პორტალი:გერმანია/ სტატია 52
პაულ ლუდვიგ ჰანს ანტონ ფონ ბენეკენდორფ უნდ ფონ ჰინდენბურგი (გერმ. Paul Ludwig Hans Anton von Beneckendorff und von Hindenburg) (დ. 2 ოქტომბერი 1847, პოზნანი, პოლონეთი – გ. 2 აგვისტო 1934, ნოიდეკი (დღ. ოგროდიენეცი) (სუჟი), პოლონეთი) - გერმანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, გერმანიის მეორე რაიხსპრეზიდენტი 1925-34 წლებში ვაიმარის რესპუბლიკის დროს.
- 1847 - 2 ოქტომბერი: პრუსიელ ოფიცერს და მემამულეს რობერტ ფონ ბენეკენდორფ უნდ ფონ ჰინდენგურგს და მის მეუღლეს ლუიზეს (დაბ. შვიკარტი, გერმ. Schwickart) შეეძინათ ვაჟი პაული.
- 1859 - 1866 - გიმანზიის დამთავრების შემდეგ ჰინდენბურგი სწავლობდა ჯერ ვალშტატის, შემდგომ კი ბერლინის კადეტთა სკოლაში.
- 1866 - მონაწილეობდა კიონიგგრეცის ბრძოლაში.
- 1870 - 1871 - მონაწილეობდა გერმანია-საფრანგეთის ომში და იბრძოდა სედანთან.
- 1870 - 1911 - მსახურობდა გერმანიის არმიაში სხვადასხვა თანამდებობებზე. პენსიაში გასვლის წინ იყო არმიის გენერალი მაგდებურგში.