პორტალი:ისტორია/თვის მოვლენები
- ძვ. წ. 241 : ეგატის კუნძულებთან რომაელთა გამარჯვებით დასრულდა პირველი პუნიკური ომი.
- ძვ. წ. 44 : რომში შეთქმულების შედეგად მოკლეს გაიუს იულიუს კეისარი.
- 624 : მაჰმადის გადამწყვეტი გამარჯვება მექის მოწინააღმდეგეებთან ბადრის ბრძოლაში.
- 1226 : ჯვაროსნებმა იერუსალიმი დაიკავეს.
- 1226 : ჯალალედინმა აიღო თბილისი.
- 1603 : ინგლისის დედოფალი ელისაბედ I გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა ჯეიმზ I.
- 1618 : იოჰანეს კეპლერმა აღმოაჩინა პლანეტთა მოძრაობის მესამე კანონი. მოგვიანებით უარჰყოფს აღმოჩენას გამოთვლებში შეცდომის გაპარვის მიზეზით, თუმცა 15 მაისს ისევ ადასტურებს აღმოჩენას.
- 1781 : უილიამ ჰერშელმა პლანეტა ურანი აღმოაჩინა.
- 1861 : ალექსანდრე II-ის განკარგულებით რუსეთის იმპერიაში გაუქმდა ბატონყმობა.
- 1918 : გერმანია, ავსტრია და რუსეთი ხელს აწერენ ბრესტ-ლიტოვსკის ზავს, რომლის მიხედვით რუსეთი პირველი მსოფლიო ომიდან გამოდის და ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები ხდებიან.
- 1933 : გამოცხადდა მესამე რაიხის შექმნა.
- 1946 : ხო ში მინი არჩეულ იქნა ვიეტნამის პრეზიდენტად.
- 1950 : სსრკ აცხადებს, რომ ატომური ბომბი შექმნა.
- 1965 : რუსი კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი პირველი გავიდა ღია კოსმოსში.
- 1973 : ვიეტნამის ომი - უკანასკნელმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა სამხრეთი ვიეტნამი დატოვეს.
- 1982 : სიზიგი - მზის სისტემის 9 პლანეტა ერთ ხაზზე ეწყობა მზის გასწვრივ.
- 2004 : მადრიდის მეტროში განხორციელდა ტერორისტული აქტი.