პიტერ ფინჩი (ინგლ. Peter Finch), დაბადების სახელი ფრედერიკ ჯორჯ პიტერ ინგლ ფინჩი (ინგლ. Frederick George Peter Ingle Finch;[1] დ. 28 სექტემბერი, 1916, ლონდონი — გ. 14 იანვარი, 1977, ბევერლი ჰილზი) — ინგლისში დაბადებული ავსტრალიელი კინოსა და თეატრის მსახიობი.[2][3]

პიტერ ფინჩი

ფინჩი 1955 წელს
დაბადების სახელი ფრედერიკ ჯორჯ პიტერ ინგლ ფინჩი
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1916
ლონდონი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 14 იანვარი, 1977 (60 წლის)
ბევერლი ჰილზი, აშშ
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1934-1977
ჯილდოები ოსკარი, BAFTA (5), ოქროს გლობუსი

დაიბადა 1916 წლის 28 სექტემბერს ლონდონში. 1926 წელს საცხორებლად გადავიდა ავსტრალიაში. სკოლის დასრულების შემდეგ ადგილობრივ გაზეთ „The Sun“-ში დაიწყო მუშაობა. 1933 წელს მიიღო პირველი როლი სპექტაკლში „Caprice“.[4] პარალელურად იგი მუშაობდა რადიოში. მისი დებიუტი კინოში შედგა 1935 წელს, კონკიას ზღაპარზე დაფუძნებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში „ჯადოსნური ფეხსაცმელი“ (ინგლ. The Magic Shoes). 1938 წელს მონაწილეობა მიიღო მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში „Dad and Dave Come to Town“, ამას მოჰყვა როლები ფილმებში „Mr. Chedworth Steps Out“ (1939) და „The Power and the Glory“ (1941).

1941 წლის 2 ივნისს ავსტრალიის არმიაში ჩაირიცხა.[5] ომის პერიოდში მას ნება დართეს, ემუშავა რადიოში, თეატრსა და კინოში. 1942-1944 წლებში მონაწილეობდა რამდენიმე პროპაგანდისტულ საომარ ფილმში. ომიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ კინოკარიერას მიჰყო ხელი, ხოლო 1948 წელს დატოვა ავსტრალია და საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, სადაც მონაწილეობა მიიღო რიგ ფილმებში.

მისი კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელია ჰაუარდ ბილის როლი 1976 წლის ფილმში „ქსელი“ (1976).[3] იმავე წელს უკანასკნელად განასახიერა ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის იცხაკ რაბინის როლი ტელეფილმში „რეიდი ენტებეზე“. პიტერ ფინჩი 1977 წლის 14 ნოემბერს, ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთ სასტუმროში გულის შეტევით გარდაიცვალა.[6] დაკრძალულია ჰოლივუდში.[3]

პიტერ ფინჩს მიღებული აქვს რიგი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის — ოსკარის (სიკვდილის შემდგომ),[7][8] ოქროს გლობუსის, ვერცხლის დათვისა და BAFTA-ს ხუთი ჯილდო.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1935 ჯადოსნური ფეხსაცმელი The Magic Shoes პრინცი ჩერმინგი
1938 მამა და დეივი მოდიან ქალაქში Dad and Dave Come to Town ბილ რაიანი
1939 Mr. Chedworth Steps Out ართურ ჯეიკობსი
1941 სანამ დრო არის While There is Still Time ჯიმი
1941 ძალა და დიდება The Power and the Glory ფრენკ მილერი
1942 მორიგი ბარიერი Another Threshold
1943 წყნაროკეანური სამხრეთ-დასავლეთი South West Pacific RAAF-ის პილოტი
1943 ეს ვარსკვლავები ჩემია These Stars Are Mine რეინოლდსი
1944 ტორბრუკის ვირთხები The Rats of Tobruk პიტერ ლინტონი
1946 შვილი დაიბადა A Son Is Born პოლ გრეჰემი
1948 დილის წითელი მზე Red Sky at Morning მაიკლი
1949 Eureka Stockade ჰამფრი
1949 Train of Events ფილიპ მეისონი
1950 ხის ცხენი The Wooden Horse ავსტრალიელი ჰოსპიტალში
1950 მინივერის ისტორია The Miniver Story პოლონელი ოფიცერი
1952 რობინ ჰუდისა და მხიარული მამაკაცების ისტორია The Story of Robin Hood and His Merrie Men შერიფი ნოტინგემიდან
1953 გილბერტისა და სალივანის ისტორია The Story of Gilbert and Sullivan რიჩარდ დ'ოილი კარტი
1953 The Heart of the Matter მამა რენკი
1954 სპილოების ბილიკი Elephant Walk ჯონ უილი
1954 მამა ბრაუნი Father Brown ფლამბო
1954 გამიკეთე შემოთავაზება Make Me an Offer ჩარლი
1955 ბნელი შურისმაძიებელი The Dark Avenger გრაფ დევილი
1955 ჯოზეფინა და მამაკაცი Josephine and Men დევიდ ჰიუერი
1955 საიმონი და ლაურა Simon and Laura საიმონ ფოსტერი
1955 Passage Home ლაკი რაილენდი
1956 ალისას მსგავსი ქალაქი A Town Like Alice ჯო ჰერმანი
1956 რივერ-პლეიტის ბრძოლა The Battle of the River Plate კაპიტანი ლანგსდორფი,
ადმირალი შპეე
1957 შირალი The Shiralee ჯიმ მაკოლეი
1957 უინდომის გზა Windom's Way ალეკ უინდომი
1957 Robbery Under Arms კაპიტანი სტარლაიტი
1959 ოპერაცია ამსტერდამი Operation Amsterdam იენ სმითი
1959 ისტორია მონაზონზე The Nun's Story დოქტორი ფორტუნატი
1960 მოტაცებული Kidnapped ალან ბრეკ სტიუარტი
1960 ოსკარ უაილდის პროცესი The Trials of Oscar Wilde ოსკარ უაილდი
1961 რეიჩელ კეიდი ცოდვები The Sins of Rachel Cade პოლკოვნიკი ჰენრი დეროუდი
1961 არ არის სიყვარული ჯონისთვის No Love for Johnnie ჯონი ბირნი
1962 I Thank a Fool სტივენ დეინი
1963 დილის სიგრილეში In the Cool of the Day მარი ლოგანი
1964 გოგრის მჭამელი The Pumpkin Eater ჯეიკ ერმიტაჟი
1964 გოგონა მწვანე თვალებით Girl with Green Eyes იუჯინ გალარდი
1964 პირველი ადამიანები მთვარეზე First Men in the Moon დამხმარე
1965 ფენიქსის აფრენა The Flight of the Phoenix კაპიტანი ჰარისი
1966 ჯუდითი Judith აარონ სტელინი
1966 ზაფხული, თერთმეტის ნახევარზე 10:30 P.M. Summer პოლი
1967 Come Spy with Me კამეო გამოჩენა
1967 გადარეული ბრბოსაგან შორს Far from the Madding Crowd უილიამ ბოლდვუდი
1968 ლეგენდა ლაილა კლერზე The Legend of Lylah Clare ლიუის ზარკენი
1969 წითელი კარავი Красная палатка უმბერტო ნობილე
1969 The Greatest Mother of Them All შონ ჰაუარდი
1971 კვირა, დაწყევლილი კვირა Sunday Bloody Sunday დოქტორი დენიელ ჰირში
1972 Something to Hide ჰარი ფილდი
1973 დაკარგული ჰორიზონტი Lost Horizon რიჩარდ კონვეი
1973 Bequest to the Nation ჰორაციო ნელსონი
1973 ინგლისმა შემქმნა მე England Made Me ერიკ კრო
1974 The Abdication კარდინალი აცოლინო
1976 ქსელი Network ჰაუარდ ბილი
1976 ტფ რეიდი ენტებეზე Raid on Entebbe იცხაკ რაბინი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: პიტერ ფინჩი

სქოლიო რედაქტირება

  1. Index entry. FreeBMD. ONS. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2011.
  2. Obituary Variety Obituaries, 19 იანვარი, 1977, p. 94.
  3. 3.0 3.1 3.2 Finch, Frederick George Peter Ingle (1916–1977). Australian Dictionary of Biography Online Edition. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2008.
  4. „The Repertory Theatre“. The Sydney Morning Herald. 16 დეკემბერი, 1933. p. 8. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2012 – წარმოდგენილია National Library of Australia-ის მიერ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  5. World War II Nominal Roll. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-28. ციტირების თარიღი: 2020-09-20.
  6. "Actor Peter Finch, 60, Starring in 'Network,' Dies", The Washington Post, 15 იანვარი, 1977
  7. ABC Eyewitness News; 23 თებერვალი, 2009; Midnight broadcast
  8. 'Slumdog Millionaire' fulfills its Oscar destiny. TODAY.com.