ჟან ბატისტ ბიო
ჟან ბატისტ ბიო (ფრანგ. Jean-Baptiste Biot; დ. 21 აპრილი, 1774, პარიზი — გ. 3 თებერვალი, 1862, იქვე) — ფრანგი ფიზიკოსი, გეოდეზისტი და ასტრონომი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1803).
ჟან ბატისტ ბიო | |
---|---|
ფრანგ. Jean-Baptiste Biot | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 21 აპრილი, 1774[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბ. ადგილი | პარიზი[11] |
გარდ. თარიღი | 3 თებერვალი, 1862[1] [2] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (87 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი[11] |
დასაფლავებულია | მონპარნასის სასაფლაო |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[12] |
საქმიანობა | ფიზიკა |
მუშაობის ადგილი | საფრანგეთის კოლეჯი[13] |
ალმა-მატერი | პოლიტექნიკური სკოლა და გზებისა და ხიდების ეროვნული სკოლა |
შვილ(ებ)ი | Édouard Biot |
ჯილდოები | ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, რუმფორდის მედალი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[14] |
ხელმოწერა |
![]() |
სწავლობდა პარიზის პოლიტექნიკურ სკოლაში. 1800 წლიდან იყო კოლეჟ დე ფრანსის პროფესორი. 1806 წელს იყო გეოდეზიურ კომისიაში, რომელიც მერიდიანის სიგრძის გაზომვაზე მუშაობდა. ბიომ თავისი სამეცნიერო ოღვაწეობის დასაწყისში შეისწავლა ციური მექანიკა და აირების თვისებები. სხვადასხვა სიმაღლეზე ჰაერის თვისებების შესწავლის მიზნით 1804 წელს ჟ. ლ. გეი-ლუსაკთან ერთად აფრინდა აეროსტატით. ბიოს უმნიშვნელოვანესი საეცნიერო შრომები შეეხება სინათლის პოლარიზაციას, ელექტრული დენის მაგნიტურ ველს და აკუსტიკას. 1815 წელს მან დაადგინა სინათლის პოლარიზაციის სიბრტყის ბრუნვის კანონი და გამოიკვლია სინათლის პოლარიზაციის სიბრტყის ბრუნვა კრისტალებში და ორგანულ ნივთიერებებში, რითაც საფუძველი ჩაუყარა საქარიმეტრიას. 1820 წელს ფ. სავართან ერთად გაზომა წრფივი ელექტრული დენის მაგნიტური ველი და დაადგინა ელექტროდინამიკის მნიშვნელოვანი კანონი. იკვლევდა მეცნიერების ისტორიის საკითხებს, განსაკუთრებით ი. ნიუტონის შრომებს, ავტორია ფიზიკის ცნობილი კურსისა (Traité de physique expérimentale et mathématique, P., 1816).
შრომებირედაქტირება
- Traité élémentaire d'astronomie physique (Klostermann, 1810–1811)
- Traité de physique expérimentale et mathématique( Deterville, 1816)
- Précis de l'histoire de l'astronomie chinoise (impr. impériale, 1861)
- Études sur l'astronomie indienne et sur l'astronomie chinoise (Lévy frères, 1862)
- Mélanges scientifiques et littéraires (Lévy frères, 1858)
- Recherches sur plusieurs points de l'astronomie égyptienne (Didot, 1823)
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 375.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive
- ↑ Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 5.0 5.1 SNAC — 2010.
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 GeneaStar
- ↑ 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
- ↑ 10.0 10.1 Annuaire prosopographique : la France savante
- ↑ 11.0 11.1 www.accademiadellescienze.it
- ↑ RKDartists
- ↑ კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორების სია
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 36.