პირაღმა მდინარე
„პირაღმა მდინარე“ (ფრანგ. La Rivière à l'envers) — ფრანგი მწერლის — ჟან კლოდ მურლევას რომანი. გამოცემულია ორ ტომად: „ტომეკი“ (2000) და „ჰანაჰი“ (2001). წიგნი არის საბავშვო ლიტერატურის ბესტსელერი. წიგნი მეოცნებე ფრანგი ბიჭუნას — ტომეკის ისტორიას მოგვითხრობს, რომლის ცხოვრებაშიც საოცრებები ხდება. საბავშვო რომანი „პირაღმა მდინარე“ 16 ლიტერატურული პრემიის ლაურეატია: დამწყებ მკითხველთა პრემია (ბეგლი, 2001), მკითხველთა პრემია (ასკის ვიენევი, 2001), ბელფორის კოლეჯების პრემია და სხვა. ბოლოს კი ჩაინა-თაიმს-დეილის პრემია საუკეთესო საყმაწვილო წიგნი (ტაივანი 2006).[1] „ტომეკი“ ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა,[2] ხოლო „ჰანაჰი“ ნატა ბალავაძემ.[3]