სოკრატე
სოკრატე

სოკრატე (ბერძ. Σωκράτης) (დ. 4 ივნისი, ძვ. წ. 470 — გ. 7 მაისი, ძვ. წ. 399) — ძველი ბერძენი (ათენის) ფილოსოფოსი. სოკრატეს ფილოსოფიური სკოლის დამფუძნებელი. სოკრატეს დახასიათება ისტორიული გაურკვევლობის ნათელი ილუსტრაციაა. თუ სოკრატეს ოდესმე ერთი სიტყვა მაინც დაუწერია, ჩვენამდე მას არ მოუღწევია. მაშასადამე, სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ისეთ მეორად წყაროებს ეყრდნობა, როგორიცაა პლატონის, არისტოტელეს, არისტოფანესა და ქსენოფონტის ნაშრომები. არისტოფანე ცნობილი იყო, როგორც სატირიკოსი, და ამგვარად სოკრატეს მისეული დახასიათება გაზვიადებული, გადაჭარბებული ან სრულიად ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს. დასავლეთის ფილოსოფიურ აზროვნებაში სოკრატეს უმნიშვნელოვანესი შენატანი გამოკითხვის მისეული დიალოგიკური მეთოდია, ცნობილი, როგორც სოკრატესეული მეთოდი, რომელსაც იგი იყენებდა ისეთი მთავარი მორალური კონცეფციების შეფასებისას, როგორიცაა „კარგი“ და „სამართალი“, ცნებები, რომელიც ხშირად გამოიყენება რაიმე ნამდვილი განსაზღვრების გარეშე. მეთოდი პირველად აღწერილი იყო პლატონის მიერ „სოკრატესეულ დიალოგებში“. ამის გამო, სოკრატეს მიიჩნევენ პოლიტიკური ფილოსოფიისა და ეთიკის, ანუ მორალური ფილოსოფიის მამად. (...სრულად)