პრასკოვია უვაროვას არქეოლოგიური ექსპედიცია კავკასიაში (1888)
პრასკოვია უვაროვას არქეოლოგიური ექსპედიცია კავკასიაში (14 ივლისი — 19 აგვისტო, 1888) — პრასკოვია უვაროვას მიერ ორგანიზებული 1888 წლის ექსპედიცია კავკასიაში. ექსპედიციის ფარგლებში მოვლილი იქნა მხარეები: აჭარა, სამცხე, შავშეთი და რაჭა.
ექსპედიციის წევრები:
- ჯგუფის ხელმძღვანელი — პრასკოვია უვაროვა;
- ქალიშვილი — ეკატერინა უვაროვა;[კ 1]
- ფოტოგრაფი — უცნობი ფოტოგრაფი.[კ 2]
მარშრუტი
რედაქტირება1888 წლის 14 ივლისს ჯგუფმა მოსკოვი დატოვა და კავკასიისკენ გამოემართა. 16 ივლისს მიაღწიეს სევასტოპოლს, ინახულეს ხერსონესში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები, შემდეგ დაჯდნენ გემზე და 20-ში დილით უკვე ბათუმში იმყოფებოდნენ.
აჭარა
რედაქტირება25 ივლისს ჯგუფი ბათუმიდან გამოვიდა და აჭარისკენ გაემართა. ჯგუფი აჭარისწყლის ავლით აუყვა გზას და 26 ივლისს ქედაში ჩავიდნენ, სადაც დილამდე გაჩერდნენ. 27 ივლისს ჯგუფი ზემო აჭარისკენ გაემართა და ხოლოს მიაღწია. 28 ივლისს ხულოდან გორჯომის ხეობაში სოფელ აგარისკენ გაემართნენ სადაც გაეთხარეს ვანაძეების ნაეკლესიარის საძირკველი, რომლის სიახლოვესაც მოსახლეობამ წმინდა გიორგის ჭედური ხატი იპოვნა. 1 აგვისტოს ინახულეს სხალთის ეკლესია, 2 აგვისტოს ხიხაძირის ციხე და ნაეკლასიარი, 3 აგვისტოს სოფელი ხოჩაღი, 4 აგვისტოს იაილები სარაჩაირი, ურამა, პრაგანაური.
სამცხე
რედაქტირება5 აგვისტოს არსიანის ქედზე გადაადგილებისას ჩავიდნენ სამცხეში, სადაც ინახულეს ზარზმის ტაძარი, ჭულეს მონასტერი, სოფელი ადიგენი. 7 აგვისტოს გააგრძელეს ქვაბლიანის ხეობის ძეგლების დათვალიერება, ინახულეს ჩორჩანის ეკლესია, სმადას ეკლესია, ბალანჯურის ეკლესიები, უდეს ეკლესიები, 8 აგვისტოს იჯარეთის ეკლესია, ვალეს ეკლესიები, სათლეს ეკლესია, ზეინდარის ეკლესია, ჯაყისმანი, სოფელი არილი, სატყეპელი. 10 აგვისტოს დაბრუნდნე ჭანჭახში, შემდეგ გაემართნენ სოფელ ალში სადაც ინახულეს გუმბათიანი ტაძარი. 11 აგვისტოს გაემგზავრნენ სოფელ დიგურში, გზად ინახულეს ოხთელის, გვინიის, ჭაბორიის, ჭაჭუნის, მარცვალეთის, სეჯას, მერეს სოფლების ეკლესიები. წურწყაბის, ხეოთის, ვარხანეს ეკლესია.
შავშეთი
რედაქტირება15 აგვისტოს ჯგუფი დიგურადან შავშეთში გადავიდა. ინახულეს ტბეთის ეკლესია, სათლეს ეკლესია, 16 აგვისტოს არტანუჯი. 17 აგვისტოს არტანუჯიდან გადავიდნენ ართვინში, ინახულეს სვეტის ეკლესია, 19 აგვისტოდან ართვინიდან ჭოროხზე ნავებით დაეშვნენ ბათუმის მიმართულებით.
რაჭა
რედაქტირებაბათუმში დაბრუნების შემდეგ ჯგუფი 23 აგვისტოს ქუთაისში ჩავიდა, იქ სამი დღე გაჩერდა და რაჭის მიმართულებით აიღო გეზი.
ლიტერატურა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაკომენტარები
რედაქტირება- ↑ შემორჩენილია 1888 წლის აგვისტოთი დათარიღებული მისი ჩანახატები.
- ↑ ანგარიშის 249 გვერდზე უვაროვა ახსენებს რომ გადაადგილებისას იღებდნენ ფოტოებს.