პოზიტიური ფსიქოთერაპია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|პოზიტიური ფსიქოთერაპია}} |
პოზიტიური ფსიქოთერაპია (პფთ ნ.პეზეშკიანის მიხ. 1977 წლ.) ეს არის ფსიქოთერაპიული მეთოდი, რომელიც შემუშავებულია ფსიქიატრისა და ფსიქოთერაპევტის ნოსრატ პეზეშკიანის მიერ. ამ მიმართულებაზე მუშაობა მან 1968 წელს დაიწყო გერმანიაში თანაავტორებთან ერთად. პფთ ჰუმანისტური, ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიაა და ეფუძნება ადამიანის ბუნების პოზიტიურ კონცეფციას. ეს არის ინტეგრაციული მეთოდი, რომელიც მოიცავს ჰუმანისტურ, სისტემურ, ფსიქოდინამიურ და კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპიის ელემენტებს. დღევანდელი მდგომარეობით პფთ-ს ცენტრები და სწავლების შესაძლებლობა არსებობს დაახლოებით მსოფლიოს 20 ქვეყანაში. პოზიტიური ფსიქოთერაპია არ უნდა აგვერიოს პოზიტიურ ფსიქოლოგიაში.[1]
აღწერა
რედაქტირებაპოზიტიური ფსიქოთერაპია (პფთ) არის თერაპიული მიდგომა, რომელიც შემუშავებულ იქნა ნოსრატ პეზეშკიანის მიერ 1970-1980 - იან წლებში.[2][3][4] თავდაპირველად ის ცნობილი იყო როგორც „დიფერენციალური ანალიზი“, რომელსაც მოგვიანებით, 1977 წელს, ნ. პეზეშკიანის ნაშრომის გამოგვეყნების შემდეგ (ინგლისურად ითარგმნა 1987 წ.), ეწოდა პოზიტიური ფსიქოთერაპია. ტერმინი "positive" или "positivus" (ლათ.) ნიშნავს ნამდვილს, რეალურსა და ადამიანური გამოცდილების კონკრეტულ ასპექტებს.
პოზიტიური ფსიქოთერაპიისა და მისი პრაქტიკოსების მთავარი მიზანია დაეხმაროს პაციენტებსა და კლიენტებს საკუთარი შესაძლებლობების, ძლიერი მხარეების, რესურსების, შესაძლებლობების ამოცნობასა და განვითარებაში. ეს მიდგომა აერთიანებს ფსიქოთერაპიის სხვადასხვა სფეროს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა:
- ჰუმანისტური მიდგომა ადამიანის ბუნებისა და თერაპიული ალიანსისადმი.
- ფსიქიკური და ფსიქოსომატური დარღვევების ფსიქოდინამიკური გაგება.
- სისტემატური მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის, კულტურის, სამუშაოსა და გარემოს მახასიათებლებს, ასევე პრაქტიკულ თვითდახმარებასა და
- მიზანზე ორიენტირებული ხუთსაფეხურიანი თერაპიული პროცესი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა თერაპიული მოდალობის ტექნიკას[5].
პფთ ხასიათდება კონფლიქტებსა და რესურსებზე ორიენტირებული მიდგომით, რომელიც ეყრდნობა ოცზე მეტ სხვადასხვა კულტურაზე ტრანსკულტურალურ დაკვირვებებს[6]. მანუალიზირებულ კოგნიტურ-ქცევით თერაპიასა და პროცესუალურ-ორიენტირებულ ანალიტიკურ ფსიქოთერაპიას შორის პოზიციონირებისას, პფთ დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პოსტთერაპიული თვითდახმარებისა და განათლების მიმართ ნახევრად სტრუქტურირებულ მიდგომას იყენებს.
დამფუძნებლის შესახებ
რედაქტირებანოსრატ პეზეშკიანი, პოზიტიური ფსიქოთერაპიის დამფუძნებელი, იყო ირანული წარმოშობის გერმანელი ფსიქიატრი, ნევროლოგი, ფსიქოთერაპევტი და ფსიქოსომატური მედიცინის სპეციალისტი, რომელიც 1960-იანი წლების ბოლოსა და 1970-იანი წლების დასაწყისში შთაგონების წყაროს პოულობდა სხვადასხვა სახის წყაროებში, პიროვნებებსა და ნაშრომებში, კერძოდ:
- იმდროინდელი ეპოქის გაბატონებული სული, რომელმაც დასაბამი მისცა ჰუმანისტურ ფსიქოლოგიასა და მის შემდგომ წინსვლას.
- პირადი ურთიერთობა ისეთ ცნობილ და გავლენიან ფსიქოთერაპევტებთან და ფსიქიატრებთან, როგორიცაა ვიქტორ ფრანკლი, იაკობ ლ. მორენო, ჰაინრიხ მენგი და სხვანი.
- ბაჰაის რწმენის ჰუმანისტური, ინტეგრაციული პრინციპები და ღირებულებები.
- ინტეგრაციული მიდგომის ძიება, განსაკუთრებით, ფსიქოანალიტიკოსებსა და ქცევის თერაპევტებს შორის კონფლიქტების მოგვარების უარყოფით გამოცდილებასთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმ პერიოდის გერმანიაში.
- ვრცელი ტრანსკულტურული დაკვირვებები ოცზე მეტ კულტურაზე, რომელიც განპირობებული იყო კულტურულად მგრძნობიარე მეთოდოლოგიის შემუშავების ვალდებულებით.
ნოსრატ პეზეშკიანი მჭიდრო კავშირშია მიდგომის განვითარებასთან: მისი ცხოვრების ისტორიამ და პიროვნებამ დიდი გავლენა მოახდინა აღნიშნული თერაპიული მიმართულების შექმნაზე. პეზეშკიანი მისმა ბიოგრაფმა დაახასიათა როგორც „ორ სამყაროს შორის მოხეტიალე ადამიანი“([7]); ხოლო მის ბიოგრაფიას ქვესათაურად „აღმოსავლეთი და დასავლეთი“ ეწოდა.
პეზეშკიანის თქმით, პოზიტიური ფსიქოთერაპიის განვითარება მოტივირებული იყო მისი, როგორც ევროპაში 1954 წლიდან მცხოვრები ირანელის გამოცდილებით, რომლის მეშვეობითაც მან კარგად გააცნობიერებინა სხვადასხვა კულტურათა შორის ქცევის, წეს-ჩვეულებებისა და დამოკიდებულებათა სხვაობა.
ეს გაცნობიერება მას ბავშვობაში დაიწყო, როდესაც მან, როგორც ბაჰაის მიმდევარმა, შეამჩნია, თუ როგორ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან მუსლიმური, ქრისტიანული და ებრაული წეს-ჩვეულებები. თანაკლასელებსა და მასწავლებ-ლებთან ურთიერთობის გამოცდილებამ აიძულა იგი დაფიქრებულიყო სხვადასხვა რელიგიისა და ხალხის ურთიერთობებზე და გაეგო, რომ ამგვარი დამოკიდებულებები გამომდინარეობს როგორც მსოფლმხედველობიდან, ასევე ოჯახური კონცეფციებიდან.
სასწავლო-სამედიცინო სპეციალიზაციის გავლისას პეზეშკიანმა გააცნობიერა დაპირისპირება სხვადასხვა ფსიქიატრიულ, ნევროლოგიურ და ფსიქოთერაპიულ მეთოდებს შორის. ამგვარმა გამოცდილებამ მას უარი ათქმევინა ცრურწმენებზე[8] და დაეხმარა, რომ თავი კომფორტულად ეგრძნო დასავლეთში, სადაც ისეთი ცნებები, როგორიცაა ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, ყოველთვის ბუნებრივად ითვლებოდა.[9]
პოზიტიური ფსიქოთერაპია წარმოდგება ჰუმანისტური ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიიდან, რომლებსაც საფუძველი ჩაუყარეს ისეთმა პიონერებმა, როგორებიც არიან კურტ გოლდშტეინი, აბრაამ მასლოუ და კარლ როჯერსი. სწავლის პერიოდში ნოსრატ პეზეშკიანზე დიდი გავლენა მოახდინა პირადმა შეხვედრებმა ცნობილ ფსიქოთერაპევტებთან, მაგალითად, ჰაინრიხ მენგთან, ვიქტორ ფრანკლთან და იაკობ ლევი მორენოსთან. თუმცა, პეზეშკიანი ასევე შეესწრო კონფლიქტებს გერმანიის ფსიქოთერაპიულ საზოგადოების სხვადასხვა სკოლებსა და მიდგომებს შორის, სადაც ფსიქოანალიტიკოსები და ქცევის თერაპევტები ერთმანეთთან არამარტო თანამშრომლობაზე, არამედ უბრალო სადილზეც კი ამბობდნენ უარს[10]. გარდა ამისა, ფსიქოანალიზის ძლიერმა გავლენამ და მისმა შემდგომმა განვითარებამ, მათ შორის ნეოფროიდულმა, ფსიქოსომატურმა და ფოკუსზე ორიენტირებულმა ბალინტისეულმა მიდგომებმა ასევე ჩამოაყალიბა პეზეშკიანის შეხედულება. ზემოთქმული გახლეჩილობის საპასუხოდ, ის ცდილობდა იმგვარი მეტათეორიის შექმნას, რომელიც შეძლებდა სხვადასხვა მეთოდებს შორის არსებულ წინააღმდეგობათა გადალახვას. ამის პარალელურად, პეზეშკიანს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ხიბლავდა და შთააგონებდა ბაჰაის რწმენის გარკვეული პრინციპები, რომელიც მოიცავდა ჰარმონიას მეცნიერებასა და რელიგიას შორის, რომელიც ადამიანს განიხილავს როგორც „ფასდაუდებელი საფასურის მქონე ძვირფასი ქვებით მდიდარ საბადოს“, ხოლო საზოგადოებას როგორც კულტურული მრავალფეროვნებით აღსავსე გლობალურ ერთობას. ამ პრინციპებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მისი შემოქმედებისა და ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
პოზიტიური ფსიქოთერაპიის, როგორც მიმართულების, წინსვლა შეიძლება მივაწეროთ რამდენიმე ფაქტორს, რამაც დროთა განმავლობაში მის განვითარებას ხელი შეუწყო. ეს ფაქტორები მოიცავს ავტორის მუდმივი სამედიცინო განათლებით მიღებულ შეხედულებებს, ფსიქოთერაპიულ და ფსიქოსომატურ პრაქტიკაში პაციენტებთან მუშაობის შედეგად მიღებულ გამოცდილებას, სხვადასხვა კულტურის, რელიგიისა და ღირებულებითი სისტემების ადამიანებთან ურთიერთქმედებას, აგრეთვე ფსიქოთერაპიის მეთოდების მრავალფეროვნებას. დაგროვილი გამოცდილების შედეგად 1969 წელს შეიქმნა „დიფერენციალური ანალიზი“, რომელიც შემდგომ დაიხვეწა და 1977 წელს პოზიტიურ ფსიქოთერაპიად ჩამოყალიბდა. პეზეშკიანის ადრეული პერიოდის წიგნები, როგორიცაა „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოთერაპია“ (1974) და „საზრისის ძიებაში“ (1983), ასახავს ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის ეგზისტენციალური სკოლების გავლენას პოზიტიური ფსიქოთერაპიის განვითარებაზე.[11] გარდა ამისა, სახელწოდება „პოზიტიური საოჯახო თერაპია“ (1980) ხაზს უსვამს მის განვითარებას 1970-იან წლების „სისტემური ოჯახური თერაპიის“ პარალელურად. მთლიანობაში, პეზეშკიანი ზემოხსენებული მიდგომის შესახებ დაწერილი 29 წიგნისა და მრავალი სტატიის ავტორია, რამაც ხელი შეუწყო ლიტერატურაში მის ფართო გამოყენებას.
განვითარება და ისტორია
რედაქტირება1970-1980 წწ
რედაქტირებაცნობილია, რომ 1970-იანი წლები მნიშვნელოვანი პერიოდი იყო პოზიტიური ფსიქოთერაპიის განვითარებისა და აღიარების თვალსაზრისით. გარდამტეხ მომენტად იქცა ფსიქოთერაპიის სფეროში პფთ-ის ფართო აღიარება. ამ დროის განმავლობაში, ჩამოყალიბება დაიწყო პფთ-ის ფუნდამენტურმა პრინციპებმა, რომლებიც დანერგილ იქნა მრავალი პაციენტისა და მათი ოჯახების მკურნალობაში. ეს პრინციპები ასევე გამოცდილი და წარმოდგენილ იქნა საერთაშორისო ლექციებზე, როგორც გერმანიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამ ღირსშესანიშნავ ეპოქაში პფთ-ის ხუთი ფუნდამენტური წიგნიდან გამოიცა ოთხი. ეს არის „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოთერაპია“ (თავდაპირველად გამოქვეყნდა სახელწოდებით Schatten auf der Sonnenuhr 1974 წელს), „პოზიტიური ფსიქოთერაპია“ (თავდაპირველად გამოიცა გერმანულად 1977 წელს), „აღმოსავლური ისტორიები პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში“(თავდაპირველად გამოიცა გერმანულად 1979 წელს) და „პოზიტიური საოჯახო ფსიქოთერაპია“ (თავდაპირველად გამოიცა გერმანულად 1980 წელს). გარდა ამისა, 1970-იან წლებში პფთ-ში დაიწყო პირველი დიპლომისშემდგომი სწავლება, ხოლო 1974 წელს შეიქმნა სასწავლო ორგანიზაცია, რომელიც მოგვიანებით გახდა ვისბადენის ფსიქოთერაპიის აკადემიის (WIAP) წინამორბედი. აღნიშნული სასწავლო ორგანიზაცია ჰესენის სამედიცინო პალატამ 1979 წელს ფსიქოთერაპიაში რეზიდენტურის სწავლების ჩასატარებლად აღიარა. გარდა ამისა, 1977 წელს დაარსდა გერმანული პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაცია (DGPP,) რომელიც მსოფლიოში პოზიტიური ფსიქოთერაპიის პირველი ეროვნული ასოციაცია გახდა.
1980-იან წლებში პფთ განაგრძობდა განვითარებას, რამაც გამოიწვია დამატებითი წიგნების გამოშვება, როგორიცაა „საზრისის ძიებაში“ (თავდაპირველად გამოიცა გერმანულად 1983 წელს და შემდგომში, 1985 წელს ითარგმნა ინგლისურად). ახალგაზრდა კოლეგებთან ერთობლივმა მუშაობამ ხელი შეუწყო პფთ-ს მეთოდის შემდგომ სისტემატიზაციას. ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 1988 წელს ჰამიდ პეზეშკიანის დისერტაციის[12], როგორც პფთ-სადმი ექსკლუზიურად მიძღვნილი პირველი დისერტაციის დასრულება. ამ დისერტაციის შედეგად, პფთ-ს პირველადი ინტერვიუს სტრუქტურირებისთვის გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი. პირველადი ინტერვიუსთვის სპეციალურად შემუშავებულ იქნა კითხვარი, რომელიც შემდგომ ფსიქოდინამკიურ კვლევას დაექვემდებარა. პირველადი ინტერვიუს კითხვარი მცირე ცვლილებებით გამოქვეყნდა 1988 წელს WIPPF-სთან[13] (პოზიტიური ფსიქოთერაპიის კითხვარი) ერთად. ეს იყო წინამორბედი მოგვიანებით შექმნილი ნახევრად სტრუქტურირებული ფსიქოდინამიკური ინტერვიუსი, რომელიც ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიის სფეროს ერთ-ერთი პირველი მაგალითად იქცა.
1980-იან წლებში ნოსრატ პეზეშკიანი ბევრს მოგზაურობდა პფთ-ს სემინარების ჩასატარებლად აზიისა და ლათინური ამერიკის განვითარებად ქვეყნებში. სწორედ ამ პერიოდში პფთ-ს მნიშვნელოვანი ნაშრომები ითარგმნა ინგლისურ ენაზე. დოქტორი პეზეშკიანი ასევე ატარებდა სემინარებს მენეჯმენტისა და ქოუჩინგის მიმართულებით, რაც ამ სფეროებში პფთ- გამოყენების ინტერესს იწვევდა.
1990–2010 წწ
რედაქტირებააღნიშნულ პერიოდში პეზეშკიანმა გამოაქვეყნა თავისი ბოლო ფუნდამენტური ნაშრომი „ფსიქოსომატიკა და პოზიტიური ფსიქოთერაპია“ (1991 წელი, გერმანული ვერსია), რომელიც 2013 წელს ინგლისურად ითარგმნა. ამ წიგნში სხვადასხვა ფსიქოლოგიური და ფიზიკური აშლილობის სამკურნალოდ წარმოდგენილი იყო სტრუქტურირებული ფსიქოდინამიკური მიდგომა.
1990-იან წლებში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად დააჩქარა პფთ-ს საერთაშორისო აღიარება, რომელიც 1980-იან წლებში დაიწყო. პფთ-ს მეთოდმა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია ამ კულტურებში, რომელთაც აღმოსავლურ და დასავლურ კულტურათა შორის უნიკალური ფსიქოლოგიური პოზიცია ეკავათ. აღმოსავლეთ ევროპელმა კოლეგებმა, რომლებიც გამორჩეულნი იყვნენ სამუშაოსადმი ორგანიზებული მიდგომითა და ცოდნის წყურვილით, გადამწყვეტი როლი ითამაშეს გერმანიის ფარგლებს გარეთ პფთ-ს სემინარების სისტემატიზირებაში. 1990 წლისთვის მთელ მსოფლიოში შეიქმნა 30-ზე მეტი ცენტრი. პოზიტიური ფსიქოთერაპიის პირველი ეროვნული ასოციაციები შეიქმნა ბულგარეთში (1993), რუმინეთში (2004) და რუსეთში.[14] პფთ-ის ინტერნაციონალიზაცია 1996 წელს გაგრძელდა გერმანიაში, პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრის, როგორც იურიდიულად რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის სახით, რომელიც შემდგომში გარდაიქმნა პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციად (WAPP). აღნიშნული მოვლენები დაემთხვა ვენაში, 1990 წელს ევროპის ფსიქოთერაპიის ასოციაციის (EAP) შექმნას, რომელმაც ფსიქოთერაპიის პროფესიული და სამართლებრივი სტანდარტები დაადგინა. პოზიტიური ფსიქოთერაპიის წარმომადგენლები დაარსების დღიდან აქტიურად არიან ჩართულნი EAP-ის მუშაობაში.
1994 წელს გამოქვეყნდა კლაუს გრავეს[15] ნაშრომი, რომელმაც გერმანულენოვან ქვეყნებში ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მეთოდების ეფექტურობასთან დაკავშირებით გამოიწვია დისკუსია, რომელსაც ფსიქოთერაპიის შესახებ კანონების ირგვლივ დისკუსიები მოჰყვა. ამის საპასუხოდ პეზეშკიანმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს ფართომასშტაბიანი კვლევა სახელწოდებით „პოზიტიური ფსიქოთერაპიის ეფექტურობა“[16], რომელსაც 1997 წელს რიჩარდ მერტენის პრემია მიენიჭა. ამ კვლევით გამოჩნდა პფთ-ს პრაქტიკული ეფექტურობის ემპირიული მტკიცებულება, რომელიც ფსიქოთერაპიაში მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრაქტიკისადმი მზარდ ინტერესს შეესაბამებოდა.
1999 წელს პფთ–ის მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამოქვეყნდა საერთაშორისო სასწავლო პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ეყრდნობა. 2000 წელს დაიწყო ყოველწლიური საერთაშორისო სასწავლო კურსი, რომელიც განკუთვნილი იყო პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში ტრენერების მოსამზადებლად.[17] პფთ-ის გაფართოება ოფიციალურად გაფორმდა გერმანიაში: ვისბადენის ფსიქოთერაპიის აკადემიამ (WIAP)[18] ფსიქოდინამიკურ ფსიქოთერაპიაში ფსიქოლოგების დიპლომისშემდგომი რეზიდენტურის სწავლებისათვის მიიღო სახელმწიფო აღიარება, რომელიც ასევე გავრცელდა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიაში მასწავლებლებსა და სოციალურ მუშაკებს დიპლომისშემდგომი რეზიდენტურის სწავლებაზეც. აქვე აღსანიშნავია, რომ გერმანიაში არსებობს კანონი „ფსიქოთერაპევტების შესახებ“[19].
1998 წ. პფთ-ში ბიძგი მიეცა სასწავლო პროგრამების შემდგომი განვითარებას, როგორც საბაზისო, ისე სიღრმისეული სწავლების სისტემატიზაციის კუთხით, რითაც მისი გავლენა გერმანიის ფარგლებს გასცდა. მოგვიანებით კი, აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებულმა საბაზისო დონის სემინარებმა ახალი კონცეფციების გაჩენაც განაპირობა.
პფთ გამოვიდა მისი პირველადი სამედიცინო კონტექსტიდან, რამაც ასახვა ჰპოვა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებაში, მენეჯმენტის სწავლებასა და ქოუჩინგში.[20][21]. პფთ-ის პირველი მსოფლიო კონგრესი 1997 წელს ჩატარდა. ამ დროიდან მოყოლებული, პფთ-ს მსოფლიო კონგრესი ყოველ 3-4 წელიწადში ერთხელ იმართება. 2005 წელს, სანტა-კრუსის (ბოლივია) UTEPSA-ს უნივერსიტეტში დასრულდა პირველი სამაგისტრო პროგრამა (მასტერ-კურსი), რომელსაც პფთ-ში მაგისტრის (მასტერის) ხარისხის მინიჭების უფლებამოსილება მიეცა. 2005 წელს მანიჟე და ნოსრატ პეზეშკიანებმა დააარსეს პროფესორ პეზეშკიანის ფონდი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია (IAPP). აღნიშნული ფონდი ხელს უწყობს საერთაშორისო ინიციატივების განხორციელებასა და ზედამხედველობას უწევს პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო არქივის შექმნასა და მის შემდგომ შენარჩუნებას.
2010 წლიდან
რედაქტირება2010 წელს, პფთ-ის დამფუძნებლის ნოსრატ პეზეშკიანის გარდაცვალების შემდეგ, პფთ-ს საზოგადოება ახალ ფაზაში შევიდა.
პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაცია (WAPP) პოზიტიური ფსიქოთერაპიის გლობალური ქოლგა ორგანიზაცია გახდა. WAPP-ი, როგორც პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრი, დაარსდა 1996 წელს. ის აერთიანებს ცალკეულ წევრებს, ეროვნულ ასოციაციებს, სასწავლო ინსტიტუტებს, ცენტრებსა და ოფისებს ეროვნულ თუ რეგიონულ დონეზე. ორგანიზაციის უპირველესი მიზანია დაეხმაროს მის წევრებსა და იმ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პოზიტიური ფსიქოთერაპიის შესწავლით, პრაქტიკითა და პფთ-ს ხელშეწყობით. WAPP-ი როგორც არაკომერციული ორგანიზაცია რეგისტრირებულია ვისბადენში (გერმანია), რომელსაც 2023 წლისათვის მსოფლიოს 50 ქვეყანაში ჰყავს 2200-ზე მეტი ინდივიდუალური წევრი.[22]
პოზიტიური ფსიქოთერაპია არის ევროპის ფსიქოთერაპიის ასოციაციის (EAP) ოფიციალურად აღიარებული მოდალობა. პოზიტიური ფსიქოთერაპიის ცენტრების ევროპული ფედერაცია (EFCPP), რომელიც მთელ ევროპაში მოქმედებს, არის ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს საერთო ევროპული ორგანიზაციას (EWO), საერთო ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციას (EWAO), ევროპის აკრედიტებული ფსიქოთერაპიის სასწავლო ინსტიტუტსა (EAPTI) და EAP-თან აფელირებულ IAPP-ს აკადემიას. დამწყებ ფსიქოთერაპევტებს პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის (ECP) მიღება შეუძლიათ EFCPP-ში სწავლების გავლის შემდეგ.[23]
პოზიტიური ფსიქოთერაპია რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია აშშ-ში (რეგისტრაციის No. 6,082,225).[24] პოზიტიური ფსიქოთერაპია ევროკავშირსა და შვეიცარიაში ოფიციალურად დარეგისტრირდა 2016 წ.
2023 წლის მდგომარეობით პფთ-ის ეროვნული ასოციაციები შექმნილია ბულგარეთში, გერმანიაში, საქართველოში, უკრაინაში, რუმინეთში, კოსოვოსა და ეთიოპიაში.[25] გარდა ამისა, პფთ ადგილობრივი თუ რეგიონული სასწავლო ცენტრების მეშვეობით აქტიურად ვითარდება ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საქართველოში, უკრაინაში, პოლონეთში, ჩინეთში, კვიპროსში, სომხეთში, ბელორუსიაში, ბულგარეთში, კოსოვოში, ლატვიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, რუმინეთში, რუსეთსა და თურქეთში. პფთ-ში სემინარები და ლექციები ჩატარდა მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ პფთ ამჟამად შედის ბულგარეთის, უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის უნივერსიტეტების ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის პროგრამებში.
თეორია
რედაქტირებაძირითადი მახასიათებლები
რედაქტირებაპფთ-ის საფუძვლები ემყარება სამეცნიერო თეორიებს, რომელთა მოძიება შესაძლებელია სხვადასახვა სახის თერაპიაში. მიუხედავად ამისა, პეზეშკიანის მეთოდი, აერთიანებს რა ფსიქოდინამიკურ და ჰუმანისტური თეორიებისა და ფსიქოთერაპიის პრაქტიკის ელემენტებს, ქმნის ტრანსკულტურალურ ფსიქოთერაპიულ მიდგომას. პფთ კლიენტის ინდივიდუალურ საჭიროებათა გათვალისწინებით ახორციელებს ინტეგრაციულ მიდგომასაც, რომელიც ითვალისწინებს სალუტოგენეტიკურ პრინციპებს, საოჯახო თერაპიასა და თვითდახმარების ინსტრუმენტებს.[26]
პფთ-ის მეთოდის ძირითადი მახასიათებლები:
- ინტეგრაციული ფსიქოთერაპიის მეთოდი.
- ჰუმანისტური ფსიქოდინამიკური მეთოდი.
- ჰოლისტიკური, ინტეგრირებული თერაპიული სისტემა.
- კონფლიქტზე ორიენტირებული მოკლევადიანი მეთოდი.
- კულტურულ-მგრძნობელობითი მეთოდი.
- მოთხრობების, ანეკდოტებისა და სიბრძნის გამოყენება.
- ინოვაციური ინტერვენციები და ტექნიკა.
- გამოყენება ფსიქოთერაპიაში, ჯანმრთელობის სხვა დისციპლინებში, კონსულტირებაში, განათლებაში, პრევენციაში, მენეჯმენტსა და ტრენინგში.
ძირითადი პრინციპები
რედაქტირებაპოზიტიური ფსიქოთერაპიის სამი ძირითადი პრინციპია[27]:
- იმედის პრინციპი.
- ბალანსის პრინციპი.
- კონსულტაციის პრინციპი.
იმედის პრინციპის მიხედვით თერაპევტები ცდილობენ პაციენტების დახმარებას იმ აზრისა თუ მიზნის გაცნობიერებაში, რომელიც პაციენტის აშლილობისა თუ კონფლიქტის მიღმა დგას. ამგვარად, ხდება აშლილობის ახლებურად, „პოზიტიურად“ გააზრება, რაც იწვევს პოზიტიურ ინტერპრეტაციებს. მაგალითად:
- ძილის დარღვევა განიხილება, როგორც სიფხიზლის შენარჩუნებისა და ცოტაოდენი ძილის უნარი.
- დეპრესია განიხილება, როგორც ღრმად განცდისა და ემოციების გამოხატვის უნარი კონფლიქტის საპასუხოდ.
- შიზოფრენია განიხილება, როგორც ორ სამყაროში ერთდროულად არსებობისა ან კაშკაშა ფანტაზიების სამყაროში არსებობის უნარი.
ამგვარი ოპტიმისტური პერსპექტივის მიღებით, მოსაზრების შეცვლა შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ მის გარშემო მყოფთათვისაც. ამრიგად, დაავადება ემსახურება სიმბოლურ ფუნქციას, რომელიც უნდა იყოს აღიარებული როგორც თერაპევტის, ასევე პაციენტის მიერ. პაციენტი იგებს, რომ დაავადების სიმპტომები და ჩივილები მოქმედებს როგორც სიგნალები, რათა მისი ცხოვრების ოთხ განზომილებაში აღდგეს წონასწორობა.
ბალანსის პრინციპის თანახმად, სოციალურ და კულტურულ განსხვავებათა მიუხედავად, საკუთარ პრობლემათა გადაჭრისას ადამიანები, როგორც წესი, სირთულეების გადალახვის ზოგად მექანიზმს იყენებენ. ნოსრატ პეზეშკიანმა პოზიტიური ფსიქოთერაპიის ბალანსის მოდელთან ერთად შეიმუშავა სხვადასხვა კულტურებში კონფლიქტების მოგვარების დინამიური და თანამედროვე მიდგომა. ეს მოდელი ხაზს უსვამს ცხოვრების ოთხ ფუნდამენტურ ასპექტს:
- სხეული/ჯანმრთელობა - ფსიქოსომატური პრობლემები.
- მიღწევები/სამუშაო - ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ სტრესის წარმოქმნას.
- კონტაქტები/ურთიერთობები - დეპრესიის პოტენციური ტრიგერები (გამომწვევები).
- მომავალი/ფანტაზიები/ცხოვრების საზრისი – შიშები და ფობიები.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ოთხი სფერო ყველა ადამიანისთვის საერთოა, დასავლურ საზოგადოებებში წინა პლანზე გადმოტანილია ფიზიკური კეთილდღეობა და პროფესიული წარმატება, ხოლო აღმოსავლეთ ნახევარსფეროში მეტი აქცენტი კეთდება ურთიერთკავშირებზე, წარმოსახვასა და მომავლისაკენ სწრაფვაზე (პფთ-ს ტრანსკულტურალური ასპექტი). აქვე ცნობილია ისიც, რომ კონტაქტების ნაკლებობა და წარმოსახვის უქონლობა ხელს უწყობს სხვადასხვა ფსიქოსომატური დაავადების გაჩენას. ეს შეიძლება ჩაითვალოს კლასიკური ფროიდისეული მოდელის იდ-ის, ეგო-სა და სუპერ-ეგო-ს დიფერენციაციად.
კონსულტირების პრინციპი გამომდინარეობს თერაპიისა და პოზიტიურ ფსიქოთერაპიასთან მჭიდროდ გადაჯაჭვული თვითდახმარების ხუთი ეტაპის კონცეფციიდან. ამ ეტაპებზე პაციენტიც და მისი ოჯახიც ინფორმაციას იღებენ დაავადებისა და ამ პრობლემის მოგვარების ინდივიდუალურ გადაწყვეტილების შესახებ. ეს ხუთი ეტაპია:
1. დაკვირვება და დისტანცირება: ეს ეტაპი გულისხმობს სურვილებისა და პრობლემების აღქმასა და გამოხატვას ემოციური განცალკევების გარკვეული დონის შენარჩუნებით.
2. ინვენტარიზაცია: კოგნიტური შესაძლებლობების ამოქმედება, როდესაც პაციენტი განიხილავს საკუთარი ცხოვრების ბოლო 5-10 წლის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს.
3. სიტუაციური წახალისება: ამ ეტაპზე ძირითადი ყურადღება ეთმობა თვითდახმარებასა და შიდა რესურსების გააქტიურებას. პაციენტს სთავაზობენ კონფლიქტების მოგვარებისას წარსული წარმატებები გამოიყენოს.
4. ვერბალიზაცია: ძლიერდება პაციენტის საკომუნიკაციო შესაძლებლობა, რაც მას საშუალებას აძლევს ცხოვრების ოთხ განზომილებასთან დაკავშირებული გადაუჭრელი კონფლიქტები და პრობლემები ჩამოაყალიბოს.
5. მიზნების გაფართოება: ეს ეტაპი მიზნად ისახავს პრობლემების გადაჭრის შემდგომ პერსპექტიული ცხოვრებისეული ორიენტაციის ჩამოყალიბებას. პაციენტს უსვამენ კითხვებს: „რას გააკეთებდი, ყველა პრობლემა რომ მოგვარებული იყოს? რა მიზნები გაქვს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში?
ეს ხუთი ეტაპი წარმოადგენს თერაპიისა და თვითდახმარების კომპლექსურ მიდგომას, რაც უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობის სხვადასხვა ასპექტის განხილვის შესაძლებლობას და ხელს უწყობს მის პიროვნულ ზრდასა და სამომავლო მისწრაფებებს.
პოზიტიური ფსიქოთერაპია, როგორც მეტათეორია
რედაქტირებაპეზეშკიანს თავდაპირველად ორი მიზანი ჰქონდა: პირველი, შეექმნა მეთოდი, რომლის გაგებასა და გამოყენებას პაციენტები იოლად შეძლებდნენ და მეორე, პაციენტებისთვის პოზიტიური ფსიქოთერაპია შეეთავაზებინა როგორც შუამავალი ფსიქოთერაპიის სხვადასხვა სკოლათა შორის. თავის წიგნში „პოზიტიური ფსიქოთერაპია“ (გამოქვეყნდა 1977 წ. გერმანულად და 1987 წ. ინგლისურად)[28] მან აღნიშნულ პრობლემას მთელი თავი მიუძღვნა სათაურით „პოზიტიური ფსიქოთერაპია და სხვა ფსიქოთერაპიები“ (გვ. 365-400). ეს თავი პეზეშკიანმა წიგნის ყველაზე რთულ და შრომატევად ნაწილად მიიჩნია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოზიტიური ფსიქოთერაპია არ უნდა იყოს აღქმული, როგორც სხვა ფსიქოთერაპიული მეთოდი. აღნიშნულის სანაცვლოდ, პფთ უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ საფუძველს, რომელიც საშუალებას იძლევა კონკრეტული შემთხვევებისთვის შერჩეულ იქნას შესაბამისი მეთოდოლოგიური მიდგომები და აიოლებს ამ მეთოდების მონაცვლეობას. არსებითად, პოზიტიური ფსიქოთერაპია არის ფსიქოთერაპიის მეტათეორია. იგი ფსიქოთერაპიას განიხილავს არა მხოლოდ როგორც კონკრეტული სიმპტომების მოსაგვარებელ ფიქსირებულ მეთოდს, არამედ როგორც პასუხს უფრო ფართო საზოგადოებრივ, ტრანსკულტურულ და სოციალურ კონტექსტზე, რომელშიც პფთ მუშაობს.
პეზეშკიანი ასევე ამტკიცებდა, რომ პოზიტიური ფსიქოთერაპია არ უნდა განიხილებოდეს როგორც დახურული და ექსკლუზიური სისტემა; ამის სანაცვლოდ ის მნიშვნელობას ანიჭებდა სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მეთოდებს. იგი მოიცავს ისეთ სხვადასხვა მიდგომებს, როგორიცაა ფსიქოანალიტიკური, ფსიქოდინამიკური, ქცევითი თერაპია, ჯგუფური თერაპია, ჰიპნოთერაპია, მედიკამენტოზური მკურნალობა და ფიზიოთერაპია. პოზიტიური ფსიქოთერაპია შეიძლება ჩაითვალოს ინტეგრაციულ მეთოდად, რომელიც თერაპიის რამდენიმე განზომილებას მოიცავს.
თითქმის ორი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კლაუს გრავემ და მისმა კოლეგებმა შვეიცარიაში გამოაქვეყნეს სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიდგომების ეფექტურობის მეტა-ანალიზი და შემოგვთავაზეს ზოგადი მეთოდი, რომელიც სცილდებოდა ფსიქოთერაპიის ტრადიციულ სკოლებს.<[29] აშშ-ში ჯერომ ფრანკმა (ფსიქიატრი).) გამოაქვეყნა კომპლექსური ფსიქოთერაპიის სქემა [30], მაგრამ ამ გეგმას ასევე მოჰყვა წინააღმდეგობა და იგი არ მიუღიათ. ეკლექტიკური და ინტეგრაციული ფსიქოთერაპიის მხარდამჭერი მოძრაობები, რომლებმაც იმავე პერიოდში უფრო მეტი აღიარება მოიპოვეს, მიუხედავად ამისა გვერდს უვლიან თეორიული ინტეგრაციის მთავარ მიზანსა და დიდწილად სხვადასხვა სკოლათა ტექნიკების გამოყენების პერიფერიული ფუნქციით კმაყოფილდებიან.[31][32] დღეს, ფაქტობრივად უკვე მიღწულია კონსენსუსი ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომ თერაპიული ალიანსი, თანაგრძნობა, მოლოდინები, კულტურული ადაპტაცია და თერაპევტის პიროვნება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული მეთოდები და ტექნიკა.
პოზიტიური მიდგომა
რედაქტირებაპოზიტიური ფსიქოთერაპია აქცენტს აკეთებს არსებული შესაძლებლობებისა და თვითდახმარების პოტენციალის მობილიზებაზე და არა არსებული დარღვევების აღმოფხვრა-ზე. თერაპია იწყება მასში მონაწილე ინდივიდების განვითარების შესაძლებლობებითა და უნარებით (Peseschkian N.,[33] გვ. 1–7), აბრაამ მასლოუს მიდგომის შესაბამისად[34], რომელმაც ადამიანის დადებით თვისებებზე ფოკუსირების მნიშვნელობის ხაზგასასმელად შემოიტანა ტერმინი „პოზიტიური ფსიქოლოგია“[35]. სიმპტომები და აშლილობები განიხილება როგორც რეაგირება კონფლიქტზე, ხოლო თერაპია იწოდება "პოზიტიურად", ვინაიდან ის აღიარებს მასში ჩართული ადამიანების მთლიანობას, მათ შორის როგორც ავადმყოფობის პათოგენეზს, ასევე სიხარულის სალუტოგენეზს, პოტენციალს, რესურსებსა და შესაძლებლობებს. (Jork K, Peseschkian N.,[36] გვ.;13).
ტერმინი „პოზიტიური“ პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში ეფუძნება „პოზიტიური მეცნიერებების“ კონცეფციას (მაქს ვებერის მიხედვით, 1988), რაც ნიშნავს მოცემული მოვლენის განსჯის გარეშე აღწერას. ნოსრატ პეზეშკიანი ტერმინს positum-ს უფრო ფართო გაგებით იყენებს, რაც ნიშნავს იმას, რაც ხელმისაწვდომი, მოცემული ან რეალურია. დაავადების ამგვარი დადებითი ასპექტი დაავადების გაგებისა და კლინიკური მკურნალობისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უარყოფითი ასპექტი. თერაპია მიზნად ისახავს არსებული შესაძლებლობებისა და თვითდახმარების პოტენციალის მობილიზებას, რომელიც ფოკუსირებულია არა მხოლოდ „სიმპტომების ტომარასთან“ ურთიერთობაზე, არამედ ინდივიდების განვითარების პოტენციალსა და შესაძლებლობებზე. პეზეშკიანს მიაჩნია, რომ სიმპტომები და დარღვევები რეაქციაა კონფლიქტებზე, ხოლო თერაპია იწოდება „პოზიტიურად“ იმდენად რამდენადაც ის ჩართულია ადამიანების მთლიანობის იდეაში, როგორც მოცემულობაში[37].
პოზიტიური ფსიქოთერაპიის კონცეფცია ეფუძნება ადამიანის ბუნების ჰუმანისტურ შეხედულებას[38], რომელიც ხაზს უსვამს ადამიანის თანდაყოლილ სიკეთესა და პოტენციალს.[39] პფთ-ის თანახმად, ადამიანებს აქვთ ორი ძირითადი უნარი: სიყვარულისა და ცოდნის. ამ უნარებისა და საკუთარი უნიკალური ინდივიდუალობის გამომუშავება შესაძლებელია განათლებისა და პიროვნული განვითარების გზით. აღნიშნულ კონტექსტში თერაპია განიხილება როგორც პაციენტისა და მისი ოჯახის შემდგომი ზრდისა და განათლების ხელშეწყობის საშუალება.
პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში აშლილობები განიხილება პოზიტიური კუთხით. მაგალითად, დეპრესია განიხილება, როგორც „კონფლიქტებზე ღრმა ემოციურობით რეაგირების უნარი“, მარტოობის შიში, როგორც „სხვა ადამიანებთან ყოფნის სურვილი“, ალკოჰოლიზმი, როგორც „უნარი, მოამარაგო საკუთარი თავი, ისეთი სითბოთი (და სიყვარულით) რომელიც სხვებისგან ვერ მიიღე“, ფსიქოზი, როგორც „ერთდროულად ორ სამყაროში ცხოვრების უნარი“, გულის პრობლემები - როგორც „გულთან ძალიან ახლოს მიტანის უნარი“.[40]
პფთ-ში ამოქმედებული პოზიტიური პროცესი იწვევს პერსპექტივის ცვლილებას ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის პაციენტისთვის, ოჯახისა და თერაპევტისათვის. ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება გამახვილდეს მხოლოდ სიმპტომზე, ყურადღება მახვილდება სიღრმისეულ კონფლიქტზე. გარდა ამისა, აღნიშნული მიდგომა საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ „ნამდვილი პაციენტი“[41]. აღსანიშნავია, რომ პაციენტის როლში ხშირად აღმოჩნდება ხოლმე არა დახმარების მოსურნე პაციენტი, არამედ მისი სოციალური გარემოს წარმომადგენელი. ავადმყოფობის პოზიტიური კუთხით ინტერპრეტაციის მეშვეობით პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გააცნობიერონ დაავადების პოტენციური ფუნქცია და მისი ფსიქოდინამიკური მნიშვნელობა, აღიარონ არა მხოლოდ პათოლოგია, არამედ საკუთარი შესაძლებლობები, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე გარშემომყოფთათვის.
საბაზისო და აქტუალური უნარები
რედაქტირებაცხოვრების ყოველდღიური კონფლიქტები, ისევე როგორც შინაგანი კონფლიქტები, რომელსაც ფსიქოლოგიური აშლილობისა და დაავადებების გამოწვევა შეუძლია, ხშირად დაკავშირებულია რეალურ ღირებულებითა განსჯასთან. ამის უკან დგას ისეთი ცნებები, როგორიცაა სიყვარული ან სამართლიანობა, ან ისეთი ღირებულებები, როგორიცაა აკურატულობა, ნდობა ან მოთმინება - მახასიათებლები, რომლებსაც პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში აქტუალურ უნარებს უწოდებენ. ქცევის წესები, ღირებულებები, ზნეობრივი ფასეულობები და კონფლიქტური იდეები დაკავშირებულია აქტუალური უნარების სპეციფიკურ შინაარსთან, რომელიც ყველა კულტურაშია წარმოდგენილი. ნებისმიერი ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს კონცეფციაზე, რომელიც მან ისწავლა და განავითარა თავისი ცხოვრების მანძილზე, კონცეფციაზე, რომელიც მასში ინდივიდუალური გამოცდილებით არის ჩანერგილი და რომელიც კულტურისა და განათლების მეშვეობით მემკვიდრეობით მოდელად იქცა. მაგალითად, პუნქტუალობა ან ნდობა დაპირისპირებულ სიტუაციებში ორი განსხვავებული ადამიანის მიერ განსხვავებულად აღიქმება. კონფლიქტები, რომლებიც ტანჯვასა და ფიზიკურ რეაქციებსაც კი იწვევს, ხშირად არის აქტუალური რეალური უნარების შესახებ განსხვავებული წარმოდგენების შედეგი, ისეთების, როგორიცაა მაგალითად პუნქტუალურობა ან ნდობა. ცნებების განსხვავებული შეფასება, განსხვავებული კულტურული და ოჯახური კონცეფციების შედეგია. პუნქტუალობის ან ნდობის მნიშვნელობა, კონტაქტებთან, მიღწევებთან ან სამართლიანობასთან შედარებით, განსხვავებული ადამიანების მიერ განსხვავებულად აღიქმება. ამან შეიძლება მიგვიყვანოს როგორც კონფლიქტებთან, ასევე აზრთა ურთიერთგაცვლასთან, სწავლასთან და ადამიანური კონცეფციების გაფართოებასთან. 1977 წელს ნოსრატ პეზეშკიანმა შემოიტანა ტერმინი „აქტუალური უნარები“[42].
პეზეშკიანის აზრით, ყველა ადამიანს გააჩნია ორი ძირითადი უნარი: სიყვარულის უნარი, რომელიც გამოიხატება პირველადი უნარებით, კერძოდ, ემოციური მოთხოვნილებებითა და შეცნობის უნარით, რომელიც განვითარებულია მეორადი ფაქტობრივი უნარებითა და სოციალური ნორმებით.
სიყვარულის უნარი გამოხატულებას პოულობს ისეთ პირველად უნარებში, როგორიცაა მოთმინება, დრო და ნდობა, ხოლო შემეცნების უნარი გამოიხატება ისეთ მეორად უნარებში, როგორიცაა პუნქტუალურობა, სისუფთავე და აკურატულობა: „შემეცნების უნარის მეშვეობით ჩვენ სტრუქტურირებას ვუკეთებთ ჩვენს გამოცდილებას... ის საკუთარ თავში მოიცავს სწავლის უნარს (გამოცდილების დაგროვების) და სწავლების უნარს (გამოცდილების სხვისთვის გადაცემას)“[43].
პირველადი უნარები (სიყვარულის უნარი) | მეორადი უნარები (შეცნობის უნარი) |
---|---|
სიყვარული / მიღება | პუნქტუალობა |
მაგალითი / მოდელი | სისუფთავე |
მოთმინება | აკურატულობა |
დრო | მორჩილება / დისციპლინა |
კონტაქტურობა | თავაზიანობა |
სექსუალურობა / სინაზე | გულწრფელობა / პატიოსნება |
ნდობა | ერთგულება |
თავდაჯერება | სამართლიანობა |
იმედი | გულმოდგინება |
რწმენა/მოლოდინი | ყაირათიანობა |
ეჭვიანობა, დაეჭვება | საიმედოობა |
მთლიანობა | პასუხისმგებლობა, სიზუსტე |
ემოციური მოთხოვნილებები და ურთიერთობის უნარი (მიიღწევა მოდელირების გზით) | სოციალური ნორმები და ურთიერთობების ჩამოყალიბება (მიიღწევა სწავლით) |
პეზეშკიანმა იმდროინდელი ფსიქოანალიზისათვის დამატების სახით შეიმუშავა „დიფერენციალური ანალიტიკური თეორია“ ([44]; გვ. 25), რომელიც პირველ რიგში ეხებოდა განვითარების ფსიქოსექსუალურ ფაზებს (მაგალითად, ორალური, ანალური და ოიდიპალური), ავტონომიის განვითარებითა და კონფლიქტებით იდ-სა და სუპერეგო-ს შორის. დიფერენციაციის ანალიზი სვამს კითხვას, თუ რომელი კონკრეტული შინაარსი ჩნდება ადრეულ ეტაპებზე: მშობლების მოთმინება, ნდობის განვითარება თუ სიყვარულის გამოცდილება, რომელთა უპირობო მიღებაც ორალურ ფაზაში წარმატებული განვითარების ფსიქოლოგიური წინაპირობაა. ეს უნარები, რომლებიც ცნობილია როგორც „პირველადი“,ბავშვში მშობლების უშუალო ქცევითა და მათი მოდელირებით აღიბეჭდება. ისეთი პირველადი უნარები, როგორიცაა მოთმინება (საკუთარი თავის ან სხვების მიმართ), ნდობა (საკუთარი თავის, სხვების ან საკუთარი ბედის მორჩილება), დროის ქონა და დროის დათმობა ახალშობილი ბავშვის განვითარების საბაზისო მოთხოვნილებებს წარმოადგენს. ბავშვს ესაჭიროება სითბო, დრო, მოთმინება, ემპათია და უპირობო მიღება, რათა მას მისი ასაკის შესაბამისი შინაგანი წონასწორობა განუვითარდეს.[45].
პირველივე რეფერენტულ პირთან ურთიერთობისისას, პირველადი აქტუალური უნარების წყალობით ადამიანს საშუალება ეძლევა დაუკავშირდეს საკუთარ თავს, იყოს მშვიდად, შეიცნოს საკუთარი თავი, განავითაროს საკუთარი თავისა და სამყაროს შემეცნება და, ბოლოს, ადეკვატურად გაუმკლავდეს შიდა და გარე კონფლიქტებს. პირველადი უნარი „მოთმინება“ აუცილებელია იმპულსების ადეკვატური კონტროლისთვის, „ნდობის“ უნარი აუცილებელია შინაგანი მხარდაჭერისთვის, სითბოსთვისა და დაცულობის გრძნობისთვის. მეტად მნიშვნელოვანია გაუცნობიერებელი სიყვარულის მიღება დედისგან, ბებიისგან, რომელსაც ყოველთვის აქვს დრო და მოთმინება, ან მამისგან, რომელსაც ბავშვი იმდენად ენდობა, რომ მას მკლავებში უვარდება და ამ დრომდე არ არსებულ ნდობას უცხადებს.[46]
ისეთი მეორადი აქტუალური უნარები, როგორიცაა პუნქტუალურობა, თავაზიანობა, გულწრფელობა, სამართლიანობა ან ერთგულება, კონფლიქტებისა და გაუგებრობების გადაჭრისას ხშირად თამაშობენ სოციალური ნორმების როლს. ასე რომ, დასავლურ კულტურებში მშობლებსა და შვილებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კონფლიქტის შინაარსი „ორგანიზებულობაა“, ისევე, როგორც თავად დაქორწინებულ წყვილთა შორის. „სამართლიანობა“ მეორადი უნარია და უსამართლობასთან შეჯახებისას კვლავ და კვლავ აუცილებელია მასი დაბალანსება სიყვარულით გაჯერებული მიმღებლობით, გაგებითა და მოთმინებით. „მორჩილება“, როგორც დისციპლინის ფორმა, ისტორიული მიზეზების გამო, დემოკრატიულ გერმანიაში დიდად არ არის დაფასებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, სკოლებში ის მიღებულია როგორც ცხოვრებისეული ფაქტორი და განიხილება კონსტრუქციულად, ხოლო ადამიანისათვის დამახასიათებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება, წესების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, უკანა პლანზე გადადის, რაც განათლების მიმართულებით გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე კონფლიქტური ფაქტორია. ფსიქოთერაპიაში სუპერეგოს კონფლიქტები გამორჩეულია ისეთ სიტუაციებში, რომლებსაც რელიგია განიხილავს როგორც დანაშაულის კონფლიქტის ტრიგერებს.[47]
ტრანსკულტურალური მოსაზრებიდან გამომდინარე, აღსანიშნავია, რომ აღმოსავლური კულტურები უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისეთ პირველად უნარებს, როგორიცაა სიყვარული, ნდობა და კონტაქტურობა, ხოლო დასავლური კულტურები უფრო მეტ აქცენტს აკეთებენ ისეთ მეორად უნარებზე, როგორიცაა ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და სისუფთავე. აქ აქცენტი კეთდება უკვე ადრეულ ბავშვობაზე, მაგალითად, ბავშვის კვების დროის დადგენაზე, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს ძირითადი საკვების მიღების ზუსტ დროსა და სხვა მსგავს წესებს. ასეთი განსხვავებები ხშირ შემთხვევებში არა მხოლოდ გაუგებრობას, არამედ კონფლიქტებსა და გაკიცხვასაც კი წვევს.
პოზიტიური ფსიქოთერაპია აანალიზებს კონფლიქტების სპეციფიკურ შინაარსს, როგორც ემოციურ ტრიგერებს, და ყურადღებას ამახვილებს კონსულტაციაზე, შიდა და გარე კონფლიქტების თერაპიაზე, ან იმ ღირებულებებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ამ კონფლიქტების შინაარსია.
ემოციები, რომლებიც ტანჯვას ან ფიზიკურ სიმპტომებს იწვევს, შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც, დაპირისპირებულ კონცეფციათა კონფლიქტში მოქმედი ღირებულებები. აქედან გამომდინარე, კონფლიქტზე ორიენტირებული პროცესი ფოკუსირებულია არა მხოლოდ ტრიგერებზე, არამედ კონფლიქტის გამოვლენასა და მის შემდგომ გადამუშავებაზე.[48]
ტრანსკულტურალური მიდგომა
რედაქტირებანოსრატ პეზეშკიანისთვის ტრანსკულტურალური პერსპექტივის ფსიქოთერაპიაში ინტეგრირება თავიდანვე არა მარტო უპირველესი პრიორიტეტი იყო, არამედ მისთვის ამ საკითხს სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. ნ .პეზეშკიანი ხაზს უსვამს ტრანსკულტურალური მიდგომის მნიშვნელობას პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში იმდენად, რამდენად ის მთელი მეთოდის განმეორებადი თემაა. ეს პერსპექტივა ინდივიდუალური კონფლიქტების გასაგებად ღირებულ ინფორმაციას გვთავაზობს, რომელსაც მნიშვნელოვანი სოციალური შედეგები გააჩნია. ისეთი საკითხები, როგორიცაა ემიგრაცია, განვითარებაში დახმარება, ურთიერთობა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან, ტრანსკულტურალური ქორწინება, ცრურწმენების დაძლევა, სხვადასხვა კულტურული გარემოს ალტერნატიული მოდელები და ტრანსკულტურალურ სიტუაციებში წარმოქმნილი პოლიტიკური გამოწვევები, შესაძლოა ზემოაღნიშნული მიდგომით გადაიჭრას.[49]
კულტურული ფაქტორების ჩართვამ და თითოეული მკურნალობის მოდალობის უნიკალობის აღიარებამ პფთ-ის ფარგლები გააფართოვა, რამაც ის მულტიკულტურულ საზოგადოებებში გამოყენების ეფექტურ მეთოდად აქცია.[50] ფსიქოთერაპევტების მიერ პფთ ისწავლება და პრაქტიკაში გამოიყენება 70-ზე მეტ ქვეყანაში და იგი შეიძლება ფსიქოთერაპიის ტრანსკულტურალურ მიდგომად ჩაითვალოს. ამრიგად, პფთ-ის პრინციპები ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპიის სფეროს განსაზღვრისა და განვითარებისთვის ქმნიან ისეთ საფუძველს, რაც მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება ფსიქოთერაპიული განათლების, უწყვეტი განათლებისა და ახალი ფსიქოთერაპიული დისციპლინების აღიარებისა და მიღებისთვის.
ტერმინი „ტრანსკულტურული“ პფთ-ში შეიძლება გავიგოთ ორნაირად:
1. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სხვადასხვა კულტურული წარმომავლობის პაციენტების უნიკალური მახასიათებლების აღიარება, რაც ასევე ცნობილია, როგორც ინტერკულტურალური ფსიქოთერაპია ან მიგრანტების ფსიქოთერაპია.
2. მეორე რიგში, ეს არის ყოველი თერაპიული ურთიერთობისას კულტურული ფაქტორების გათვალისწინება, რაც თერაპიული არეალის გაფართოებასა და სოციალურ-პოლიტიკური ცნობიერების გაძლიერებას ემსახურება.
პფთ კულტურულ-მგრძნობელობითი მეთოდია (ცნება „ერთობა მრავალფეროვნებაში“), რომელსაც სხვადასხვა კულტურასა და ცხოვრებისეულ სიტუაციებთან ადაპტირება შეუძლია და არ უნდა ჩაითვალოს დასავლური „ფსიქოლოგიური კოლონიზაციის“ ფორმად.[51] ნოსრატ პეზეშკიანი, ხაზს უსვამს რა პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში სოციალური ასპექტის მნიშვნელობას, ვარაუდობს, რომ შესაძლებელია მისი ფართოდ გამოყენება სხვადასხვა სოციალურ ურთიერთობებში, ხალხებს, ერებსა თუ კულტურულ ჯგუფებს შორის. ამგვარი გზით შესაძლოა შეიქმნას ყოვლისმომცველი სოციალური თეორია, რომელიც ურთიერთქმედების, ადამიანური შესაძლებლობებისა და ეკონომიკური გარემოებების პრობლემებზე იქნება ფოკუსირებული.[52]
ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპია - ეს არა მარტო სხვადასხვა კულტურათა მარტივი შედარებაა, არამედ ყოვლისმომცველი კონცეფციაა, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის ქცევის კულტურულ ასპექტებზე. ის ცდილობს გაიგოს, თუ რით განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან და რა აქვთ მათ საერთო. პფთ სხვა კულტურებიდან მაგალითებს იყენებს საიმისოდ, რომ პაციენტებს დახმარება გაუწიოს საკუთარი ქცევის რეპერტუარისა თუ პერსპექტივის გაფართოებაში. ტრანსკულტურალური პერსპექტივის განსავითარებლად გამოიყენება ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა მოთხრობები, ზღაპრები, სოციალური ნორმები და ბალანსის მოდელი. 1979 წელს ნოსრატ პეზეშკიანმა გამოიყენა ტერმინი „ტრანსკულტურული ფსიქოთერაპია“ და მას ცალკე თავი მიუძღვნა თავის წიგნში „ვაჭარი და თუთიყუში: აღმოსავლური ისტორიები პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში“. მას სჯეროდა, რომ ტრანსკულტურალური სირთულეების მზარდი მნიშვნელობის გამო, პირად ცხოვრებაში, სამსახურსა თუ პოლიტიკაში, მომავლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ტრანსკულტურალური პრობლემების გადაჭრა იქნებოდა. ადამიანებს შორის ურთიერთობის პრინციპი და შინაგანი კონფლიქტების გადაწყვეტა ფორმირდება ტრანსკულტურალური პრობლემების პრინციპად, რაც საბოლოო შედეგად ფსიქოთერაპიის ობიექტი ხდება.[53]
პირველადი ინტერვიუ პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში
რედაქტირებაპეზეშკიანმა შეიმუშავა ნახევრად სტრუქტურირებული საწყისი ინტერვიუ, რომელიც ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიის სფეროში ერთ-ერთი იშვიათადგანია. ჰამიდ პეზეშკიანის მიერ 1988 წელს წარმოდგენილი დისერტაცია[54] პფთ-სადმი მიძღვნილი პირველი სადოქტორო დისერტაცია იყო. აღნიშნულ ნაშრომში პირველად იყო სტრუქტურირებული პფთ-ს პირველადი ინტერვიუ, რომელშიც წარმოდგენილ იქნა ამ ინტერვიუს კითხვარი და ჩატარებულ იქნა მისი ფსიქოდინამიკური კვლევა. ნახევრად სტრუქტურირებული ფსიქოდინამიკური ინტერვიუს ეს წინამორბედი მოგვიანებით ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიის მნიშვნელოვან ღვაწლად იქცა, რომელიც 1988 წელს გამოქვეყნდა პფთ-ს WIPPF კითხვართან ერთად.
პირველადი ინტერვიუ ფსიქოთერაპიაში ითვლება მნიშვნელოვან კომპონენტად, რომელიც შეიძლება ფიზიკურ გამოკვლევასა და სომატურ მედიცინაში ანამნეზის აღებას შევადაროთ.[55] ის ემსახურება რამდენიმე მიზანს, მათ შორის დიაგნოზს, მკურნალობის დაგეგმვას, პროგნოზსა და ჰიპოთეზის წარმოქმნას.[56] პფთ-ში პირველადი ინტერვიუ იყენებს კლინიკური ისტორიის მსგავს დიაგნოსტიკურ მიდგომას, თუმცა ითვალისწინებს ურთიერთობის ფაქტორებსა და თერაპიულ ალიანსს. იგი აღიარებს მოლოდინების გავლენას,[57] ეფექტური თერაპიის იმედის ჩათვლით (Snyder,[58] pp. 193-212, Frank[59]). ნახევრად სტრუქტურირებული ბუნებისა და ადაპტირებადი კონცეფციების გამო, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ განსხვავებულ კონტექსტებში, როგორიცაა ინდივიდუალური თერაპია, წყვილთა თერაპია, საოჯახო თერაპია, კონსულტაცირება და ქოუჩინგი და მიესადაგება სხვადასხვა კულტურულ გარემოს.
პფთ-ს პირველადი ინტერვიუ არის ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ, რომელიც მოიცავს როგორც სავალდებულო, ასევე არჩევით კითხვებს. სავალდებულო კითხვების პასუხებიდან გამომდინარე, თერაპევტს შეუძლია დასვას ან არ დასვას არჩევითი კითხვები. ინფორმაციის შესაგროვებლად განკუთვნილი კითხვები შესაძლოა იყოს ღია ან დახურული, და ისინი დიაგნოზის, თერაპიის, პროგნოზისა და ჰიპოთეზის ფორმირების მიზანს ემსახურება ([60]; გვ.31). ინტერვიუ შეიძლება გამოყენებულ იქნას პირველი შეხვედრისა ან საწყისი სესიების დროს, როგორც თერაპიის წინასწარი ფაზის ნაწილი, ასევე გაცნობის მიზნით, რასაც შემდგომი სესიებისას თერაპევტის მიერ კონკრეტულ სფეროებში ჩაღრმავება მოჰყვება. პირველადი ინტერვიუ გამოიყენება სხვადასხვა გარემოში, მათ შორის ცალკეულ ინდივიდებთან, ბავშვებთან, ახალგაზრდებთან, წყვილებთან და ოჯახებთან, ასევე კონსულტირებასა და ქოუჩინგში. ის ასევე შესაძლოა ადაპტირებული იყოს სხვადასხვა კულტურასთან.[61]
ბალანსის მოდელი
რედაქტირებაბალანსის მოდელი ფართოდ აღიარებულია და მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სფეროში, რომელთა შორისაა თერაპია, თვითდახმარება და ოჯახური თერაპია. ის შეიძლება შევადაროთ ზიგმუნდ ფროიდის ლიბიდოს კონცეფციას, ალფრედ ადლერის ცხოვრებისეულ მიზნებსა და კარლ იუნგის ოთხ ფუნქციას: აღქმა, თანაფარდობა, მგრძნობელობა და ინტუიცია. ბალანსის მოდელი გვთავაზობს პიროვნების სტრუქტურულ წარმოდგენასა და გვეხმარება იმ სფეროების განსაზღვრაში, რომელშიც ადამიანში საკმარისად არ არის განვითარებული. ამ სფეროების განხილვით შესაძლებელი ხდება ახალი ბალანსის მოპოვება, რაც თერაპიის ფარგლებში სინთეზის განმაპირობებელია.
ბალანსის მოდელი ეფუძნება კონცეფციას, რომლის თანახმადაც არსებობს ცხოვრების ოთხი სფერო, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს და ფუნქციონირებს, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ზოგად განწყობაზე, თვითშეფასებასა და სირთულეებთან გამკლავების უნარზე. აღნიშნული სფეროები დღევანდელ დროში ემსახურება ადამიანის პიროვნების საკვანძო ინდიკატორებსა და მოიცავს ყოველდღიური ცხოვრების ბიოლოგიურ-ფიზიკურ, რაციონალურ-ინტელექტუალურ, სოციალურ-ემოციურ და შემოქმედებით, ღირებულებით-ორიენტირებულ ასპექტებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროებში ყველა ადამიანს გააჩნია პოტენციალი, განათლებისა და გარემოს განსხვავებულობის გამო, ზოგი შესაძლოა უფრო გამორჩეული ან ხელჩაქნეული იყოს.[62] სასიცოცხლო ენერგია, საქმიანობა და რეაქციები ამ ოთხი სფეროს გავლენას უკავშირდება:
- ფიზიკური აქტივობა და ისეთი აღქმა, როგორიცაა ჭამა, დალევა, სიფაქიზე, სექსუალობა, ძილი, დასვენება, სპორტი, გარეგნობა და ჩაცმულობა.
- პროფესიული მიღწევები და ისეთი უნარები, როგორიცაა პროფესია, საოჯახო საქმეები, მებაღეობა, საბაზო და უმაღლესი განათლება, ფულის მართვა.
- პარტნიორებთან, ოჯახთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან და უცნობებთან ურთიერთობა და კონტაქტის სტილი; სოციალური ვალდებულებები და საქმიანობა.
- სამომავლო გეგმები, რელიგიური/სულიერი პრაქტიკა, მიზანი/მნიშვნელობა, მედიტაცია, ფიქრი, სიკვდილი, რწმენა, იდეები და ხედვის ან წარმოსახვა-ფანტაზიის განვითარება.
ბალანსის მოდელის მიზანია ცხოვრების ოთხ სფეროს შორის წონასწორობის აღდგენა. ფსიქოთერაპიულ მკურნალობის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ დაეხმაროს პაციენტს საკუთარი რესურსების განსაზღვრაში, რომელიც მან დინამიური წონასწორობის მისაღწევად უნდა გამოიყენოს.[63] კერძოდ, შემოთავაზებულია ენერგიის დაბალანსებული განაწილების ისეთი პრიორიტეტი, რომელშიც თითოეული სფერო მიიღებს დინამიურად თანაბარ წილს (25%) და არა დროის თანაბარ წილს. ხანგრძლივად ცალმხრივმა დამოკიდებულებამ სხვა ნეგატიურ შედეგებთან ერთად შესაძლოა კონფლიქტი და ავადმყოფობა გამოიწვიოს.
მიბაძვის მოდელი
რედაქტირებაშეფასება იმისა, რამაც პაციენტის ადრეული ბავშვობის გამოცდილებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია, ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიის მნიშვნელოვან და რთულ ამოცანას წარმოადგენს. პფთ იყენებს მიბაძვის მოდელის კონცეფციას (англ. - Dimensions model)[64], რომელიც ასევე ცნობილია როგორც „მაგალითები“, „განზომილების მოდელი“, „როლური მოდელი“ ან „სიყვარულის ფორმები“, ის გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი ოჯახური კონცეფციების მოდელის აღწერისათვის, მოდელისა, რომელიც პიროვნების გამოცდილებასა და განვითარებას აყალიბებს.
როგორც ნოსრატ პეზეშკიანი წერდა, ადრეული აღზრდა და გარემო გავლენას ახდენს სიყვარულისა და შემეცნების მიმართ საბაზისო უნარების უნიკალურ განვითარებასა და გამოხატვაზე. თუ ბალანსის მოდელი შემეცნების უნარის საშუალებებს წარმოადგენს, მიბაძვის მოდელი სიყვარულის უნარის საშუალებას ასახავს.
მიბაძვის მოდელის ოთხი განზომილების გამოყენება პფთ-ში აფართოებს კოჰუტისა და კერნბერგის ანალიტიკურ თეორიებს „მე“-სა და „ობიექტის“ შესახებ, ანუ შემოდის არა მარტო გამზომილება „მე“, არამედ „შენ“, „ჩვენ“ და „წინარე-ჩვენ“. განზომილება „შენ“ ასახავს პაციენტის მშობლების ურთიერთობას ერთმანეთთან, მაშინ როდესაც განზომილება „ჩვენ“ ასახავს მშობლების ურთიერთობას სხვა ადამიანებთან. განზომილება „წინარე-მე“ რომელიც უნიკალურია პფთ-სთვის, აღწერს მშობლების, ბებია-ბაბუების ცხოვრებისეულ ფილოსოფიასა და რელიგიურ შეხედულებებს. ამ ოთხი სუბიექტური ურთიერთობის ჩათვლით, პფთ აფართოებს მე-ობიექტის თეორიებს და ყალიბდება როგორც განსხვავებული მიდგომა, რომელსაც პოტენციალი გააჩნია გავლენა იქონიოს ფსიქოდინამიკური თერაპიის მომავალზე.
- 1. განზომილება „მე“ არის განზომილება მოდელისა, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის ურთიერთობაზე საკუთარ თავთან და მის ისეთ ცხოვრებისეულ პრობლემებთან, როგორიცაა თვითშეფასება, თავდაჯერებულობა, საკუთარი სახე და ამასთან ერთად, საბაზისო ნდობა ან საბაზისო უნდობლობა. აღნიშნულ საკითხებზე დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ბავშვობის გამოცდილება და ურთიერთობა მშობლებთან და და-ძმებთან. ბავშვობაში ადამიანები საკუთარ თავთან ურთიერთობების დამყარებას სწავლობენ იმის მიხედვით, თუ როგორ სრულდება მათი სურვილები და საჭიროებები.
- 2. განზომილება „შენ“ ეხება ადამიანის ურთიერთობას სხვებთან, განსაკუთრებით რომანტიკულ პარტნიორთან. ამ ურთიერთობის მთავარ მოდელად ითვლება მაგალითი, რომელსაც მშობლები გვაძლევენ, განსაკუთრებით ერთმანეთთან ურთიერთობაში. მშობლებს შორის ქცევა და ურთიერთქმედება გამოიყენება პარტნიორთან ქცევის მოდელად, რაც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აყალიბებს ადამიანი საკუთარ ურთიერთობას რომანტიკულ პარტნიორთან.
- 3. განზომილება „ჩვენ“ ეხება ადამიანის ურთიერთობას მის სოციალურ გარემოსთან და დიდწილად დამოკიდებულია სოციალურ გარემოსთან მშობლების ურთიერთობაზე. სოციალიზაციის მეშვეობით მშობლებიდან შვილებზე სოციალური ქცევისა და მისაღწევი ნორმებისადმი დამოკიდებულება გადადის. ამგვარი დამოკიდებულებები და მოლოდინები დაკავშირებულია უშუალო ოჯახური გარემოს მიღმა არსებულ ისეთ სოციალურ კავშირებთან, როგორიცაა ურთიერთობა ნათესავებთან, კოლეგებთან, სოციალურ რეფერენციალურ ჯგუფებთან, ინტერესთა ჯგუფებთან, თანამემამულეებთან და ზოგადად კაცობრიობასთან. ის, თუ როგორ ურთიერთობენ და ორიენტირებენ მშობლები აღნიშნულ სოციუმთან, აყალიბებს მათი შვილების გაგებასა და სოციალური ქცევისადმი დამოკიდებულებას.
- 4. განზომილება „წარმოშობა/პირველადი ჩვენ/წინარე-ჩვენ“ ეხება ადამიანის ურთიერთობას მის წარმომავლობასთან ან საოჯახო თემთან, რომელზეც დიდ ზეგავლენას ახდენს მისი მშობლების დამოკიდებულება აზრისის, მიზნის, სულიერების/რელიგიისა და მსოფლმხედველობის მიმართ. აღნიშნული განზომილება განპირობებულია არა მხოლოდ რელიგიური თემის ოფიციალური წევრობით, არამედ ფუნდამენტურია შემდგომ ცხოვრებაში გაჩენილი საზრისის გასარკვევად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი უარყოფს რელიგიას, მისი კავშირი მის წარმომავლობასთან ან საოჯახო თემთან, როგორც საორიენტაციო სისტემების საფუძველთან, მაინც მნიშვნელოვანი რჩება, ვინაიდან, სამომავლოდ სწორედ ისინი უზრუნველყოფენ საზრისსა და მიზანს.
კონფლიქტის მოდელი
რედაქტირებაპეზეშკიანის კონფლიქტის ფსიქოდინამიკური მოდელი (იხ. სურათი) ხაზს უსვამს კონფლიქტის ფოკუსირებული შინაარსის დიფერენციაციასა და მის შინაგან შეფასებას. მოდელი განასხვავებს აქტუალურ კონფლიქტს, რომელიც წარმოიქმნება რთულ სიტუაციაში, უკვე არსებულ საბაზისო კონფლიქტსა და გაუცნობიერებელ შინაგან კონფლიქტს, რომელიც იწვევს ფიზიკურ და/ან ფსიქიკურ სიმპტომებს. ტერმინი „კონფლიქტი“ (ლათინურიდან confligere - შეჯახება, ბრძოლა) ნიშნავს შიდა და გარე ღირებულებებისა და იდეების აშკარა შეუთავსებლობას ან შინაგან ამბივალენტობას. ემოციები, აფექტური მდგომარეობა და ფიზიკური რეაქციები შეიძლება გავიგოთ როგორც შინაგანი კონფლიქტის ღირებულებების სასიგნალო ინდიკატორი და აქტუალური შესაძლებლობების განაწილება. სწორედ აქედან გამომდინარე, პფთ-ში ისმება კითხვა შინაარსის შესახებ: რა იწვევს ან რა უკეთებს პროვოცირებას მოცემულ ემოციას?[65]
„მიკროტრავმის“ ცნებას პეზეშკიანი მიიჩნევს მცირე, განმეორებითი ფსიქიკური ტრავმების დაგროვებად, რომელიც მიკროსტრესს ან „წვრილმან, უმნიშვნელო რამეს“ იწვევს ([4]; გვ. 80) და შინაგანი კონფლიქტების პროვოცირება შეუძლია. აღნიშნული მიკროტრავმები განსხვავდებიან ძირითადი ცხოვრებისეული მოვლენებისგან ან მაკროტრავმებისგან. ისინი მიეკუთვნებიან კონფლიქტის შინაარსს და დაკავშირებული არიან ადამიანის ისეთ რეალურ შესაძლებლობებთან, რომელიც მას ურთიერთობების დამყარების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ეს მიკროტრავმები შეიძლება კონფლიქტის წყაროდაც იქცეს. ფაქტობრივ კონფლიქტში, როდესაც დაძლევის მექანიზმები გადატვირთულია, შეიძლება წარმოიშვას ძველი არაცნობიერი საბაზისო კონფლიქტი, რომელშიც ისეთი პირველადი ემოციური მოთხოვნილებები, როგორიცაა ნდობა, იმედი ან სექსუალურობა, ეწინააღმდეგება ისეთ მეორად უნარებს ან სოციალურ ნორმებს, როგორიცაა აკურატულობა, პუნქტუალურობა, სამართლიანობა ან გულწრფელობა. როდესაც თავდაპირველი კომპრომისი, აქვს რა მოგვარებული საბაზისო კონფლიქტი, ეფექტურობას კარგავს, წარმოიქმნება შინაგანი კონფლიქტი, რაც იწვევს იმგვარი სიმპტომების აღმოცენებას, რომლებიც შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც კონფლიქტის მოგვარების მცდელობა. აღნიშნული კონფლიქტური რეაქციები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ბალანსის მოდელის მეშვეობით: თუ ის კონფლიქტის გადაწყვეტამდე ვერ მიგვიყვანს, გავლენას მაინც მოახდენს.
როდესაც გარკვეული უნარები, მორალი, იდეები თუ პრინციპები მიმდინარე გარემოებებთან მიმართებაში მუდმივად ადაპტაციის გარეშე გამოიყენება, ამან შესაძლოა გამოიწვიოს დარღვევები. თუ ოჯახური წარმოდგენები ან წარსულში მიღწეული კომპრომისები კვლავაც მეორდება, შეიძლება წარმოიშვას არაცნობიერი შინაგანი კონფლიქტი, რამაც შეიძლება ფსიქოლოგიურ, ფსიქოსომატურ ან ფიზიკურ დარღვევებამდე მიგვიყვანოს. აღნიშნული სიმპტომები ემსახურება პაციენტის რაიმე არაცნობიერის გამოხატვის საშუალებასა და ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. პფთ-ის მიზანია გააძლიეროს თერაპიულ ურთიერთობების ფარგლებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, უყურადღებოდ დარჩენილი არეალი და განუვითარებელი უნარები. ეს პაციენტს საშუალებას მისცემს ეფექტურად მოაგვაროს კონფლიქტები და შინაგან და გარეგნულ წონასწორობას მიაღწიოს.
ნარატიული(თხრობითი) მიდგომა ზღაპრებისა და სიბრძნის გამოყენებით
რედაქტირებაპფთ-ში განსაკუთრებულ ხერხად ითვლება ზღაპრების, მოთხრობებისა და იგავების თერაპიული გამოყენება, რომელიც ნოსრატ პეზეშკიანის მიერ პირველად შემოღებულ იქნა 1979 წელს, ნაშრომში „აღმოსავლური მოთხრობები, როგორც ფსიქოთერაპიის ინსტრუმენტი - ვაჭარი და თუთიყუში“. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიდგომა უკვე გამოიყენებოდა ჰიპნოთერაპიაში (მილტონ ერიქსონი), ის ფსიქოდინამიკურ თერაპიაში პეზეშკიანის ნაშრომამდე გავრცელებული არ ყოფილა. კარლ გუსტავ იუნგისაგან განსხვავებით, რომელიც აქცენტს ზღაპრებზე აკეთებდა, პეზეშკიანის მეთოდი ნარატიული თერაპიის გაცილებით ფართო სპექტრსა და ასოციაციებს იყენებს. „აღმოსავლეთისა და სხვა კულტურების ისტორიებისა და იგავები მცდელობაა იმისა, რათა ადამიანის თვითდახმარების პოტენციალი ამოცნობილ და განვითარებულ იქნას. მრავალი კულტურიდან აღებული ანდაზებისა და უძველესი ბრძნული სიტყვების სიმბოლური მნიშვნელობის მითითებით, ადამიანი, რომლისთვისაც განკუთვნილია ზემოაღნიშნული ფსიქოთერაპიული პროცესი, საკუთარი თავის მიმართ უფრო პოზიტიურ წარმოდგენას იქმნის[66].
აღმოსავლური მოთხრობების გამოყენების შედეგად წარმოქმნილი გაკვირვების სავარაუდო თერაპიული ეფექტი, რომლებიც ევროპული კულტურისთვის თავდაპირველად შესაძლოა უცხოდაც გამოჩნდა, ეფექტური აღმოჩნდა სხვა კულტურებშიც ([67], გვ. 24-34). მოთხრობები თერაპიაში მრავალ ფუნქციას ასრულებს, მათ შორის იქმნება პირადი თვითშედარებითი ნორმები, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს დადგენილ ნორმათა მართებულობას. თერაპიის პირველ ეტაპზე ამ მოთხრობებმა შესაძლოა გამოიწვიოს პერსპექტივის ცვლილება, რომელიც გამოყენებული იქნება შემდგომ ეტაპებზე. ამგვარ მოთხრობები ხელს უწყობს ემოციებისა და აზრების გამოთავისუფლებას, რაც თერაპიაში ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს. თერაპიული ისტორიები ის სარკეა, რომელიც მკითხველს ან მსმენელს - საკუთარ საჭიროებებსა თუ სიტუაციაზე ფიქრისას - საშუალებას აძლევს საკუთარი თავი ამბის გმირებთან და მათ გამოცდილებასთან გააიგივოს. აღნიშნულმა მოთხრობებმა შესაძლოა იმ მოდელის როლი ითამაშონ, რომელიც პაციენტს შესაძლებლობას მისცემს მოსმენილი საკუთარ მიდგომას შეადაროს, რაც ცვლილების ინტერპრეტაციის ფართო საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, მოთხრობების მოყოლა განსაკუთრებით ეფექტურია იმ პაციენტთათვის, რომლებიც ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან და მოძველებულ იდეებისადმი ერთგულებას ინარჩუნებენ.[68][69]
ხუთსაფეხურიანი ცნებები
რედაქტირებახუთსაფეხურიანი ცნებები, რომლებიც ინდივიდუალურ და ოჯახურ თერაპიაში ხუთი თითივით გამოიყენება, ძალიან წააგავს ბუნებრივ პროცესს, რომელიც ჩანს რაიმონდ ბატეგეის მიერ აღწერილ ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში, მორენოს მიერ აღწერილ ფსიქოდრამაში და ალფრედ ადლერის მიერ აღწერილ ადამიანების შემდგომ სწავლებაში. პეზეშკიანისეულ მიდგომას ზემოაღნიშნულისგან განასხვავებს[70] ფსიქოთერაპიაში აღნიშნული პროცესის მოდელის სისტემატური გამოყენება. ხუთსაფეხურიანი პროცედურა ერთგვარი საგზაო რუკაა როგორც თერაპევტის, ისე კლიენტისათვის, რომლის მიზანიც ეფექტური თვითდახმარების საშუალებების პოვნაა. თერაპიულ სფეროში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო კარგად გავუმკლავდებით რთულ თერაპიულ სიტუაციებს და ვიფიქრებთ თერაპიულ ურთიერთობაზე, მით უფრო წარმატებული იქნება თერაპიის შედეგი.
თერაპიაში არსებული ურთიერთ[მო]ქმედების სამი ეტაპი (მიღება, დიფერენციაცია, განცალკევება) უზრუნველყოფს კომუნიკაციის 5-საფეხურიან პროცესს, რომელიც გამოიყენება როგორც ცალკეულ სესიებში, ასევე თერაპიის სრული კურსის განმავლობაში.[71]
- 1. პირველი ნაბიჯი - მიღება, დაკვირვება და დისტანცირება, რაც გულისხმობს პერსპექტივის ცვლილებას.
- 2. მეორე ნაბიჯი - ინვენტარიზაცია, კონფლიქტის შინაარსისა და წინაპირობათა დიფერენცირება, ასევე პაციენტის ძლიერი მხარეები.
- 3. მესამე ნაბიჯი - სიტუაციური წახალისება, სადაც ვითარდება თვითდახმარებისა და რესურსების აღმოჩენის უნარები.
- 4. მეოთხე ნაბიჯი - კონფლიქტის დამუშავება ვერბალიზაციის მეშვეობით.
- 5. მეხუთე და ბოლო ნაბიჯი - მიზნის გაფართოება, რომელიც მოიცავს ჩაფიქრებას, განზოგადებასა და მომავალზე ორიენტირებული ახალი კონცეფციების, სტრატეგიებისა და პერსპექტივების გამოცდას.
სტრუქტურირებული კომუნიკაციის ამგვარი მიდგომა უნიკალურია პეზეშკიანის მეთოდისთვის და ხელს უწყობს წარმატებულ თერაპიულ შედეგებს. აღნიშნული თერაპიული პროცესი ფოკუსირებულია მომავალსა და ცვლილებაზე და გულისხმობს აწმყოსათვის გამოსადეგი წარსულის კონცეფციების გამოყენებას. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოთერაპიული დისციპლინათა (ინტეგრაციული ასპექტი) კონცეფციების გამოყენება. პაციენტი და მისი გარემოცვა აქტიურად მონაწილეობს დაავადების პროცესის (თვითდახმარების) გაგებაში.
პფთ-ის 5 საფეხური თერაპიული სესიის ან თერაპიული პროცესის განმავლობაში უზრუნველყოფს საკომუნიკაციო სტრუქტურას, რომელსაც სხვა შემთხვევაში მიმართულება არ ექნებოდა.[72] შესაბამისი ხედვის, დამაფიქრებელი კითხვების, ისტორიების, ასოციაციის ტრიგერებისა და წინა თემებთან მიბრუნების მეშვეობით თერაპევტი ხელს უწყობს პაციენტის თხრობასა და რეფლექსიას. ეს პროცესი როგორც თერაპევტს, ისე პაციენტს აძლევს ათვლის წერტილსა და უსაფრთხოების განცდას, რომლითაც პაციენტს კონფლიქტებზე სამუშაოდ და თვითდახმარებისთვის ამზადებს, განსაკუთრებით თერაპიის დასრულების შემდეგ.
გამოყენება
რედაქტირებაPPT-ის გამოყენების სფეროები
რედაქტირებაპოზიტიური ფსიქოთერაპიის მეთოდი, რომელიც თავდაპირველად ფსიქოთერაპიისთვის შეიქმნა, ტრადიციული გამოყენების ფარგლებს გასცდა და გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა კონსულტირება, პედაგოგიკა და სოციალური მუშაობა. პფთ 1992 წლიდან გერმანიაში გამოიყენება კონსულტირებისთვის, ხოლო ბულგარეთში, იმავე წლიდან - პედაგოგიკაში. ჩინეთში მას 2014 წლიდან იყენებენ სოციალური მუშაკთა მოსამზადებლად, ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობების სამკურნალოდ, ოჯახებთან სამუშაოდ და გადაღლილობის თავიდან ასაცილებლად. პფთ ბავშვთა და ახალგაზრდების თერაპიის სპეციალიზებული სასწავლო პროგრამების საფუძვლად 2006 წლიდან გამოიყენება ბულგარეთში, მოგვიანებით კი უკრაინასა და რუსეთში. სპეციალისტები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია, ბულგარეთი, კვიპროსი, თურქეთი, კოსოვო, ჩინეთი, ბოლივია და უკრაინა, სპეციალიზირებულნი არიან პოზიტიურ ოჯახურ თერაპიასა და პფთ-ზე დაფუძნებულ კონსულტირებაში. ამ ყოველივეს შედეგად, პფთ სხვადასხვა პროფესიულ და კულტურულ სფეროებში ფსიქოთერაპიული კომპეტენციებისა და გამოცდილების გაცვლის საშუალებად იქცა.[73]
პოზიტიურ ფსიქოთერაპია, რომელიც თავდაპირველად შემუშავებული იყო როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის ფუნდამენტური პოზიტიური ფსიქოსომატური მკურნალობა, ფსიქოსომატური მედიცინა[74], პრევენცია და ფსიქოთერაპია, გერმანიაში მრავალი ექიმის მიერ გამოიყენება. პფთ-ს მიდგომა განხორციელდა როგორც მთელ რიგ საავადმყოფოებში, ასევე სახელმწიფოს მიერ ვისბადენის ფსიქოთერაპიის აკადემიის დამტკიცებულ სასწავლო პროგრამაში, რაც განპირობებული იყო გერმანიაში ფსიქოდინამიკური თერაპიის განხორციელების მიზნით.
ფსიქოთერაპიის მიღმა
რედაქტირებაპოზიტიურმა ფსიქოთერაპიამ გამოყენება ჰპოვა ისეთ ფართო სპექტრში, როგორიცაა განათლება და სკოლები[75], რელიგიის ფსიქოლოგია[76][77][78], მასწავლებლების ტრენინგი[79][80], დროის მენეჯმენტი[81], სხვადასხვა საკონსულტაციო კონტექსტები, მენეჯმენტის ტრენინგები[82], სემინარები პარტნიორობის ან ქორწინებისთვის მომზადების შესახებ, თანამშრომელთა დაქირავების, იურისტებისა და შუამავლების ტრენინგი; სამხედროების, საზოგადოების, ოფიცრების, პოლიტიკოსებისა და კულტურათშორისი ტრენინგი; გარდა ამისა, პფთ გამოიყენება ქოუჩინგში[83], ოჯახის კონსულტირებასა[84] და ზოგად კონსულტაცირებაში.
მკურნალობა
რედაქტირებაპრაქტიკა
რედაქტირებაპოზიტიური ფსიქოთერაპია გამოიყენება სხვადასხვაგვარი ფსიქიკური დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის აფექტური აშლილობის, ნევროტული აშლილობების, სტრესთან დაკავშირებული აშლილობების, სომატოფორმული აშლილობისა და ICD-10-ში კლასიფიცირებული ზოგიერთი ქცევითი სინდრომის ჩათვლით (თავები F3-5). ასევე ნაჩვენებია, რომ ის გარკვეულწილად ეფექტურია პიროვნების აშლილობის სამკურნალოდ (თავი F6). პფთ წარმატებით იქნა ინტეგრირებული ტრადიციულ ინდივიდუალურ თერაპიასთან და სასარგებლო აღმოჩნდა წყვილებთან, ოჯახებთან [85] და ჯგუფურ თერაპიაში მუშაობისას. გარდა ამისა, პფთ გამოიყენება ფსიქიატრიის სფეროში და ეფექტურია პოსტფსიქოზური აშლილობის მქონე პაციენტებთან და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ჯგუფურ თერაპიაში, სადაც განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდა ისტორიებისა და ანეკდოტების გამოყენება.
თვითდახმარება
რედაქტირებაპეზეშკიანის წიგნები სპეციალურად განკუთვნილია იმ არასპეციალისტებისთვის, რომლებიც თვითდახმარებას ესწრაფვიან. მისი ისეთი ნამუშევრები, როგორიცაა „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოთერაპია“ (1977 გერმ., 1986 ინგლ.,), მოწოდებულია საიმისოდ, რათა ადამიანს გაუგებრობათა დაძლევაში დაეხმაროს. წიგნში „საზრისის ძიებაში“ (გერმ., 1983 და ინგლ., 1985) ასევე მოცემულია ცხოვრებისეული კრიზისების დაძლევის რეკომენდაციები. გარდა ამისა, ისეთი წიგნები, როგორიცაა „თუ გინდა, რომ გქონდეს ის, რაც არასოდეს გქონია, გააკეთე ის, რაც არასდროს გაგიკეთებია“ (2011) ორიენტირებულია ინტერპერსონალური კონფლიქტების მოგვარებაზე. გარდა ამისა, ადამიანებს შეუძლიათ გაიარონ სპეციალიზებული კურსები, რათა გახდნენ პოზიტიური ფსიქოთერაპიის სერთიფიცირებული კონსულტანტები, რაც მათ საშუალებას მისცემს რთულ სიტუაციებში ხელი შეუწყონ კონფლიქტების მართვასა და თვითდახმარებას.
სწავლება
რედაქტირებაWAPP-ის კურსები
რედაქტირებაWAPP-ის ძირითადი დიპლომისშემდგომი სამაგისტრო პროგრამა შედგება სამი ნაწილისგან. ეს ნაწილები დალაგებულია თანმიმდევრულად და ისინი გავლილ უნდა იქნას ერთმანეთის მოყოლებით, დაწყებული ქვედა დონიდან.[86]
- პოზიტიურ ფსიქოთერაპიის საბაზისო ფსიქოკონსულტანტი (200 საათი - თეორიისა და თვითგახსნის ჩათვლით).
- სერტიფიცირებული პოზიტიური ფსიქოთერაპევტობის კანდიდატი (710 საათი - თეორიის, სუპერვიზიისა და თვითგახსნის ჩათვლით).
- ევროპული სერტიფიცირებული პოზიტიური ფსიქოთერაპევტი (1400 საათი - თეორიის, პრაქტიკის, სუპერვიზიისა და თვითგახსნის ჩათვლით).
კურსები დაყოფილია 3 ან 4 დღიან მოდულებად, რომელთაგანაც კურსის სახეობიდან გამომდინარე, თითოეული გადანაწილებულია რამდენიმე თვეზე. პოზიტიური და ტრანსკულტურულ ფსიქოთერაპიის სწავლება შედგება სამი შინაარსიანი ნაწილისგან:
- თეორია - პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპიის ყველა ძირითადი კონცეფციისა და ინსტრუმენტის შესწავლა.
- თვითგახსნა/თვითგამოცდილება - პირველ რიგში, სასწავლო თვითგამოცდილება მსმენელებს (კანდიდატებს, რეზიდენტებს, სტაჟიორებს) უნდა დაეხმაროს ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიული იდენტობის ჩამოყალიბებაში. მსმენელის თვითრეფლექსია უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს. ისინი უნდა შეეჯახონ საკუთარ ცენტრალურ შინაგან კონფლიქტსა და საკუთარ პიროვნულ სტრუქტურას. მათ თავად უნდა განიცადონ, თუ როგორ მუშაობს ფსიქოთერაპია და რამდენად რთული შეიძლება იყოს იგი. არაცნობიერის პირადი გამოცდილება ფსიქოდინამიკური თვითგახსნის ცენტრალური ასპექტია. პირად პრობლემებს საგანმანათლებლო თვითგახსნაც ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ის არ ითვლება პირადი თერაპიად. მსმენელი არის არა პაციენტი, არამედ მომავალი კოლეგა და მომავალი ფსიქოთერაპევტი. თუ სასწავლო თვითგახსნის დროს მსმენელი და/ან მისი ტრენერი აღმოაჩენენ, რომ მას (მსმენელს) ბევრი პირადი გადაუჭრელი პრობლემა გააჩნია, მაშინ მსმენელი პირად თერაპიაზე უნდა გადავიდეს. რაც ასევე ნიშნავს იმასაც, რომ პირადი თერაპია არ შეიძლება ჩაითვალოს სასწავლო თვითგახსნად.[87]
- სუპერვიზია - პოზიტიური ფსიქოთერაპიის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ ფორმატებს. პფთ-ში სუპერვიზია სცილდება თერაპიული სიტუაციის უბრალო გააზრებასა და მიმართულია სუპერვიზორის უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაზე, მისი საჭიროებებისა და მისი პაციენტების მოთხოვნილებების გათვალისწინებით. ჯგუფური სუპერვიზია გავრცელებულია პფთ-ში, ვინაიდან სტრუქტურირებული პროცესი კარგ პრაქტიკულ სარგებელსა და დიდაქტიკურ ეფექტს იძლევა. სესიის დროს, ყველაზე გავრცელებული ფორმატი გულისხმობს ერთ სუპერვიზორთან ერთ ქეისზე ფოკუსირებას, ხოლო ჯგუფის დანარჩენი წევრები, სუპერვიზორის ჩათვლით, მონაწილეები არიან. ამგვარი მიდგომა სუპერვიზორს საშუალებას აძლევს სესიაში თანასუპერვიზორების სახით სხვა მონაწილეები ჩართოს, რისი წყალობითაც იგი დამატებითი მოსაზრებებითა და ჯგუფიდან წამოსული მრავალფეროვანი პერსპექტივებით ამდიდრებს ქეისის შესახებ სუპერვიზორის შეხედულებას.[88][89]
პფთ-ს სერთიფიკატი
რედაქტირებაპფთ-ს თითოეული კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილე იღებს პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის (WAPP) მიერ გაცემულ სერტიფიკატს, რომელსაც ხელს აწერენ კურსის მთავარი ტრენერი და ასოციაციის პრეზიდენტი. გამომდინარე იქიდან, რომ WAPP-ი ახდენს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ტრენერების სერტიფიცირებას, WAPP-ის ოფიციალურ სერტიფიკატებზე ხელმოწერისა და მისი გაცემის უფლება გააჩნიათ მხოლოდ WAPP-ის მიერ აკრედიტებულ ტრენერებს.
WAPP-ის ოფიციალურ სერთიფიკატებზე ხელის მოწერისა და მათი გაცემის უფლება აქვთ მხოლოდ WAPP-ის აკრედიტებულ ტრენერებს[90].
სწავლების სტანდარტები
რედაქტირებაWAPP-ის მიერ პოზიტიურ ფსიქოთერაპიის დიპლომისშემდგომი სწავლებისთვის შემუშავებულ იქნა სწავლების უნივერსალური სტანდარტები[91]. აღნიშნული სტანდარტები სავალდებულოა ყველასათვის. სტანდარტები ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ WAPP-ის მიერ განსაზღვრული სტანდარტები ის მინიმალური მოთხოვნებია, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს.
ტრენერის ტრენინგი
რედაქტირებაWAPP-ი უზრუნველყოფს ტრენერების სწავლებასა და სერტიფიცირებას საბაზისო და მასტერ-კურსებისთვის ([92] გვ. 26):
- პოზიტიური ფსიქოთერაპიის საბაზისო კურსის ტრენერი
- პოზიტიური ფსიქოთერაპიის მასტერ-კურსის ტრენერი.
სერტიფიცირებულ პოზიტიურ ფსიქოთერაპევტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ პფთ-ს ტრენერები, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ტრენერთა მომზადების პროგრამაში, რომელიც მოიცავს გამოცდასა და ტრენერ-კანდიდატის სტატუსით სრული კურსის თანხლება - თანაწაყვანას.
საერთაშორისო შეხვედრები და საგანმანათლებლო პროექტები
რედაქტირებაპოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაცია (WAPP) აწყობს რეგულარულ ეროვნულ და საერთაშორისო შეხვედრებს, როგორიცაა კონფერენციები, ტრენერების სემინარები და მსოფლიო კონგრესები.[93] 2000 წლიდან ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო სასწავლო სემინარები, ხოლო 1997 წლიდან - შვიდი მსოფლიო კონგრესი.
განვითარება და საერთაშორისო ქსელი
რედაქტირებაბოლო 40 წლის მანძილზე პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში ძირითადი აქცენტი კეთდებოდა მკურნალობაზე, სწავლებასა და პუბლიკაციებზე.
1979 წელს, ვისბადენში, გერმანიაში, ექიმთა დიპლომისშემდგომი სასწავლო დაწესებულების სახით დაარსდა ვისბადენის ფსიქოთერაპიასა და საოჯახო თერაპიის დიპლომისშემდგომი განათლების ინსტიტუტი. 1999 წელს კი, ფსიქოლოგებისა და მეცნიერ-მასწავლებელთა მომზადების მიზნით შეიქმნა ვისბადენის ფსიქოთერაპიის აკადემია (WIAP),[94] - სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული, დიდი ამბულატორიული კლინიკის მქონე, დიპლომისშემდგომი ფსიქოთერაპიის აკადემია.
საერთაშორისო სათავო ოფისი მდებარეობს ვისბადენში, გერმანიაში. პოზიტიური ფსიქოთერაპია საერთაშორისო დონეზე წარმოდგენილია პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის (WAPP) მიერ.[95] მისი საერთაშორისო მმართველი დირექტორთა საბჭო ირჩევა ორ წელიწადში ერთხელ. ეროვნული და რეგიონული ასოციაციები არსებობს ათამდე ქვეყანაში.
პფთ და მისი თერაპევტები მონაწილეობენ ფსიქოთერაპიის საერთაშორისო განვითარებაში და არიან საერთაშორისო და კონტინენტალური ასოციაციების აქტიური წევრები[96].
შენიშვნები
რედაქტირება- ↑ Theo A. Cope, Positive Psychotherapy: 'Let the Truth be Told'. International Journal of Psychotherapy, Vol 18, No 2, July 2014, http://www Архивная копия от 10 апреля 2018 на Wayback Machine. ijp.org.uk
- ↑ Peseschkian N. Schatten auf der Sonnenuhr: Erziehung, Selbsthilfe, Psychotherapie. Wiesbaden: Verlag Medical Tribune; 1974.
- ↑ Peseschkian N. Positive Psychotherapie. Theorie und Praxis einer neuen Methode. Frankfurt: Fischer; 1977.
- ↑ Peseschkian N. Positive Psychotherapy. Theory and practice of a new method. Berlin, Heidelberg: Springer-Verlag; 1987. (first German edition in 1977)
- ↑ Henrichs, C., Hum, G. (2020). Positive Psychotherapy and other psychotherapeutic methods. In: Messias E., Peseschkian H., Cagande C. (Editors) Positive Psychiatry, Psychotherapy and Psychology, (pp. 401-408), Springer, Cham (Switzerland).
- ↑ Remmers, A. (2020). Theoretical Foundations and Roots of Positive Psychotherapy. In: Messias E., Peseschkian H., Cagande C. (Editors) Positive Psychiatry, Psychotherapy and Psychology, (pp. 297-308), Springer, Cham (Switzerland).
- ↑ Kornbichler T, Peseschkian M. Nossrat Peseschkian: Morgenland – Abendland; Positive Psychotherapie im Dialog der Kulturen. Frankfurt am Main: Fischer Taschenbuch Verlag; 2003.
- ↑ Baha’u’llah. Gleanings from the Writings of Baha’u’llah. Wilmette: US Baha’i Publishing Trust; 1990 (pocket-size edition, pp. 259-260).
- ↑ Kornbichler T, Peseschkian M. Nossrat Peseschkian: Morgenland – Abendland; Positive Psychotherapie im Dialog der Kulturen. Frankfurt am Main: Fischer Taschenbuch Verlag; 2003.
- ↑ Kornbichler T, Peseschkian M. Nossrat Peseschkian: Morgenland – Abendland; Positive Psychotherapie im Dialog der Kulturen. Frankfurt am Main: Fischer Taschenbuch Verlag; 2003.
- ↑ Martin E. P. Seligman, Tayyab Rashid, Acacia C. Parks, Positive Psychotherapy. November 2006, American Psychologist, 774–788 [Seligman M, Rashid T, Parks T. Positive psychotherapy. Am Psychol. 2006;61(8):774–88.]
- ↑ Peseschkian H. (1987). Psycho-soziale Aspekte beim lumbalen Bandscheibenvorfall - Eine orthopädisch-psychosomatische Untersuchung von 100 Patienten. Medizinische Dissertation. Universität Mainz.
- ↑ Peseschkian N, Deidenbach H. Wiesbadener Inventar zur Positiven Psychotherapie und Familientherapie WIPPF. Берлин: Springer; 1988.
- ↑ PPT Center https://www.positum.org/ppt-centers/
- ↑ Grawe K, Donati R, Bernauer F. Psychotherapie im Wandel: Von der Konfession zur Profession. Göttingen: Hogrefe; 1994.
- ↑ Tritt, K., Loew, T. H., Meyer, M., Werner, B., & Peseschkian, N. (1999). Positive psychotherapy: Effectiveness of an interdisciplinary approach. The European Journal of Psychiatry, 13(4), 231–242 https://psycnet.apa.org/record/2000-13704-005
- ↑ https://www.positum.org/conferences/
- ↑ https://www.wiap.de/ueber-wiap/geschichte-der-wiap/
- ↑ Bundesgesetzblatt BGBL. Online-Archiv 1949 - 2022 | Bundesanzeiger Verlag. https://www.bgbl.de/xaver/bgbl/start.xav?start=%2F%2F*%5B%40attr_id%3D%27bgbl198s1311.pdf%27%5D#__bgbl__%2F%2F*%5B%40attr_id%3D%27bgbl198s1311.pdf%27%5D__1688224639996
- ↑ Peseschkian H. Die Anwendung der Positiven Psychotherapie im Managementtraining. In: Graf J, (ed). Seminare 2002 - Das Jahrbuch der Management-Weiterbildung (ManagerSeminare). Bonn: Gerhard May Verlags GmbH; 2001.
- ↑ Remmers A. An integrated model for salutogenesis and prevention in education, organisation, therapy, self-help and family consultation, based on positive family psychotherapy [Realized projects and experiences in Bulgaria 1992-1994]. 1995.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-18. ციტირების თარიღი: 2024-10-15.
- ↑ https://www.positum.org/training-standards/
- ↑ https://tmsearch.uspto.gov/bin/showfield?f=doc&state=4809:2znph.2.1[მკვდარი ბმული]
- ↑ https://www.positum.org/ppt-centers/
- ↑ N. Peseschkian & K. Tritt (1998) Positive psychotherapy effectiveness study and quality assurance, European Journal of Psychotherapy & Counselling, 1:1, 93-104, DOI: 10.1080/13642539808400508.
- ↑ Peseschkian N. Positive Psychotherapy. Theory and practice of a new method. Berlin, Heidelberg: Springer-Verlag; 1987. (first German edition in 1977)
- ↑ Peseschkian, H. (2023). Positive psychotherapy: Core principles. Current Psychiatry, 22(1). https://doi.org/10.12788/cp.0317
- ↑ Peseschkian, H. (2023). Positive psychotherapy: Core principles. Current Psychiatry, 22(1). https://doi.org/10.12788/cp.0317
- ↑ Frank JD. Persuasion and healing: a comparative study of psychotherapy. 3rd ed. Baltimore: Hopkins Univ. Press; 1991.
- ↑ Lapworth P, Sills C. Integration in counseling & psychotherapy. Los Angeles: SAGE; 2010.
- ↑ Norcross JC, Goldfried MR. Handbook of psychotherapy integration. New York: Oxford University Press; 2003.
- ↑ Peseschkian N. Positive Psychotherapy. Theory and practice of a new method. Berlin, Heidelberg: Springer-Verlag; 1987. (first German edition in 1977)
- ↑ Maslow AH. Motivation and personality. New York: Harper & Row; 1954.
- ↑ Носсрат Пезешкиан упоминает термин "позитивная психология" в своей книге о позитивной психотерапии в 1987 г., стр. 389
- ↑ Jork K, Peseschkian N. Salutogenese und Positive Psychotherapie. Bern, Stuttgart: Hans Huber Verlag; 2003/2006.
- ↑ Kirillov, I. (2020). Positive Psychosomatics. In: Messias E., Peseschkian H., Cagande C. (Editors) Positive Psychiatry, Psychotherapy and Psychology, (pp. 165-176), Springer, Cham (Switzerland).
- ↑ В немецком языке есть очень точное слово, обозначающее мировоззрение, философию жизни, образ или концепцию человека: Menschenbild. Эта концепция играет очень важную роль в философии, медицине и психотерапии.
- ↑ Peseschkian H, Peseschkian N. Der Mensch ist seinem Wesen nach gut. Die Notwendigkeit eines positiven Menschenbildes für Priester und Ärzte im Zeitalter multikultureller Gesellschaften. In: Paris W, Ausserer O (eds.). Glaube und Medizin. Meran: Alfred und Söhne; 1993.
- ↑ Kirillov, I. (2020). Positive Psychosomatics. In: Messias E., Peseschkian H., Cagande C. (Editors) Positive Psychiatry, Psychotherapy and Psychology, (pp. 165-176), Springer, Cham (Switzerland).
- ↑ Пешкиан Х. Основы позитивной психотерапии. Архангельск: Изд-во Медицинского института; 1993.
- ↑ Peseschkian H, Remmers A (2013): Positive Psychotherapie. In der Buchreihe „Wege der Psychotherapie“. Reinhardt Verlag München.
- ↑ Kirillov, I., Efremova, P., Dobiala, E., & Pleshakov, I. (2023). Primary Capacities as a Predictor of Perceived Stress, Anxiety, and Depression in the Pandemic Crisis of Covid-19. The Global Psychotherapist, 3(2), 19-29. https://doi.org/10.52982/lkj195
- ↑ Peseschkian, N. (1974): Schatten auf der Sonnenuhr. Wiesbaden: Medical Tribune.
- ↑ Peseschkian H, Remmers A (2013): Positive Psychotherapie. In der Buchreihe "Wege der Psychotherapie". Reinhardt Verlag München
- ↑ Chykhantsova, O., & Kuprieieva, O. (2021). Possibilities of Positive Psychotherapy in the Formation of Hardiness. The Global Psychotherapist, 1(2), 22–26. https://doi.org/10.52982/lkj147
- ↑ Remmers, A. (2020). Theoretical Foundations and Roots of Positive Psychotherapy. In: Messias E., Peseschkian H., Cagande C. (Editors) Positive Psychiatry, Psychotherapy and Psychology, (pp. 297-308), Springer, Cham (Switzerland).
- ↑ Remmers, A. (2020). Theoretical Foundations and Roots of Positive Psychotherapy. In: Messias E., Peseschkian H., Cagande C. (Editors) Positive Psychiatry, Psychotherapy and Psychology, (pp. 297-308), Springer, Cham (Switzerland).
- ↑ Henrichs, C. (2012). Psychodynamic Positive Psychotherapy Emphasizes the Impact of Culture in the Time of Globalization. Psychology, 3(12A), 1148-1152.
- ↑ Peseschkian H. Die Anwendung der Positiven Psychotherapie im Managementtraining. In: Graf J, (ed). Seminare 2002 - Das Jahrbuch der Management-Weiterbildung (ManagerSeminare). Bonn: Gerhard May Verlags GmbH; 2001.
- ↑ Moghaddam FM, Harre R. But is it science? Traditional and alternative approaches to the study of social behavior. World Psychology. 1995;1(4):47–78.
- ↑ Badecka, P. (2023). The Possibilities OF Transcultural Positive Psychotherapy in Supporting the Development of Post-Traumatic Growth (PTG). The Global Psychotherapist, 3(1), 98-103. https://doi.org/10.52982/lkj187
- ↑ Cesko, E., Sinici, E. (2020). Positive Psychotherapy in Different Cultures. In: Messias E., Peseschkian H., Cagande C. (Editors) Positive Psychiatry, Psychotherapy and Psychology, (pp. 201-210), Springer, Cham (Switzerland).
- ↑ Peseschkian H. (1987). Psycho-soziale Aspekte beim lumbalen Bandscheibenvorfall - Eine orthopädisch-psychosomatische Untersuchung von 100 Patienten. Medizinische Dissertation. Universität Mainz.
- ↑ Robinson DJ. The psychiatric interview. 2nd edition. Port Huron, MI, USA, Rapid Psychler Press: 2005
- ↑ Reimer C, Eckert J, Hautzinger M, Wilke E. Psychotherapie: Ein Lehrbuch für Ärzte und Psychologen. Heidelberg: Springer; 2000.
- ↑ Lambert NJ. Psychotherapy outcome research: implications for integrative and eclectic therapists. In: Goldfried M, Norcross JC, editors. Handbook of psychotherapy integration. New York: Basic Books; 1992.
- ↑ Snyder C. R. Handbook of hope: theory, measures & applications. San Diego: Academic Press; 2000.
- ↑ Frank J. D. Persuasion and healing: a comparative study of psychotherapy. 3rd ed. Baltimore: Hopkins Univ. Press; 1991.
- ↑ Peseschkian H. Psycho-soziale Aspekte beim lumbalen Bandscheibenvorfall (Psycho-social aspects of lumbar disc herniation). Doctoral medical dissertation. University of Mainz, Medical Faculty; 1988
- ↑ Remmers, A., Peseschkian, H. (2020). The First Interview in Positive Psychotherapy. In: Messias E., Peseschkian H., Cagande C. (Editors) Positive Psychiatry, Psychotherapy and Psychology, (pp. 309-330), Springer, Cham (Switzerland)
- ↑ Peseschkian, H., Remmers, A. (2020). Life Balance in Positive Psychotherapy. In: Messias E., Peseschkian H., Cagande C. (Editors) Positive Psychiatry, Psychotherapy and Psychology, (pp. 91-102), Springer, Cham (Switzerland).
- ↑ Cesco, E. (2023). Four Aspects of the Quality of Life, the Balance Model and Sexual Disorders. The Global Psychotherapist, 3(1), 104–114. https://doi.org/10.52982/lkj188
- ↑ Peseschkian, N. Positive psychotherapy of everyday life: A practical guide. Bloomington, USA: AuthorHouse; 2016 (first German edition in 1974)
- ↑ Goncharov, M. (2020). Conflict model of Positive Psychotherapy. In: Messias E., Peseschkian H., Cagande C. (Editors) Positive Psychiatry, Psychotherapy and Psychology, (pp. 331–348), Springer, Cham (Switzerland).
- ↑ Battegay R. In: Jork K, Peseschkian N, editors. Salutogenese und Positive Psychotherapie. Bern: Huber; 2006
- ↑ Peseschkian, N. Positive psychotherapy of everyday life: A practical guide. Bloomington, USA: AuthorHouse; 2016. (first German edition in 1974)
- ↑ Lytvynenko, O., Zlatova, L., Karikash, V., Zhumatii, T. (2020). Using stories, anecdotes and humor in Positive Psychotherapy. In: Messias E., Peseschkian H., Cagande C. (Editors) Positive Psychiatry, Psychotherapy and Psychology, (pp. 349–358), Springer, Cham (Switzerland).
- ↑ Remmers, A. (2022). How Do Traditional Stories Work in the Process of Solving Unconscious, Interpersonal and Cultural Conflict? A Contribution to Narrative Ethics. The Global Psychotherapist, 2(2), 77–85. https://doi.org/10.52982/lkj175
- ↑ Peseschkian N. Positive Psychotherapy. Theory and practice of a new method. Berlin, Heidelberg: Springer-Verlag; 1987. (first German edition in 1977)
- ↑ Eryilmaz, A. (2023). The Method of Resolving Actual Conflict in Five Stages and with Five Capabilities Based on Positive Psychotherapy: The Trust-PHAL Method. The Global Psychotherapist, 3(1), 15–24. https://doi.org/10.52982/lkj177
- ↑ Remmers, A. (2023). Transference and Countertransference. The Global Psychotherapist, 3(1), 75–79. https://doi.org/10.52982/lkj183
- ↑ Henrichs, C., Hum, G. (2020). Positive Psychotherapy and other psychotherapeutic methods. In: Messias E., Peseschkian H., Cagande C. (Editors) Positive Psychiatry, Psychotherapy and Psychology, (pp. 401–408), Springer, Cham (Switzerland).
- ↑ Kirillov, I. (2023). Evaluation Criteria for Psychosomatic Practice. The Global Psychotherapist, 3(2), 57–69. https://doi.org/10.52982/lkj199
- ↑ Remmers A. An integrated model for salutogenesis and prevention in education, organisation, therapy, self-help and family consultation, based on positive family psychotherapy [Realized projects and experiences in Bulgaria 1992–1994]. 1995.
- ↑ Cope TA. Positive Psychotherapy’s theory of the capacity to know as explication of unconscious contents. J Relig Health. 2007;48(1):79–89.
- ↑ Пезешкиан Г. Основы позитивной психотерапии. Архангельськ: Из-во мед. института; 1993. [російською мовою].
- ↑ Syrous S. Positive and crosscultural psychotherapy. Nossrat Peseschkian—his life and work. In: Leeming DA, editor. Encyclopedia of psychology and religion. 2nd ed. New York: Springer; 2014.
- ↑ Remmers A. An integrated model for salutogenesis and prevention in education, organisation, therapy, self-help and family consultation, based on positive family psychotherapy [Realized projects and experiences in Bulgaria 1992–1994]. 1995.
- ↑ Peseschkian N, Peseschkian N, Peseschkian H. Lebensfreude statt Stress. 2nd ed. Stuttgart: TRIAS; 2009
- ↑ Seiwert L. Balance your life. Die Kunst, sich selbst zu führen. München: Piper; 2010.
- ↑ Peseschkian H. Die Anwendung der Positiven Psychotherapie im Managementtraining. In: Graf J, (ed). Seminare 2002 - Das Jahrbuch der Management-Weiterbildung (ManagerSeminare). Bonn: Gerhard May Verlags GmbH; 2001.
- ↑ Kravchenko, Y. (2020). Positive Psychotherapy in Organizational and Leadership Coaching. In: Messias E., Peseschkian H., Cagande C. (Editors) Positive Psychiatry, Psychotherapy and Psychology, (pp. 253-276), Springer, Cham (Switzerland)
- ↑ Sinici, E. (2020). Positive Family and Marital Therapy. In: Messias E., Peseschkian H., Cagande C. (Editors) Positive Psychiatry, Psychotherapy and Psychology, (pp. 218-228), Springer, Cham (Switzerland)
- ↑ Peseschkian N. Positive family therapy. The family as therapist. Berlin, Heidelberg: Springer; 1986. (first German edition in 1980, latest English edition in 2016 by AuthorHouse UK)
- ↑ https://www.positum.org/wp-content/uploads/2022/06/WAPP-Training-Standards-and-Curricula_-as-of-June-2022.pdf
- ↑ https://www.positum.org/wp-content/uploads/2021/04/guidelines_self-discovery_24.01.2021.pdf
- ↑ Ciesielski, R. (2023). The Integrative Model of Reflective Team Supervision in Positive Psychotherapy. The Global Psychotherapist, 3(1), 80–86. https://doi.org/10.52982/lkj184
- ↑ Frolov, P. (2020). Supervision in Positive Psychotherapy. In: Messias E., Peseschkian H., Cagande C. (Editors) Positive Psychiatry, Psychotherapy and Psychology, (pp. 359–370), Springer, Cham (Switzerland).
- ↑ https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%BE%D0%B7%D0%B8%D1%82%D0%B8%D0%B2%D0%BD%D0%B0%D1%8F_%D0%BF%D1%81%D0%B8%D1%85%D0%BE%D1%82%D0%B5%D1%80%D0%B0%D0%BF%D0%B8%D1%8F#cite_ref-%D0%B0%D0%B2%D1%82%D0%BE%D1%81%D1%81%D1%8B%D0%BB%D0%BA%D0%B011_82-0
- ↑ https://www.positum.org/wp-content/uploads/2022/06/WAPP-Training-Standards-and-Curricula_-as-of-June-2022.pdf
- ↑ https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%BE%D0%B7%D0%B8%D1%82%D0%B8%D0%B2%D0%BD%D0%B0%D1%8F_%D0%BF%D1%81%D0%B8%D1%85%D0%BE%D1%82%D0%B5%D1%80%D0%B0%D0%BF%D0%B8%D1%8F#cite_ref-%D0%B0%D0%B2%D1%82%D0%BE%D1%81%D1%81%D1%8B%D0%BB%D0%BA%D0%B011_82-0
- ↑ https://www.positum.org/world-congress/
- ↑ https://www.wiap.de/
- ↑ https://www.positum.org/
- ↑ https://web.archive.org/web/20160307042204/http:/europsyche.org/contents/13148/positive-psychotherapy-peseschkian-since-1968-