პოლიდაქტილია ან პოლიდაქტილიზმი (ბერძ: polys − მრავალი, daktylos − თითი)[1] ასევე ცნობილი როგორც ჰიპერდატილია. ადამიანებსა და ცხოველებში თანდაყოლილი დაავადება, რომელიც ხელის ან ფეხის ზედმეტი თითით/თითებით გამოიხატება.[2] პოლიდაქტილია ოლიგოდაქტილიის საპირისპიროა, რომელიც ხელის ან ფეხის თითების ნაკლებობას აღნიშნავს.

ადამიანის მარცხენა ხელი პოსტღერძული პოლიდაქტილიით

ნიშნები და სიმპტომები რედაქტირება

ადამიანებსა და ცხოველებში პოლიდაქტილია შეიძლება გამოვლინდე როგორც ერთ, ისე ორივე ხელზე ან ფეხზე. ზედმეტი თითი ჩვეულებრივ რბილი ქსოვილის პატარა ნაწილია, რომლის მოშორებაც შესაძლებელია. ზოგჯერ ზედმეტი თითი ძვალსაც შეიცავს, სახსრების გარეშე. უფრო იშვიათად, ზედმეტი თითი შეიძლება სრულად ფუნქციონირებადი თითი იყოს. ზედმეტი უფრო ხშირად ნეკა თითზე ჩნდება, უფრო იშვიათად − ცერა თითზე და კიდევ უფრო იშვიათად − შუა სამ თითზე. დარსვევებს შესაბამისად ეწოდება: პოსტღერძული (ნეკა თითი), პრეღერძული (ცერა თითი) და ცენტრალური (საჩვენებელი, შუა და არა-თითები) პოლიდაქტილია.[3]

ახალშობილებში თანდაყოლილი დაავადების არსებობის მაჩვენებელი 2%-ია. ამ დარღვევების 10% ზედა კიდურებზე მოდის.[4][5] კიდურების თანდაყოლილი დაავადებების კლასიფიცირება 7 კატეგორიაში შეიძლება, რომელიც ფრანცმა და ო'რაილიმ შემოიღეს, შემდეგ კი სვენსონმა დაარედაქტირა. ეს კატეგორიებია: ნაწილების ფორმირების დარღვევები, დიფერენციაციის დარღვევა, გაორმაგება, ზედმეტი ზრდა, თანდაყოლილი კონსტრუქციული ჯგუფის სინდრომი, თავმოყრილი ჩონჩხის დარღვევები.[6][7] პოლიდაქტილია გაორმაგების კატეგორიას მიეკუთვნება.[8] კვლევებმა აჩვენა, რომ თანდაყოლილი ანომალიების უმრავლესობა ემბრიონული პერიოდის პირველ 4 კვირაში ხდება.[8] Polydactyly has been associated with 39 genetic mutations.[9] პოლიდაქტილიის 3 მთავარ კატეგორიად დაყოფაა შესაძლებელი.

ეპიდემიოლოგია რედაქტირება

პოლიდაქტილია ყოველ 500 ბავშვს შორის 1-ს აქვს. პოსტღერძული ხელის პოლიდაქტილია დამახასიათებელია აფრიკელი შავკანიანი ბავშვებისთვის. პოსტღერძული პოლიდაქტილია უფრო ხშირად გვხვდება ნეგროიდებში, ვიდრე კავკასიელებსა და მონღოლოიდებს შორის და უფრო ხშირად მამრობითი სქესის ბავშვებში.[10] თეთრკანიან ბავშვებში პოსტღერძული პოლიდაქტილია აუტოსომიური რეცესიული გადაცემითაა გაანპირობებული.

პოლიდაქტილია ცხოველებში რედაქტირება

პოლიდაქტილია სხვადასხვა სახეობის ცხოველთანაც გვხვდება. ნაკლოვანება პერიოდულად გვხვდება მეცხოველეობაში, როცა პოლიაქტილია ძროხებში, ცხვრებში, ღორებში და ზოგჯერ ცხენებში იჩენს თავს.[11] პოლიდაქტილია საკმაოდ ხშირი შემთხვევაა ქათმის სხვადასხვა ჯიშშიც. ქათმებს ჩვეულებრივ თითოეულ ფეხზე 4 თითი აქვთ. პოლიდაქტილიის დროს ქათმებს თითოეულ ფეხზე 5-5 ან მეტი თითი აქვთ. ზედმეტი თითი ჩვეულებრივ ცერა თითზე ვითარდება, რომელიც მიწას არც ეხება.[12][13]

პოლიდაქტილიის შემთხვევებს ვხვდბეით ძაღლებში, კატებსა და პატარა ძუძუმწოვრებში, როგორებიც არიან თაგვები.[14][15] ძაღლისებრთა სხვა სახეობების მსგავსად, ძაღლებს კიდურებზე 4-4- ბრჭყალი აქვთ. მეხუთე ბრჭყალი ზოგიერთი სახეობისთვისაა დამახასიათებელი, მათ შორის ნორვებგიული ლუნდერჰუნდისთვის და პირენეული მთის ძაღლისთვის.[16]

LMBR1 გენის მუტაციებს ძაღლებში, ადამიანებსა და თაგვებში პოლიდაქტილიის გამოწვევა შეუძლია.[16] 2014 წლის მოხსენების მიხედვით, თაგვებში პოლიდაქტილიის გამოწვევა VPS25 გენის მუტაციასაც შეუძლია.[17]

სქოლიო რედაქტირება

  1. Polydactyly Etymology. Online Etymology Dictionary. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 9, 2016. ციტირების თარიღი: February 13, 2016.
  2. Kaneshiro, Neil K.. Polydactyly - Overview. University of Maryland Medical Center (UMMC). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 5 January 2013.
  3. Eaton, Charles. Polydactyly (Extra Fingers). ციტირების თარიღი: 9 February 2010.
  4. Flatt AE (1977). The care of congenital hand anomalies. St. Louis: Mosby. 
  5. McCarroll HR (2000). „Hand anomalies“. J Hand Surg [Am]. 25 (6): 1007–37. doi:10.1053/jhsu.2000.6457. PMID 11119659.
  6. Frantz CH; O’Rahilly R (1961). „Congenital skeletal limb deficiencies“. J Bone Joint Surg Am. 43 (8): 1202–24. doi:10.2106/00004623-196143080-00012.
  7. Swanson AB (1976). „A classification for congenital limb malformations“. J Hand Surg Am. 1 (1): 8–22. doi:10.1016/s0363-5023(76)80021-4. PMID 1021591.
  8. 8.0 8.1 Watt AJ, Chung KC (2009). „Duplication“. Hand Clin. 25 (2): 215–227. doi:10.1016/j.hcl.2009.01.001. PMID 19380061.
  9. Biesecker LG (2002). „Polydactyly: how many disorders and how many genes“. Am J Med Genet. 12 (3): 279–83. doi:10.1002/ajmg.10779. PMID 12357471.
  10. Kaneshiro, Neil K.; David Zieve. (11 February 2009) Polydactyly. Penn Medicine. ციტირების თარიღი: 9 February 2010.
  11. Hanson, DMV, Russell. Congenital and Inherited Anomalies of the Musculoskeletal System in Multiple Species. Merck Sharp & Dohme Corp.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 8 April 2018
  12. Chicken Feet. University of Illinois Board of Trustees. ციტირების თარიღი: 4 April 2017
  13. Moiseyeva, I; Romanov, M.. Five-Toed Chickens. Izvestiya of ТАА (2010). ციტირების თარიღი: 13 April 2017
  14. Kazmeyer, Milton. Polydactyly in Guinea Pigs. Whalerock Digital Media, LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: 8 April 2018
  15. Fisher, R.A.. (11 March 1950) Polydactyly in Mice. Macmillan Publishers Limited. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: 8 April 2018
  16. 16.0 16.1 Park, K; Kang, J; Subedi, Kp; Ha, Jh; Park, C (Aug 2008). „Canine Polydactyl Mutations With Heterogeneous Origin in the Conserved Intronic Sequence of LMBR1“ (Free full text). Genetics. 179 (4): 2163–72. doi:10.1534/genetics.108.087114. ISSN 0016-6731. PMC 2516088. PMID 18689889.
  17. Handschuh, Karen; Feenstra, Jennifer; Koss, Matthew; et al. (23 October 2014). „ESCRT-II/Vps25 Constrains Digit Number by Endosome-Mediated Selective Modulation of FGF-SHH Signaling“. Cell Reports. 9 (2): 674–87. doi:10.1016/j.celrep.2014.09.019. PMC 4223648. PMID 25373905. Lay summaryNIH Press Release (21 November 2014).