Fox News. Associated Press. March 25, 2015.
  6. McMullen, Troy (August 26, 2009). „The Last Kennedy: A Closer Look at Jean Kennedy Smith“. ABC News.
  7. Healy, Paul (June 4, 2015). „Robert F. Kennedy's assassination: From ballroom to the hospital“. New York Daily News.
  8. 8.0 8.1 O'Shea, James (March 20, 2016). „Jean Kennedy Smith to write new book on JFK and her famous family“. IrishCentral.O'Shea, James (March 20, 2016). "Jean Kennedy Smith to write new book on JFK and her famous family". IrishCentral.
  9. Heim, Joe (August 4, 2011). „Cuts leave VSA arts programs for the disabled in limbo“. The Washington Post.
  10. Jean Kennedy Smith."Jean Kennedy Smith". John F. Kennedy Presidential Library and Museum.
  11. Appointments – William J. Clinton. American Foreign Service Association.
  12. Stevenson, Freeman (September 26, 2013). „Defining moments from John F. Kennedy's life“. Deseret News. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 21, 2019. ციტირების თარიღი: თებერვალი 10, 2022.
  13. „Last living sibling of John F. Kennedy celebrates her 91st birthday“. IrishCentral. February 20, 2019.
  14. Romano, Kristin (April 17, 2011). „Jean Kennedy Smith: Irish America Hall of Fame“. Irish America.
  15. Tynan, Maol Muire (July 27, 1998). „Kennedy Smith given honorary citizenship“. The Irish Times.
  16. Hayes, Cathy (June 21, 2010). „Kennedy family honored with Irish peace award“. IrishCentral.
  17. „President Obama Names Presidential Medal of Freedom Recipients“. whitehouse.gov. February 15, 2011 – წარმოდგენილია National Archives-ის მიერ.
  18. Goldman, Julianna (February 15, 2011). „Obama Honors Buffett, George H.W. Bush With Medal of Freedom“. Bloomberg News.
  19. McClurg, Jocelyn. (October 23, 2016) Books: New and noteworthy. USA Today.
  20. Kennedy Smith, Jean (October 25, 2016). The Nine of Us: Growing Up Kennedy. 
  21. McQuiston, John T. (August 20, 1990). „Stephen Smith, 62, Businessman And an Adviser to the Kennedys“. The New York Times.
  22. Margolick, David (December 12, 1991). „Smith Acquitted of Rape Charge After Brief Deliberation by Jury“. The New York Times.
  23. Hicks, John R. (December 11, 1991). „Reasonable doubts led to Smith acquittal“. United Press International.
  24. Smith, Robert (August 29, 2009). „Rain, Tears At Boston's Farewell To Kennedy“. NPR.
  25. Bzdek, Vincent P. (June 18, 2020). „Jean Kennedy Smith, Kennedy sister and architect of peace in Northern Ireland, dies at 92“. The Washington Post. ციტირების თარიღი: June 18, 2020.