კონსტანტინე პიპინაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან პიპინაშვილი, კონსტანტინე)

კონსტანტინე კონსტანტინეს ძე პიპინაშვილი (დ. 2 ოქტომბერი, 1912, ქუთაისი — გ. 15 აპრილი, 1969, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი. საქართველოს რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1967).

კონსტანტინე პიპინაშვილი
დაბადების თარიღი 2 ოქტომბერი, 1912
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 15 აპრილი, 1969 (56 წლის)
თბილისი
ჯილდოები საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967)
საპატიო ნიშნის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ხელოვნების სიყვარულმა თბილისის მოძრავ საკოლმეურნეო თეატრში მიიყვანა. მუშაობა დაიწყო ელექტრომექანიკოსად. შემდეგ ორი წელი საქართველოს „სახკინმრეწვის“ ნახატი და მულტფილმების საამქროშია მხატვრად. 1932 წელს შევიდა მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტის სასცენარო-სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1936 წელს დაამთავრა. რამდენიმე წელი რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა ჯერ „მოსფილმში“, შემდეგ „ქართულ ფილმში“ რეჟისორ-დიპლომანტად.

1937 წელს კ. პიპინაშვილი ისევ აგრძელებს სწავლას იმავე ინსტიტუტში, ამჯერად სარეჟისორო ფაკულტეტზე. აქ მას ხელმძღვანელობდა დიდი ხელოვანი სერგეი ეიზენშტეინი. თბილისში დაბრუნების შემდეგ, 1940 წელს გადაიღო პირველი დამოუკიდებელი მხატვრული ფილმი „ქაჯანა“. ამას მოჰყვა „ხიდი“ (1940), რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობდა ომის დაწყებისთანავე რესპუბლიკურ და საკავშირო ეკრანებზე, „ოქროს ბილიკი“ (1943) და გახმაურებული „აკაკის აკვანი“ (1946). საგულისხმოა ის, რომ უკვე ცნობილი რეჟისორი ეგრეთ წოდებული „მცირე ფილმიანობის“ პერიოდში მუშაობდა სადუბლიაჟო საამქროში, დუბლიაჟის რეჟისორად.

1955 წელს კ. პიპინაშვილმა განაახლა ფილმების გადაღება. მისმა სათავგადასავლო-ფანტასტურმა მხატვრულმა ფილმმა „ორი ოკეანის საიდუმლოება“, 1958 წელს ვენეციის ფესტივალზე ერთ-ერთი პრიზიც დაიმსახურა. ამას მოჰყვა კინოფილმები: „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე“ (1958), „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“ (1959), „ზღვის შვილები“ (1964), „მოლოდინი“ (1969).

იყო კინოსტუდიის შემოქმედებითი სექციის, რეჟისორთა სექციის თავმჯდომარე, მონაწილეობდა ს. ეიზენშტეინის შემოქმედებით მემკვიდრეობის შესწავლა-დამუშავების საქმეში. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის ორდენით“ და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 301, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება