პორტალი განხილვა:იეზიდები

ბოლო კომენტარი: 15 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Dato deutschland
ეს სტატია გაცხოველებული კამათის ხშირი წყაროა. გთხოვთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ ამ განხილვის გვერდზე დატოვებულ კომენტარზე პასუხის გაცემისას.

en:Portal:Kurdistan - ჩემი აზრით ასეთი პორტალი უნდა გაკეთდეს და არა ცალ-ცალკე ეროვნებების მიხედვით. იმედია დობილი პროექტი პორტალი:ქართველები არ გაკეთდება. საკმარისია პორტალი:საქართველო. --ცანგალა () 23:19, 23 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

ცანგალა, ქურთისტანი არ არის ქვეყანა, და იეზიდების ქვეყანა მითუმეტეს. აბა იეზიდებს შეეკითხეთ : ქურთისტანია მათი სამშობლო. დიდი ბოდიში, მაგრამ ეს სისულელეა. და ქართველები სულ სხვაა და საქართველო სხვა. როგორ გგონიათ საქართველო მარტო ქართველებისაა? ეს არ არის სწორი. მაშინ სომხები სადღა დაეტევიან. ნუ იძახით ესე გთხოვთ. ეს არაპოლიტიკური ენციკლოპედიაა. მაშინ ასურელებზე რას იტყვით? პორტალი ასურეთი? თუ ბოშებზე (ციგნებზე)? ნეტავ საბოშეთი სადღაა? --თეიმურაზი () 12:57, 24 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

იეზიდები (ეზიდები; ქურთ. Êzidî, Êzîdî, ასურ. ܓ̰ܠܟܝܐ,არაბ.يزيدي) — ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ქურთების ნაწილად ითვლება. - ასე წერია. აქედან გამომდინარე შეესაბამება პორტალი:ქურთისტანი. ე. ი. en:Portal:Kurdistan. არ არის საჭირო ყველაფერზე პორტალების შექმნა. გადახედე სხვა ენოვან ვიკიპედიებს. პორტალი:იეზიდები რამდენ ვიკიპედიაში არის შექმნილი? იეზიდებზე სტატიების შექმნა საკმარისად მიმაჩნია. ხოლო რაც შეეხება საქართველოს. საქართველო ყველა იმ მოსახლეობისაა ვინც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს - ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. საინტერესოა სხვების აზრიც ამ პორტალზე.ცანგალა () 13:39, 24 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

ზოგადად, პორტალის გახსნა ნებისმიერ თემაზე შეიძლება თუ ამის გამკეთებელი არსებობს, მთავარია ეთიკის ფარგლებს არ სცდებოდეს. თუმცა, გადავხედე სხვა ენებში და ეროვნების მიხედვით გაკეთებული პორტალები ვერ აღმოვაჩინე. ჩემი აზრით, გაცილებით მეტი მასალა გექნება ხელთ თუ პორტალს ქურთისტანს დაარქმევ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ეს ქვეყანა ამჟამად არ არსებობს. და უნდა შეგახსენოთ: მოერიდეთ სიტყვას "სისულელეა". - ალ-ო     @ 17:41, 24 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

საკმარისია? ანუ იეზიდებზე სტატიის წერა საკმარისია. ნმეტავ რატომ? თქვენი სიტყვები არ იყო : ვიკიპედიაში ყველა სტატია, რომელიც ეთიკას შეესაბამება სჭირდება. მე არ მინდა მეტი საუბარი ცანგალა. არ მეგონა რომ ვიკიშიც ნაცისტური განცხადებები იქნება და თქვენგან მითუმეტეს. მადლობა ცანგალა! დიდი მადლობა! ТАК ДЕРЖАТЬ! კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბევრი რაღაცის თქმა არ მინდა! --თეიმურაზი () 18:03, 24 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

მე ეს შეურაწყობად მივიღე. მართლა მივიღე შეურაწუობათ. მადლობა. --თეიმურაზი () 18:08, 24 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი
დაკვირვებით უნდა წაიკითხო ოპონენტის კომენტარი. ცანგალამ დაწერა, რომ არ არის სასურველი პორტალი:ქართველები-ც რომ არსებობდეს, ვინაიდან პორტალი:საქართველო მის ფუნქციას უკვე ასრულებს. იგივე ეხება იეზიდებსაც და რაიმე გამონაკლისი მხოლოდ იმის გამო, რომ შენ ნაცისტობას დააბრალებ ვინმეს, არ დაიშვება. შენდა უნებურად შენი სიფიცხით შენ შეურაცხყოფა მიაყენე ცანგალას და ის ამას ნამდვილად არ იმსახურებს. მიიღე შენიშვნა კონსტრუქციულად და დაასაბუთე შენი პოზიცია. სხვაგვარად ეს პორტალი გადატანის კანდიდატია. - ალ-ო     @ 19:21, 24 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

რატომ უნდა გადაიტანოთ? ჯერ ზუსტად არ არის დამტკიცებული იეზიდები და ქურთები ერთია, თუ არა? ასე რომ არავითარ შემთხვევაში არ არის გადასატანი. და ცანგალას რომ მივაყენენ შეურაწყოფა რით ნეტავ? აქეთ იმან არ მომაყენა იმით რომ იეზიდებზე სტატიების წერა მეტი არ გვჭირდებაო. და თუ სხვცა ვიკიში არ არის ეროვნებების პორტალები ჩვენთან გვექნება, და გაგხსენებთ რომ ჩემი პორტალია. მგონი ნათლად ჩანს. აწი სანამ არ დავწერ ამ ყველა სტატიას იეზიდებზე არ წავალ ვიკიდან. და მერე მოვიფიქრებ და მგონი წვალ კიდევაც. ვერ ავიტან ნაცისტურ განცხადებებს. ვწუხვარ ბოდიში. მე არ მომეწონა. როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე, მოერიდეთ...--თეიმურაზი () 19:40, 24 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

მოკლედ, გაფრთხილებ: ნაცისტობა ისევე იზღუდება აქ, როგორც ვინმესთვის ნაცისტობის დაბრალება. კიდევ ერთი ამგვარი კომენტარის გამო დაიბლოკები. - ალ-ო     @ 19:51, 24 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

ოკ

.

.

.

. მადლობ გაფრთხილებისთვის ვიღიმი --თეიმურაზი () 19:55, 24 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

ნამდვილად არ მინდოდა პასუხის დაწერა, მაგრამ იძულებული ვარ, რომ დავწერო. იეზიდები (ეზიდები; ქურთ. Êzidî, Êzîdî, ასურ. ܓ̰ܠܟܝܐ,არაბ.يزيدي) — ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ქურთების ნაწილად ითვლება. - ასე წერია პორტალში. ახლა წერ: ჯერ ზუსტად არ არის დამტკიცებული იეზიდები და ქურთები ერთია, თუ არა? პორტალი იმ დროს იქმნება, როდესაც მოზღვავებული მასალაა ამა თუ იმ სფეროში. ამჟამად იეზიდებზე სურათიც კი ერთიდაიგივე გაქვს ერთი თავში და მეორე ბოლოში. თეიმურაზ, ერთი რამ უნდა იცოდე მე ხელს არავის ვუშლი. და კიდევ ერთხელ გთხოვ მანახე სად არის პორტალი:იეზიდებზე ან სხვა ერებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ არის ყველაფერზე პორტალის შექმნა საჭირო, საკმარისია სტატიები. ხოლო სამ წინადადებიანი სტატიები ეს მასალა ნამდვილად არ არის. დანარჩენზე არაფერს არ დავწერ, რადგან ალსანდრომ უკვე აღნიშნა. მოვა დრო რომ შენს გამონათქვამებზე ჩაფიქრდები. მეტი კომენტარის გაკეთების სურვილი არ მაქვს. Давайте жить дружно - ალბათ ეს იცი და თანახმაც ხარ. --ცანგალა () 21:03, 24 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

ოკ წაშალეთ პორტალი. მაგრამნ მე მეწყინა. მე რეალურად მეწყინა. ბოდიში თუ არასწორედ გავიგე. და პორტალი:ნიუ-იორკი დასაწყისში წითელი ბმულებით იყო გადატენილი. ეხლა ესე არ არ4ის და მეც მინდა სტატიების დაწერა. არაფერს ვიტყვი. მე მართლა მეწყინა. ბოდიში. ბოდიში ალო და ბოდიში ცანგალა. მე სწორედ ვერ გავიგე ანუ. მაშინ თუ ფიქობთ რომ პორტალი წასაშლელია, წაშალეთ. მე მეტი არ მინდა ამაზე საუბარი.--თეიმურაზი () 09:14, 25 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

  • ცანგალა, მაპატიე, მარა ამ საკითხში მე თემურს ვემხრობი. იეზიდები ეს არის ეთნიკური ჯგუფი. შეიძლება ჩავთვალოთ ქურთებად, (მაშინ ეს პორტალი უნდა გადავამისამართოდ). მაგრემ ჩემი აზრით ეს პორტალი უნდა დარჩეს. შეიძლება სხვა სახელით. მაგალითად, ავიღოთ რაიმე სხვა ეთნიკური ჯგუფი. მაგ. ებრაელები. ებრაელებს მე-20 საუკუნემდე არ ჰქონდათ სახელმწიფო, ამის მიუხედავად საზოგადოებაში იყო აზრი სახელმწიფოს შექმნასი და ებრაული კულტურის შენარჩუნებისა(თუ ჰიტლერს არ ჩავთვლით). და , ვთქვათ (უბრალოდ წარმოვიდგინოთ) რომ ისრაელი არ არსებობს, ან ებრაული სახელმწიფო კი არა, არამედ რაიმე სახელმწიფო სხვა რელიგიით. ეს რა, ავტომატურად ნიშნავს, რომ ებრაელობის პორტალი უნდა შექმნილიყო ? მარტო იმიტომ, რომ სახელმწიფო არ არსებობს? და თან ის უნდა დავივიწყოთ, რომ ებრაულმა ერმა საქართველოსთვის რთულ პერიოდებში ყოველთვის ქართველებთან იდგა? ამ ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ, მგონი იეზიდებიც იმსახურებენ სულ მცირე პორტალს მაინც. წაშლის მოწინააღმდეგე ვარ--გიორგიმელა 17:51, 25 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

რაღაც ხშირად მესმის, მაგრამ ვერ ვიხსენებ, შეგიძლიათ მოიყვანოთ ერთი კონკრეტული მაგალითი, როდესაც ებრაელი ერი "საქართველოს რთულ პერიოდში ქართველებთან იდგა". გაითვალისწინეთ, ზოგადად კონსენსუსი ასეთია: ეთნიკურ გჯუფებზე პორტალები არ იქმნება. ამგვარად, უფრო გამართლებულია თუ პორტალს ქურთისტანი ერქმევა და იქ ჩაიწერება ინფორმაცია ყველა ეთნიკურ ჯგუფზე, რომელბიც ქურთებად მოიაზრება (ან კიდევ საკამათოა). - ალ-ო     @ 18:00, 27 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

ქურთისტანი არ არსებობს. ეხლა 300 წელი დამოუკიდებლობას ხომ არ ველოდო? ვიკრიჭები --თეიმურაზი () 18:33, 27 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

იცით რა, მემგონი ვიცი კონსენსუსი როგორ ვიპოვო - ქურთისტანი, როგორც ტერიტორიული ერთეული ხომ არსებობს? მერე ასე გააკეთე! ოფიციალურად - ქურთისტანის ტერიტორიულ ერთეულზე, და მერე უკვე ჩაწერე რაც გინდა.--გიორგიმელა 10:44, 30 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

იეზიდების უმეტესობას თავი ქურთებათ არ თვლის. არა ან იეზიდები იქნება ან წაშალეთ --თეიმურაზი () 10:32, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

  • მოკლედ, სუფთა ჯადოსნური წრე გამოდის... გამონაკლისი რომ დავუშვათ და დავტოვოთ? ვთვლი რომ ამით ვიკიპედიას არ ვავნებთ...თანაც მემგონი აკრძალვის წესი არ არსებობს... --გიორგიმელა 11:19, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

თუ გეიებზე და ლესბოსელებზე სტატიებს წერთ, იეზიდებზე რატომ არ შეიძლება? მათ არსებობის უფლება აქვთ და ჩვენ არა? --თეიმურაზი () 12:46, 1 დეკემბერი 2008 (UTC)--თეიმურაზი () 12:46, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ესეც მართალია. ლგტბ პორტალი ხომ არსებობს? არსებობს ქვეყანა ლჰტბ? არა. ესეიგი თუ იეზიდების პორტალს წაშლით, ლგტბ პორტალიც უნდა წაიშალოს.--გიორგიმელა 15:22, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

პორტალი:ლგბტ

მოკლედ, პრეცედენტი შექმნილია. - ეს ვინ დაწერა??



არ ვაპირებდი კამათში ჩამბას მაგრამ... რაღაც უაზროთ კამათობთ... სხვის ნათქვამს ისე იგებთ, როგორც გაწყობთ. ასე არ შეიძლება. ეროვნებებზე ცალკე პორტალები არ გვინდა, თუ ამ ერს აქვს საკუთარი ქვეყანა. ეს გასაგებია. მაგრამ ახლა, ხომ შეიძლება, რომ პორტალი იეზიდები გავაერთიანოთ პორტალ ქურთებში?! თემური გვეუბნება, რომ იეზიდები თითქმის არ არიან ქურთებიო. თითქმის, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ქურთები არ არიან. მე მგონია, რომ უნდა შეიქმნას ერთი პორტალი:ქურთები, სადაც ერთი ქვეთავი იეზიდებს დაეთმობა... თემურ, შენც არასწორად გაიგე ცანგალას ნათქვამი. სტატიების შექმნა რა თქმა უნდა იეზიდებზეც შეიძლება და ლგბტ-ზეც, მაგრამ პორტალი იქმნება იმ თემაზე, რაზეც ვიკიპედიაში ბევრი სტატია გვაქვს დაწერილი. სხვათა შორის, თუ იეზიდების შესახებ ბევრ სტატიას დაწერ, ამ პორტალის ცალკე არსებობაც შეიძლება. ისე, თუ ატყობთ, რომ პორტალის დანიშნულება ქართულ ვიკიპედიაში არ არის ის, რაც უნდა იყოს? —დათო 16:00, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

თქვენი ლოგიკით ლგბტ ეთნიკური ჯგუფი გამოდის. ეხლა ამის დრო არ მაქვს, მაგრამ საკმაოდ ადვილია იმის დამტკიცება, თუნდაც ინგლისური და გერმანული სტატიების მიხედვით, რომ იეზიდები ქურთების ნაწილი არიან, ეთნიკურადაც და კულტურულადაც, განსხვავება მონოთეისტურ რელიგიაშია როგორც ჩანს (მხოლოდ თემურის აზრი საკმარისი მტკიცება არაა - გვჭირდება გადამოწმებადი ფაქტები!). მათზე პორტალის გაკეთება დაახლოებით იგივე გამოვა, როგორც აჭარლებზე პორტალის გაკეთება. მე თუ მეგრელი ვარ, მეც უნდა მოვითხოვო მეგრელებზე პორტალის გაკეთება და მერე ავხტე-დავხტე, რომ ჩემი უფლებები არ შეილახოს. თუ შეგიძლიათ დაასაბუთოთ, რომ იეზიდი არის ასევე რეგიონიც, რომელიც ქურთისტანის ნაწილი არ არის, მაშინ სხვა საკითხია. მაგრამ ჯერჯერობით მყარი არგუმენტი ვერცერთმა მოიყვანეთ. - ალ-ო     @ 16:06, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი
პს: დათო პორტალს უნდა ერქვას რეგიონის სახელი და არა ეთნიკური ჯგუფის. ა.
იცი რას გეტყვი?

არ გვინდა ნეტავ არ გვინდაში ვის წარმოადგენ? მთელ ვიკიპედიას. ცალკე იქნება ან წაიშლება სულ. და კიდევ ერთხელ გეკითხები ბოშები ინდოელები არიან? პასუხი: არა!. თითქმის ვამბობ იმიტომ რომ თქვენ, ქართველები და ზოგი სხვა ერი ესე მიაჩნევს. და თუ არ გინდათ პორტალები ერებზე, რომელთაც თავის ქვეყანა არ აქვთ კარგად ბრძანდებოდეთ. ნეტავ საქარტველო მარტო ქართველებისაა(იმიტომაა საქართველოში 300 კონფლ ზონა, რაც მეც მაწუხებს იმიტომ რომ მე საქართველოს შვილი და პატრიოტი ვარ} მოერიდეთ სხვებს რომ ესე არ ეწყინოთ. კარგად --თეიმურაზი () 16:06, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ადამიანსაც ვაწყენინეთ...

ალო იეზიდების უმეტესობა ევროპაში და რუსეთში არიან, ეხლა რა ვქნა?--თეიმურაზი () 16:12, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

იეზიდებს საკუთარი ქვეყანა არ აქვთ! ამიტომ ან უნდა დარჩეს ეს პორტალი ან პორტალი:ქურთებს შეუერთდეს. —დათო 16:14, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

მერე ავხტე-დავხტე, რომ ჩემი უფლებები არ შეილახოს. ეს არ არის შეურაწყოფა. იცით რატომ ვიბრძვი ეხლა? --თეიმურაზი () 16:15, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ხო აბა ქურთებს აქვთ თავისი ქვეყანა და ეს ეროვნება არ არის? --თეიმურაზი () 16:16, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი
დაუკვირდით: არ არის აუცილებელი ქვეყნის სტატუსი ჰქონდეს, შეიძლება იყოს რეგიონი. თემურ თუ არ მოეშვები ბრალდებებს, სხვა ზომები იქნება მისაღები. დაწყნარდი და სხვა თემაზე იმუშავე, თუ ძალიან ღელავ. გაითვალისწინე, რომ შენზე მინიმუმ ორჯერ უფროსი ვართ ასაკით ზოგიერთი ჩვენგანი და შენს მიმართ პირადად ან ზოგადად ამ თემაზე ანტაგონისტურად განწყობილი არ ვართ. ჩვენ გვინდა, რომ ამ პორტალმა უფრო სრულყოფილი სახე მიიღოს. - ალ-ო     @ 16:43, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ხოხ, ეხლა დამშვიდდე? მე თქვენთან საუბრის უფლება არ მაქვს. თქვენ ალბათ არ იცით რა გრძნობები მაქვს ეხლა. ალბად წავალ ვიკიპედიიდან და თავს ჩემ პროექტ ვიკისიახლეებს ჩავაბარებ. მე ასაკით პატარა ვარ: 16 წლის--თეიმურაზი () 16:48, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

თემურ, ქართული ვიკიპედიის ბრალი არ არის, რომ იეზიდებს სახელმწიფო არ აქვს. მე გავიზარდე თბილისის ერთ-ერთ უბანში დიდუბეში. დიდუბეში ბევრი იეზიდი და ქურთი ცხოვრობდა. ჩვენ ყველას ქურთებს ვეძახდით. თანაკლასელიც მყავდა ქურთი. საქართველოს სსრ პარლამენტში იყო ქურთი დეპუტატი - ნოდარ მამრაში (მუშა იყო), მეუღლე მხატვარი ჰყავდა - ასე მახსოვს. ასე, რომ ქურთებთან (იეზიდებთან) ურთიერთობა და მათი პატიცისცემაც ვიცით - გვისწავლია. ხოდა ქართულ ვიკიპედიაში როგორც ჯობია ისე გავაკეთოთ, შენ პირადად თანახმა ხარ, რომ პორტალი წაიშალოს (ნახე ზემოთ გიწერია) - აზრი შეიცვალე?. იცოდე აქ საწყენი არაფერია. მე იცი რას გირჩევ, რომ ამაზე მეტი საწყენი ცხოვრებაში არ შეგხვედროდეს. ქართულ ვიკიპედიას კი ვურჩევ მრავალი სტატია შეგექმნას იეზიდების შესახებ. არ გვინდა წყენა, მომავალში დარწმუნებული ვარ ვიკიპედიიდან შენ ბევრ მეგობარს შეიძენ და ერთ-ერთი მათ შორის მეც ვიქნები. მეგობრობის დროს ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. და კვლავ გეუბნები Давайте жить дружно. ჩვენ ხომ საერთო საქმეს ვაკეთებთ.ვიღიმი --ცანგალა () 17:39, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

მე პორტალ ქურთისტანს გავაკეთებ მაგრამ ეს ცალკე დარჩება. და ამზე მორჩა საუბარი --თეიმურაზი () 17:40, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ცანგალა შეგახსენებ , რომ საქართველოში 32 წლის მერე ქურთბი აღარ ცხოვრობენ. მარტო იეზიდები. ვიღიმი დავაიტე ჟიტ დრუჟნო კაია. მაგრამ ეს პორტალი დარჩება თორემ მე არ გავითვალისწინებ ლეოპოლდის საგვირგვინო ფრაზას ვიღიმი ოკ? --თეიმურაზი () 17:43, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ხოხ, ასე ჩვენ ვერ გავფრინდებით. არსად წამსვლელი შენ არ ხარ, ნუ გვემუქრები. თუ ვერ დამშვიდდები, მე კარგი ტრანკვილიზატორი ვიცი. :)). სასურველია კენჭისყრა მოვაწყოთ და გავარკვიოთ უმრავლესობის აზრი რა არის. ისლანდს ვთხოვოთ ტექნიკურად მოაწყოს ეს ამბავი. - ალ-ო     @ 18:14, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

მე არავის არ ვემუქრები, და იმიტომ დავრჩი, რომ ცანგალას სიტყვები გამახსენდა: Руки сразу не опускай, докажи своё! აი ზუსტად ამან გამაჩერა. ოკ მოვაწყოთ. --თეიმურაზი () 18:24, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

რა ქენი ალო? ვერ დაუკავშირდი ისლანდს? ყავხანაში გავაკეთოთ თუ აქ? მგონი აქ ჯობია. ხალხი გაიგებს რაშია საქმე--თეიმურაზი () 18:34, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ვეთანხმები, რადგანაც მხარეების არგუმენტების ხელახლა წერაც არ იქნება საჭირო.--გიორგიმელა 18:36, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

გეთანხმები, Руки сразу не опускай, докажи своё - მაგრამ როდესაც გეუბნებიან თეთრი-თეთრია, შენ არ უნდა ამტკიცო, რომ თეთრი-შავია. თუ ცანგალა არ არის მართალი, მაშინ შენი არგუმენტები უნდა გქონდეს. ისლანდი გამოჩნდება - არ ინერვიულო. რაც შეეხება საქართველოში 32 წლის შემდეგ ქურთები აღარ ცხოვრობენ საქართველოში არა მგონია. იეზიდები, ხომ ეთნიკური ჯგუფია ქურთების, ამიტომ სსრკ-ის პასპორტებში ნამდვილად ქურთები იქნებოდა ჩაწერილი და არა იეზიდები. როგორც იმერლები, გურულები, მეგრელები და ა. შ. - ესენი ქართველები არიან. დაბნევას ადგილი არ ჰქონდეს ადგილი. დაველოდოთ კენჭისყრას. --ცანგალა () 18:50, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ზუსტად ამაშია საქმეც რომ პასპორტებშიც კი ცანგალა იეზიდი იყო ცაწერილი. თუ შემხვდა სახლში დედაჩემის ან მამაჩმის პასპორტი დავასკანირებ და აქ განვათავსებ თქნე რომ ნახოთ. და მთავარი მე მაქვს დადასტურება, საბუთებიც კი და ფოტოებიც რომ 1932 წლის შემდეგ საქართველოში მარტო იეზიდები დარჩნენ, ქურთები კი აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქმენეთსა და ტაჯიკეთში გაგზავნეს, ზოგი ცომბირშიც კი. და თუ გგონიათ რომ მაღიზიანებთ ამით რომ სულ მიმტკიცებთ რომ იეზიდები ქურთების ეთნიკური ჯგუფია ძალიან ცდებიტ. Режжисура Титров იცით რა არის? ხოდა ზუსტად ესეა ეხლა . ტიტრებივით ამატებთ ხომე ყველა წინადადებას. მთავარი მე ჩემი აზრი მაქვს. მაშინ თუ წაიშლება ჩემი პორტალი ავაყრებინებ იმდენ პორტალს რომ ვნახოთ (ტიტრი: ეს არ არის შანტაჟი ან გაფრთხილება) --თეიმურაზი () 18:58, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

თემურ, საქმე იმაშია, რომ შენ პირადად შენს თავზე ღებულობ (აი ეს არის დიდი ტრაგედია). აქ შენ არაფერ შუაში ხარ. და შენ არავინ არ გაღიზიანებს. ჩვენ საუბარი გვაქვს, რომ ეროვნებების პორტალს არ ვქმნით. არც იეზიდებზე და არც ქართველებზე, არც ქურთებზე. ძალიან მწყდება გული, რომ ცუდად გესმის ან გესმის ისე როგორც გაწყობს. შანტაჟი ან გაფრთხილება — ვერ გავიგე რას გულისხმობ? ცანგალა () 21:43, 1 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ცანგალა, რატომ არ ვაკეთებთ პორტალებს ეროვნებეზე, აკი ყველა თემაზე შეიძლება წერა. მოკლედ რაააააააააააა.............. მაგრები ხართ რომ თავისივე სიტყვებს უარყოფთ. ბრავისიმო --თეიმურაზი ~ იეზიდი და არა ქურთი 09:20, 2 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

მოკლედ როდის მოვაწყოთ კენჭისყრა? --თეიმურაზი ~ იეზიდი და არა ქურთი 15:44, 2 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი


სალამი, მოდით დავიწყოთ კენჭისყრა იმაზე დარჩება პორტალი თუ წაიშლება --თეიმურაზი ~ იეზიდი და არა ქურთი 14:56, 3 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

(მომხრე)--თეიმურაზი ~ იეზიდი და არა ქურთი 14:56, 3 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი
(მომხრე) - მომხრე ვარ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ იეზიდებზე გაკეთდება ბევრი სტატია. მაგალითად, თუ კახეთზე, ან ნებისმიერ სხვა კუთხეზე იმდენი ინფორმაცია დაგროვდება, რომ პორტალი საქართველო ვერ დაიტევს, შეიძლება სხვა პორტალის შექმნა. და რადგან იეზიდებს საკუთარი კუთხე არ აქვთ, შეიძლება რომ ამ სტატიას ერქვას იეზიდები (რადგან კუთხე არ არსებობს, ხალხის სახელი უნდა ერქვას) . ქურთისტანზე კი ერთი საერთო პორტალი გაკეთდება. რაც შეეხება ზემოთ განხილვას, იქ არავითარი შოვინიზმი არაა და ამიტომ არც საწყენია რამე. :). —დათო 15:25, 3 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი
რათქმაუნდა, მაგრამ ცანგლას სიტყვებს შეხხედე: იეზიდებზე სტატიების შექმნა საკმარისად მიმაჩნია. როგორ მოგწონს? --თეიმურაზი ~ იეზიდი და არა ქურთი 15:34, 3 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

(მომხრე). პორტალი შეიქმნა, და წაშლას აზრი აღარ აქვს. სხვა არგუმენტები ზევით წერია. --გიორგიმელა 15:45, 3 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ბატონებო, თქვენ რომ წერდით არსადაა პორტალები ეროვნებებზე. აბა ეს ნახეთ - ეს არის პორტალი ეროვნებაზე --თეიმურაზი ~ იეზიდი და არა ქურთი 15:45, 3 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

(მომხრე)მინდა შევეხმიანო ბატონი ალოს კომენტარს. ქურთისტანი ქვეყანაა თუ რეგიონი არ აქვს მნიშვნელობაო, ხოდა პატივცემულო თუ ასე ფიქრობთ მაშინ რატო ედავებით თემურის რახან სახელმწიფო არ არი წაშალე პორტალიო. ქურთები იეზიდებისგან რელიგიით გამოვირჩევით, ხოდა თემოს ამის ხაზგასმა უნდა თუ არ ვცდები. არ შეიძლება აუკრძალოთ პორტალის შექმნა და წაშლით ემუქრებოდეთ კონკრეტული არგუმენტის გარეშე მე გადავხედე ყველა კომენტარს და სიმართლე გითხრათ კამათი ცოტა სასაცილო მომეჩვენა ვინაიდან ვერ დავინახე კონკრეტული არგუმენტი არცერთ მხრიდან. თუ შეგიძლიათ დაასაბუთეთ უფრო კონკრეტულად რატო არ მოგწონთ ეს პორტალი უბრალოდ არ მოწონება საქმე არ არის. ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება ისე როგორც მას მიაჩნია საჭიროდ. არ შეიძლება შეედავოთ თემოს იმაში რომ მას თავისი აზრი აქვს და მას თავისი შეხედულებისამებრ აფიქსირებს. დაასაბუთეთ რად გინდათ პორტალის წაშლა რამე მტკიცე არგუმენტით და მერე განვიხილოთ უნდა დარჩეს თუ არა --Klio 17:48, 3 დეკემბერი 2008 (UTC)susi baliპასუხი

კენჭისყრა არასწორ თემაზე გაიხსნა. წაშლაზე კამათი არ იყო. კამათია სახელის შერჩევაზე. მე თემურს ვთხოვე ისლანდს დალოდებოდა, მაგრამ ვერ მოითმინა და გაუგებრობა შექმნა. იძულებული ვიქნები ეს გვერდი დავბლოკო, სანამ სხვა ადმინისტრატორი არ მიხედავს და წესისა და რიგის მიხედვით არ დააწყობს. კეთილი ინებეთ და მოითმინეთ. კომენტარები უნდა გააკეთოთ ზედა ნაწილში. - ალ-ო     @ 18:16, 3 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი
სწორედ მაგაშია საქმე, რომ ისიც არ ვიცით რაზე ვკამათობთ. ერთი რომ მეორეს რაღაცას უხსნის, მეორე ვერ იგებს, ან არ იგებს ისე როგორც საჭიროა. —დათო 18:20, 3 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი
გვერდ „იეზიდები“-ზე დაბრუნება.