პრაღის ზავი (გერმ. Prager Frieden) — სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო 1635 წლის 30 მაისს ოცდაათწლიანი ომის მსვლელობისას პრაღაში საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ ფერდინანდ II-სა და იმპერიის პროტესტანტ მთავრებს შორის. მისი პირობები ითვალისწინებდა რესტიტუციური ედიქტის გაუქმებასა და აუგსბურგის რელიგიური ზავის დაბრუნებას. გარდა ამისა, შეთანხმდა იმპერატორისა და გერმანული სამთავროების არმიების გაერთიანება საღვთო რომის იმპერიის არმიაში. მთავრებს შორის კოალიციის შექმნა აიკრძალა, ხოლო კალვინიზმი კანონიერი გახდა. cujus regio, ejus religio-ის პრინციპი სამუდამოდ დამტკიცდა იმპერიის ფარგლებში. რელიგიურ დათმობებზე წასვლის სანაცვლოდ ფერდინანდმა მიიღო ლუთერანი მთავრების ალიანსი, რომელიც მას დაეხმარა, როგორც შვედებთან ბრძოლაში, ასევე ოცდაათწლიან ომში საფრანგეთის მოსალოდნელ ჩარევაში. ფაქტობრივად პრაღის ზავმა დაასრულა რელიგიური და სამოქალაქო ომი სახელმწიფოებს შორის, რომლებიც საღვთო რომის იმპერიაში შედიოდნენ, რის შემდეგაც ოცდაათწლიანი ომი გრძელდებოდა, როგორც ბრძოლა ჰაბსბურგების ევროპაში დომინირების წინააღმდეგ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება