პიტერ ბრეიგელი (უფროსი)
პიტერ ბრეიგელი (ნიდერლ. Pieter Bruegel, ˈbɾøːɣəl; დ. დაახლოებით 1525-1530, ბრედა ან სოფ. ბრეიგელი — გ. 5 სექტემბერი, 1569, ბრიუსელი) — ნიდერლანდელი ფერმწერი და გრავიორი. ნიდერლანდური ფერწერის ერთ-ერთი ყველაზე შინაარსიანი პერიოდი დაკავშირებულია მის სახელთან.
პიტერ ბრეიგელი (უფროსი) | |
---|---|
დომინიკუს ლამპსონიუსის მიერ შექმნილი პორტრეტი. | |
დაიბადა | დაახლ. 1525-1530 |
დაბადების ადგილი |
ბრედა ან სოფ. ბრეიგელი, ბრაბანტი, ჰაბსბურგული ნიდერლანდები, (დღევანდელი ნიდერლანდები) |
გარდაიცვალა | თარგი:Death date (39-დან 44 წლამდე ასაკში) |
გარდაცვალების ადგილი |
ბრიუსელი, ბრაბანტის საგრაფო, ჰაბსბურგული ნიდერლანდები, (დღევანდელი ბელგია) |
სფერო | მხატვრობა, ესტამპი |
მიმდინარეობა | ჰოლანდიური და ფლემიშური რენესანსი |
ჟანრი | Northern Renaissance, პეიზაჟი[1] , პორტრეტი[1] , ნატურმორტი[1] , animal art[1] და მარინა[1] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპიტერ ბრეიგელის შემოქმედება განმსჭვალულია ღრმა ტრაგიზმით; მის ადრეულ ნამუშევრებს ფილოსოფიურ-პესიმისტური ელფერი დაჰკრავს („ბავშვთა თამაშობანი“, „მარხვისა და კარნავალის ბრძოლა“)
მიუხედავად თავისი ფანტასტიურობისა, თითოეული მისი ტილო გამოირჩევა რეალობის მძაფრი შეგრძნებით. მხატვარს საწყის წერტილად ყოველთვის ადამიანის ბუნებრივი ასპექტი აქვს გამოყენებული და ცდილობს, ადამიანისა და სამყაროს მასშტაბურ შეფარდებაში მონახოს ერთადერთი სწორი პროპორცია. 1561 წელს ქმნის ტილოს , „სიკვდილის ტრიუმფი“, რომელიც თავისი შემზარავი ფანტასმაგორიულობით გაცილებით ბევრჯერ აღემატება ბოსხს. შემდგომში მისი ნამუშევრები იძენენ უფრო დამშვიდებულ ფილოსოფიურ ხასიათს - „მაიმუნები“ , „ბაბილონის კოშკი. აღსანიშნავია მისი პეიზაჟების მთელი ციკლი, რომელიც ეძღვნება წელიწადის დროებს – „მონადირეები თოვლში, „მკა“, „ფარის დაბრუნება“, „მოღუშული დღე“.
ერთ-ერთი მისი კაპიტალური ნამუშევარია „გლეხთა ცექვა“, სადაც მხატვარი გადმოსცემს გლეხთა ხასიათს, ჩვევებს, მათ მანერებს, განცდებს; ბრეიგელის ტილოებში თითოეული ფიგურა თითქოსდა შეჩერებულია, ცეკვის, ჩხუბისა თუ კოცნის დროს. კომპოზიციები გამოირჩევა უხეში მონუმენტურობით („გლეხთა ქორწილი“). პიტერ ბრეიგელი იყენებს რეალურ ფაქტებს ადამიანების ცხოვრებიდან და სისასტიკით აღწერს ცხოვრების სიმახინჯის გამოუვალობას –ასეთია მისი ბოლო ტილოები:„მიზანტრიპი“, „დასახიჩრებულნი“, „ბრმები“. მისი ნამუშევრები დაცულია მადრიდის, ბრიუსელის, ვენის, ლუვრის და ანტვერპენის მუზეუმებში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: პიტერ ბრეიგელი (უფროსი)
დაარქივებული 2012-07-04 საიტზე Wayback Machine.
- www.Pieter-Bruegel-The-Elder.org დაარქივებული 2020-11-14 საიტზე Wayback Machine. 99 works by Pieter Bruegel the Elder
- Gallery of all paintings and drawings
- Timken Museum of Art's "Parable of the Sower" by Pieter Bruegel the Elder დაარქივებული 2010-04-21 საიტზე Wayback Machine.
- Creativity Brueghel laid the foundation of the Netherlands School
- The political consciousness of Pieter Bruegel
- Orenstein, Nadine M., ed. (2001). Pieter Bruegel the Elder: Drawings and Prints. The Metropolitan Museum of Art. ISBN 9780870999901.