ზახარია ჟანდოვი

(გადამისამართდა გვერდიდან ჟანდოვი, ზახარია)

ზახარია ჟანდოვი (დ. 1 ოქტომბერი, 1911, რუსე — გ. 2 თებერვალი, 1998) — ბულგარელი კინორეჟისორი. ბულგარეთის სრ დამსახურებული არტისტი (1963). კინოში მოღვაწეობა დაიწყო 1942-იდან როგორც ოპერატორმა-დოკუმენტალისტმა. გადაიღო ფილმები. "ერთი დღე სოფიაში" (1946), "ხალხი ღრუბლებში" (1948). 1950-იდან მუშაობს მხატვრულ კინოში. რეჟისორია ფილმებისა: "განგაში" (1951), "სექტემბრის გმირები" (1954), "შავი მდინარე" (1963) და სხვა. ჟანდოვი ბულგარეთის სოციალისტური კინოხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელია. დიმიტროვის პრემიის ლაურეატი (1951, 1959).

ლიტერატურა რედაქტირება