პიერ-ემილ მარტენი (ფრანგ. Pierre-Émile Martin), (დ. 18. VIII. 1824, ბურჟი, შერის დეპარტამენტი, გ. V.1915, ფურშამბოში, ნიევრის დეპარტამენტი) — ფრანგი მეტალურგი. 1864 წელს წამოაყენა სხმული ფოლადის რეგენერაციულ ალქმედ ღუმელში მიღების ახალი ხერხი (მარტენის ფოლადი). მარტენმა გამოიყენა ფ. სიმენსის მიერ შემუშავებული წვის პროდუქტების სითბოს რეგენერაციის პრინციპი ჰაერისა და აირის გასახურებლად, რის გამოც შესაძლებელი გახდა ფოლადის გამოდნობისთვის საჭირო ტემპერატურის მიღება.

პიერ მარტენი

ლიტერატურა რედაქტირება