სომხეთი (სომხ. Հայաստան), ასევე სომხეთის რესპუბლიკა (სომხ. Հայաստանի Հանրապետություն) არის ქვეყანა ამიერკავკასიაში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება საქართველოს, დასავლეთიდან თურქეთს და აზერბაიჯანის ნახჭევანს, სამხრეთიდან ირანს, დასავლეთიდან კი აზერბაიჯანს. ყოფილი სომხეთის სსრ, 1991 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა.