პურის კალათიესპანელი სიურეალისტი მხატვრის, სალვადორ დალის ნახატი. ნამუშევარზე ასახულია პურის ოთხი ნაჭერი კარაქით, რომლებიც კალათაშია მოთავსებული. ერთ-ერთი მათგანი სამისგან განცალკევებული და ნახევრად მოკბეჩლია. კალათ თეთრნაჭერზე დევს. ნახატი ამჟამად სალვადორ დალის მუზეუმში ინახხება, ფლორიდის შტატში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში

პურის კალათი
ავტორი სალვადორ დალი
წელი 1926
კატალოგი P 176[1]
ტიპი ზეთი, ტილო
სიმაღლე 31.75 სმ.
სიგანე 31.75 სმ.
ქალაქი სანქტ-პეტერბურგი, ფლორიდა
მუზეუმი სალვადორ დალის მუზეუმი

Tნახატი შესრულებულია 1926 წელს, როდესაც სალვადორ დალი ოცდაორი წლის იყო, მას შემდეგ, რაც მან გაიარა ფორმალური კურსები მადრიდში ჰოლანდიელი მხატვრების შესახებ.[2] მანუშევარი იმ ნახატების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სალვადორ დალიმ ახალგაზრდობაში შეასრულა, და რომლებზეც პურია გამოხატული. პურის კალათს მოგვიანებით იგი 1945 წელსაც ხატავს.

სქოლიო რედაქტირება