პრინცესა ლეია

(გადამისამართდა გვერდიდან პრინცესა ლეია ორგანა)

პრინცესა ლეია-ორგანა-სკაიუოკერი (იგივე სენატორი ლეია ორგანა და გენერალი ლეია ორგანა) — „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზის პერსონაჟი, რომლის როლს ფილმებში ასრულებს კერი ფიშერი. იგი პირველად გამოჩნდა 1977 წლის „ვარსკვლავურ ომებში“, როგორც პლანეტა ალდერაანის პრინცესა, იმპერიული სენატის წევრი და აჯანყებულთა ალიანსის აგენტი. პრინცესა ლეია უპირისპირდება ბოროტ დართ ვეიდერს და მონაწილეობს იმპერიის სუპერიარაღის, სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებაში. 1980 წლის „იმპერიის საპასუხო შეტევაში“ იგი მეთაურობს აჯანყებულთა ბაზას და უყვარდება კონტრაბანდისტი ჰან სოლო. 1983 წლის „ჯედაის დაბრუნებაში“ იგი დაიხსნის სოლოს დამნაშავე ჰატ ჯაბასგან. აგრეთვე აღმოჩნდება, რომ ლეია ლუკ სკაიუოკერის ტყუპი და და ვეიდერის ქალიშვილია. წინარეისტორიის ტრილოგიის ფილმიდან „სითების შურისძიება“ (2005) ნათელი ხდება, რომ ტყუპების დედა არის სენატორი (და ყოფილი დედოფალი) ნაბუელი პადმე ამიდალა, რომელიც იღუპება მშობიარობის შემდეგ.

პრინცესა ლეია
ვარსკვლავური ომები - პერსონაჟი

ლეია ორგანა კერი ფიშერის შესრულებით
პირველი გამოჩენა „ვარსკვლავური ომები“ (1977)
შემქმნელი ჯორჯ ლუკასი
მსახიობი
ახმოვანებს
ინფორმაცია
ზედმეტსახელ(ებ)ი ბოუშჰი (ჯედაის დაბრუნება)
სახეობა/რასა ადამიანი
სქესი მდედრობითი
საქმიანობა
წევრობა
ოჯახი
მეუღლე(ები) ჰან სოლო
შვილები
ნათესავები
სამყარო ალდერაანი (სამშობლო)
პოლის მასა (დაბადების ადგილი)

ალდერაანზე ლეიას მეურვეები ხდებიან სენატორი ბეილ და დედოფალი ბრეია ორგანები. „ძალის გამოღვიძებაში“ (2015) ლეია არის წინააღმდეგობის დამაარსებელი და გენერალი და ებრძვის პირველ ორდენს. მას და ჰან სოლოს ჰყავთ შვილი, ბენი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც კაილო რენი, გადასული ძალის ბნელ მხარეს.

„ვარსკვლავური ომების“ გაფართოებული სამყაროს (1977–2014) ფარგლებში, სადაც შედის ალტერნატიული სიუჟეტის მქონე რომანები, კომიქსები და ვიდეო თამაშები, ლეია, ჰანი და ლუკი „ჯედაის დაბრუნების“ შემდეგ ებრძვიან იმპერიის დარჩენილ ელემენტებს და ახალ საფრთხეებს. ლეია ხდება ახალი რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაური და ჯედაი, აგრეთვე არის ჰანთან სამი შვილის, ჯეინას, ჯეისენის და ენეკინ სოლოების დედა.

როგორც „ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთ პოპულარულ პერსონაჟს, ლეიას უწოდებენ 1980-იანების სიმბოლოს, ფემინისტ გმირს და ნიმუშს სხვა სათავგადასავლო ფრენჩაიზების გმირი ქალებისთვის. იგი არის მრავალი დამატებითი ნამუშევრის და მერჩანდაიზის ნაწილი, ისევე როგორც ტელევიზიისა და ფილმების ფარგლებში მრავალი პაროდიის ან ციტირების საგანი. კულტურულ სიმბოლოებად აგრეთვე იქცა მისი ვარცხნილობა „ვარსკვლავური ომებიდან“ (1977) და რკინის ბიკინი „ჯედაის დაბრუნებიდან“.

კავშირები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება


სქოლიო რედაქტირება

  1. Chatting With Julie Dolan - The New Voice Of Princess Leia! (April 13, 2016). ციტირების თარიღი: May 15, 2017.
  2. Mitch Dyer [MitchyD]. (November 18, 2017) I'm trying to avoid spoilers, but @misty_lee's Leia was such an important role when we see the Rebellion and she absolutely nailed it. She captures the empathy and heart of the character beautifully.. ციტირების თარიღი: December 9, 2017