პინიოსი (ბერძ. Πηνειός) — მდინარე საბერძნეთში. თესალიის უდიდესი მდინარე. სიგრძე დაახლოებით 205 კმ, აუზის ფართობი 10 700 კმ².[1] სათავეს იღებს პინდოსის მთებში. ერთვის ეგეოსის ზღვის თერმეკოსის ყურეს. სათავეში მთის მდინარეა, დაახლოებით ქალაქ ტრიკალამდე აქვს სამხრული მიმართულება, შემდეგ ძირითადად მოიხრება აღმოსავლეთისაკენ, ქვემო დინებაში მდინარის ნაპირზე გაშენებულია ქალაქი ლარისა, აქ მდინარეს ფართო ხეობა აქვს.

პინიოსი
Pinios River Tempe Valley.jpg
პინიოსი
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ქალაქები ლარისა
სათავე პინდოსი
შესართავი ეგეოსის ზღვა
39°56′03″ ჩ. გ. 22°43′03″ ა. გ. / 39.93417° ჩ. გ. 22.71750° ა. გ. / 39.93417; 22.71750
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 205 კმ
აუზის ფართობი 10 700 კმ²
პინიოსი — საბერძნეთი
პინიოსი
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg პინიოსი ვიკისაწყობში

პინიოსი შუა და ქვემო დინებაში მარჯვნიდან რამდენიმე მნიშვნელოვან შენაკადებს ღებულობს და შეერთვის თერმეკოსის ყურეს კარიცის ჩრდილოეთით. ქვემო დინებაში ხეობა ვიწროა, მისგან სამხრეთით აღმართულია მთა ოსა (1978 მ).

სახელი ეწოდა ღმერთ პენეიოსის მიხედვით. შუა საუკუნეებში ეწოდებოდა სალამბრიასი და სალაბრიასი.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება