პროტოვარსკვლავი — დიდი მასა, რომელიც წარმოიქმნება გიგანტურ მოლეკულურ ღრუბელში არსებული გაზის შეკუმშვით ვარსკვლავთშორის სივრცეში. პროტოვარსკვლავური ფაზა ვარსკვლავის წარმოქმნის ადრეული ეტაპია. ერთი მზის მასის ვარსკვლავისათვის ის დაახლოებით 10 მილიონი წელიწადი გრძელდება.[1] ის იწყება მოლეკულურ ღრუბელში გაზრდილი სიმკვრივის ბირთვით და მთავრდება მთავარ მიმდევრობამდელი ვარსკვლავის წარმოქმნით (ან T Tauri ვარსკვლავი, თუ ორ მზის მასაზე მცირეა, ან ჰერბიგ Ae/Be ვარსკვლავი, თუ 2-8 მზის მასისაა), რომელიც შემდეგ ვითარდება მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავად.

LH 95 - ვარსკვლავური ინკუბატორი მაგელანის დიდ ნისლეულში

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. How the Sun Came to Be: Stellar Evolution. ციტირების თარიღი: May 18, 2014.