პუკაკი (ინგლ. Lake Pukaki) — ტბა ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე. მდებარეობს კენტერბერის რეგიონში.

პუკაკის ტბა
Lake Pukaki
კოორდინატები: 44°07′ ს. გ. 170°10′ ა. გ. / 44.117° ს. გ. 170.167° ა. გ. / -44.117; 170.167
მდებარეობა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სიმაღლე ზღვის დონიდან 518-532 
ფართობი 178,7 კმ²
მოცულობა 4,66 კმ³
საშუალო სიღრმე 47 
მაქსიმალური სიღრმე 70 
აუზის ფართობი 1 413 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ტასმანი
გამომდინარე მდინარე პუკაკი
პუკაკი — ახალი ზელანდია
პუკაკი

პუკაკი უდიდესია მაკენზის აუზში მდებარე სამ პარალელურ ალპურ ტბას შორის. დანარჩენი ორი ტბაა ტეკაპო და ოჰაუ. სამივე მათგანი მაშინ წარმოიქმნა, როდესაც უკან დახეული მყინვარების მორენებმა ხეობები ჩაკეტეს.

იმის გამო, რომ ტბა მყინვარის წყლით იკვებება, მას განსხვავებული ლურჯი შეფერილობა აქვს. ფართობი 178,7 კმ²-ია, ზედაპირი კი ზღვის დონიდან 518-532 მეტრზე მდებარეობს.[1]

ჩრდილოეთიდან ტბას უერთდება მდინარე ტასმანი, რომელიც სათავეს კუკის მთის სიახლოვეს, ტასმანისა და ჰუკერის მყინვარებიდან იღებს.

ამჟამად ტბაზე მოქმედებს უაიტაკის ჰიდროელექტროსადგური.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Pukaki Lake Levels. Meridian Energy Limited. ციტირების თარიღი: 2008-03-09.