ჟანინ ჰენის-პლასხარტი

ჟანინ ჰენის-პლასხარტი (ნიდერლ. Jeanine Antoinette Hennis-Plasschaert; დ. 7 აპრილი, 1973, ჰერლენი, ნიდერლანდები) — ნიდერლანდელი პოლიტიკოსი და დიპლომატი, 2004 წლიდან 2010 წლამდე ევროპის პარლამენტის წევრი. პოლიტიკური მოღვაწეიობის დროს დაკავებული იყო სამოქალაქო უფლებების, ტრანსპორტისა და იუსტიციის საკითხებით. 2010-2012 და 2017-2018 წლებში ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატის წევრია. 2012 წლის 5 ნოემბერს დაიკავა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის თანამდებობა და შეცვალა ჰანს ჰილენი[1]. ამრიგად გახდა პირველი ქალი ნიდერლანდების ისტორიაში, რომელსაც ეკავა უმაღლესი სამხედრო თანამდებობა. მალიში სამხედრო სწავლების დროს ორი ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიების შემდეგ გადადგა თანამდებობიდან. 2017 წლის ოქტომბერში მის ადგილზე დანიშნეს კლაას დეიკჰოფი[2][3][4]. 2018 წლის 1 ნოემბრიდან ერაყში გაეროს დახმარების მისიის სპეციალური წარმომადგენელია.

ჟანინ ჰენის-პლასხარტი
Jeanine Hennis-Plasschaert
ჟანინ ჰენის-პლასხარტი Jeanine Hennis-Plasschaert
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ნოემბერი, 2012 – 4 ოქტომბერი, 2017
პრემიერ-მინისტრი  მარკ რიუტე
წინამორბედიჰანს ჰილენი
მემკვიდრეკლაას დეიკჰოფი

დაბადებული7 აპრილი, 1973
ჰერლენი, ნიდერლანდები
მეუღლეერიკ-ჟან ჰენისი
რელიგიაკათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჟანინ ჰენის-პლასხარტი დაიბადა 1973 წლის 7 აპრილს ნიდერლანდების ქალაქ ჰერლენში. დაასრულა უმაღლესი სკოლა წმინდა ანტონიას სახელობის კათოლიკურ კოლეჯში, ქალაქ გაუდში. ამის შემდეგ შევიდა უტრეხტის აკადემიაში. 2000 წლიდან არის სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის წევრი[5].

2004-2007 წლებში სამოქალაქო უფლებათა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საკითხევბის კომიტეტის წევრია. 2004-2009 წლებში კი ევროკავშირი-თურქეთის ერთობლივი დელეგაციის საპარლამენტო კომიტეტის წევრია. 2007-2009 წლებში მოღვაწეობს ტრანსპორტისა და ტურიზმის კომიტეტში. ამავე წლებში ევროკავშირი-რუსეთის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის დელეგაციის წევრია. 2009-2010 წლებში კვლავ ტრანსპორტისა და ტურიზმის კომიტეტშია და პარალელურად ევროკავშირსა და ბელორუსის ურთიერთობების დელეგაციის წევრი და ასევე აღმოსავლეთის პარტნიორობის დელეგაციის წევრია.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს ბევრს მოგზაურობდა სამხედრო ბაზებზე ჰოლანდიის კონტინგენტის დისლოკაციის ადგილებზე, ამოწმებდა ფინანსურ ხარჯებსა და საბრძოლო მზადყოფნას. 2014 წელს ჟანინ ჰენის-პლასხარტმა ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების სახელით ბოდიში მოუხადა შვიდ ბოსნიელ ოჯახს ბოსნიის ომში ჰოლანდიელი ჯარისკაცების მონაწილეობის გამო[6].

2015 წელს ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრთან და ნიდერლანდების სამეფო არმიის თავდაცვის მეთაურთან ერთად სტუმრობდა მალიში ჰოლანდიელი ჯარისკაცების მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტს[7].

ჟანინ ჰენის-პლასხარტის მოღვაწეობა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზოგჯერ კრიტიკასაც იმსახურებდა. კრიტიკის მიზეზი იყო რადიკალური განცხადებები და მოქმედებები, 15 000 ჯარისკაცი დაითხოვა სამსახურიდან, სამხედრო ხარჯები შეამცირა, იარაღის შეძენა, ორი სატანკო ბრიგადის ჩამოყალიბება, ფინეთში და ლიტვაში 160 ტანკის („ლეოპარდის“) გაყიდვა, თურქეთიდან რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსის პეტრიოტის გადატანა, რომლის განთავსებასაც იგი მოითხოვდა 2013 წელს[8][9].

2016 წლის 6 ივნისს სწავლების დროს გაეროს მშვიდობისმყოფელთა მისიის ჩარჩოში მალიში ნაღმტყორცნების მართვისას დაიღუპა ორი ჰოლანდიელი ჯარისკაცი და კიდევ ერთმა მიიღო სერიოზული ჭრილობა. ნიდერლანდების უსაფრთხოების კომისია ინსპექტირების შემდეგ აქვეყნებს ინციდენტის დასკვნას, სადაც საუბარია, რომ ეს იყო მინისტრის დანაშაული, რომელმაც ყურადღება არ მიაქცია უსაფრთხოების სტანდარტებს და მის ნაცვლად სტრატეგიული მიზნები წამოსწია წინ. ამის შემდეგ ჟანინი ქვეყნის პარლამენტის წინაშე გამოვიდა და გააკეთა გადადგომის განცხადება[10].

  1. Jeanine Hennis-Plasschaert Minister of Defence. Curriculum Vitae. EUROPEAN PARLIAMENT website.
  2. „Dijkhoff named Netherlands defense minister - The Nation Nigeria“. The Nation Nigeria (ინგლისური). 2017-10-04. ციტირების თარიღი: 2017-10-10.
  3. „Dutch defence minister resigns over Mali mortar accident critical report - DutchNews.nl“. DutchNews.nl (ინგლისური). 2017-10-04. ციტირების თარიღი: 2017-10-10.
  4. „Новости: Министр обороны Нидерландов подала в отставку после публикации отчета о гибели солдат на учениях“. «ЭрТиВиАй Продакшн» (რუსული). 2017-09-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2017-11-03.
  5. J.A. (Jeanine) Hennis-Plasschaert. Nederland en Europa. Europa NU Onafhankelijk & actueel.
  6. Dr. Manfred Gerstenfeld. (07.07.16) The Dutch apologize to Javans and Bosnians, but not to Dutch Jews. OpEds. israelnationalnews.
  7. Emilie van Outeren. (15 juli 2016) Nederland trekt alle helikopters terug uit Mali. nrc.nl.
  8. Юлия Индикатор. (25.03.2014) Кто вы, госпожа министр обороны?. Ежедневный познавательный журнал «Школа Жизни.ру».
  9. Нидерланды выводят комплексы ПВО Patriot из Турции. Армейские новости. Военный информатор (27.08.2014).
  10. „Министр обороны Нидерландов подала в отставку после публикации отчета о гибели солдат на учениях“. ЭрТиВиАй Продакшн (რუსული). 2017-10-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2017-11-28.