პერიარი

მდინარე ინდოეთში

პერიარი (სიტყვასიტყვით „დიდი მდინარე“) — სიგრძით და პოტენციალური ჩამონადენით უდიდესი მდინარე ინდოეთის შტატ კერალაში.[1] მდინარე ინდოეთის რამდენიმე დიდ ქალაქს მთელი წლის განმავლობაში სასმელი წყლით ამარაგებს.[2] პერიარს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კერალას ეკონომიკაშიც. ის იდუკის ჰიდროელექტროსადგურის მეშვეობით აწარმოებს შტატის ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილს და სამრეწველო რეგიონების უახლოესად მიედინება. გარდა იმისა, რომ მდინარის წყლის ნაწილი საყოფაცხოვრებოდ და სარწყავადაა განკუთვნილი, მას თევზჭერისათვისაც იყენებენ.[3][4] ამ მიზეზების გამო მდინარეს კერალას „სიცოცხლის ხაზს“ უწოდებენ.[5]

პერიარი
പെരിയാര്
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ტერიტორიული ერთეულები კერალა, ტამილნადუ
მარჯვენა შენაკადები მულაიარი
პერინჯანკუტი
მუტრაპუჟა
ედამალა
მარცხენა შენაკადები ჩერუთონი
სათავის სიმაღლე 1 830 მ
წყლის ხარჯი (საშ.) 295 მ³/წმ
პერიარი ვიკისაწყობში

წარმოშობა და გზა რედაქტირება

პერიარის მდინარის სიგრძეა 244 კილომეტრი, ხოლო ფართობი 5 398 კვადრატული კილომეტრი, აქედან 5 284 კმ² კერალაში მდებარეობს.

წყაროები რედაქტირება

მდინარის კვების წყაროები დასავლეთ გატების მაღალ მთიანეთშია.[6][7] სხვადასხვა ვერსიებით მისი სათავე კერალაში ან მის მეზობელ ტამილნადუშია. კერალას შტატი ინდოეთის უზენაესი სასამართლოს საშუალებით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ პერიარის სათავეც და შესართავიც კერალაშია.[8][9] სასამართლოში ამასვე ითხოვდა ტამილანდუ.[10] მდინარის საკვები წყაროების უმეტესი ნაწილი პერიარის სახელმწიფო პარკის ტყეებში მდებარეობს.[11][12] ტამილანდუს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მდინარე სათავეს სივაგირის მთებში იღებს, რომელიც მათ შტატშია.[13][14][15] თუმცა 2014 წელს ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პერიარის სათავე არ არის ტამილანდუში.[16]

 
მდინარის ხედი ბუთათანკეთუს წყალსაცავიდან

აუზი რედაქტირება

პერიარის აუზი მოიცავს 5 398 კვადრატულ კილომეტრს, რომლის უდიდესი ნაწილი კერალაში მდებარეობს. ის მოქცეულია ჩ.გ 9°15’30” და 10°21’00”, ა.გ. 76°08’38” და 77°24’32”-ს შორის. მდინარიე მიედინება იდუკის, ერნაკულამისა და თრისურის ადმინისტრაციულ ერთეულებში კერელას[17] ტერიტორიაზე და კოიმბატორის რაიონში ტამილანდუში.[18] მდინარის აუზს ლათინური შებრუნებული L-ის ფორმა აქვს. სიგრძე-სიგანის თანაფარდობა შესაბამისად არის 6:1. მდინარის აუზის უდიდესი ნაწილი ღრმა, ციცაბო ხეობებსა და მაღალმთიან რაიონებს უკავია.[17]

კაშხლები რედაქტირება

ჰიდროენერგეტიკული პროექტები რედაქტირება

 
იდუკის კაშხალი

იდუკის კაშხალი კერალას უდიდესი ჰიდროენერგეტიკული რესურსია და პერიარიზე მდებარეობს. იდუკი უდიდესი კაშხალია საკუთარი სახის კაშხლებს შორის (კონკრეტულად, ორმაგი სიმრუდის პარაბოლური, წვრილ თაღოვან კაშხლებს შორის[3]) აზიაში და სიდიდით მეორე მსოფლიოში. მისი გენერატორები 780 მეგავატის სიმძლავრისაა. კაშხლის სიმძლავრე მინიმალურია მუსონების დროს. იდუკი ასევე არის რეზერვუარი ცხელ ზაფხულში, როდესაც სხვა კაშხლებში წყლის დონე დაბალია.

მდინარეზე სხვა ჰიდროენერგეტიკული ობიექტებია, როგორიცაა პალივასალი, ჩენკულამი, პანიარი, ნერიამანგალამი და ქვემო პერიარი.

წყალსაცავები რედაქტირება

პერიარიზე არის ისეთი მნიშვნელოვანი წყალსაცავები, როგორიცაა ბოტატანკეტუ,[19] იდამალიარი, ქვემო პარიარი, მატუპეთი, ანაირანგალი, კუნდალა, პონმუდი, კალარკუტი, იდუკი[20], სენგულამი, კალარი, ერატაიარი და მულაპერიარი.

ამჟამად მდინარის საკმაოდ დიდი ნაწილი მძიმედაა დაბინძურებული. ინდუსტრიული ნარჩენები წალს ტოქსიკური ნივთიერებებით ავსებს. რომლებსაც სასიკვდილო მოქმედება ახასიეთებთ. ასეთებია: დიქლორდიფენილტრიქლორეთანი, ენდოსულფანი, ექვსვალენტიანი და სამვალენტიანი ქრომი, ტყვია, ციანიდი, ჰექსაქლორობენზინი.[21][22]

სქოლიო რედაქტირება

  1. Study area and methods გვ. 7. ციტირების თარიღი: 31 October 2012.
  2. Idukki District Hydroelectric projects. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-19. ციტირების თარიღი: 2007-03-12.
  3. 3.0 3.1 Salient Features - Dam. ციტირების თარიღი: 2007-03-12.
  4. Growth response of phytoplankton exposed to industrial effluents in River Periyar. CUSAT. ციტირების თარიღი: 4 March 2014.
  5. Periyar Wildlife Sanctuary / Periyar Tiger Reserve -- The lively jungle. ციტირების თარიღი: 2012-10-31.
  6. Periyar: A confluence of cultures. The Hindu (2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 3 March 2014.
  7. Heightened tensions. Frontline (2011). ციტირების თარიღი: 3 March 2014.
  8. Mullaperiyar: Kerala contests TN's rights over river. The New Indian Express (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 3 March 2014.
  9. Report of the Empowered Committee of the Supreme Court on Mullaperiyar Dam გვ. 60. ციტირების თარიღი: 9 November 2013.
  10. Final legal arguments submitted by Kerala. manoramaonline.com (2013). ციტირების თარიღი: 3 March 2014.[მკვდარი ბმული]
  11. Periyar Wildlife Sanctuary/Periyar Tiger Reserve. keralatourism.org. ციტირების თარიღი: 3 March 2014.
  12. Periyar Tiger Reserve -> Values of P.T.R. -> Catchment Value. Periyar Tiger Reserve. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 3 March 2014.
  13. [1] დაარქივებული 2020-01-15 საიტზე Wayback Machine. indiawaterportal.org, Status Report on Periyar River
  14. [2] irenees.net
  15. Balamurugan R. Visual simulation and optimization Model for water release from Vaigai reservoir system გვ. 25. Anna University. ციტირების თარიღი: 2016-01-29.
  16. IN THE SUPREME COURT OF INDIA CIVIL ORIGINAL JURISDICTION ORIGINAL SUIT NO. 3 OF 2006 State of Tamil Nadu vs. State of Kerala & Anr. გვ. 147–148. ციტირების თარიღი: 21 January 2016.
  17. 17.0 17.1 Hydrogeological and Hydrochemical studies of the Periyar Basin, Central Kerala გვ. 7. Cochin University of Science and Technology (2011). ციტირების თარიღი: 6 November 2013.
  18. District Groundwater Brochure Coimbatore District, Tamil Nadu გვ. 57. Central Ground Water Board (2010). ციტირების თარიღი: 29 August 2012.
  19. Periyar Valley Irrigation Project. Department of Irrigation, Government of Kerala. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 6 November 2013.
  20. PATTERNS AND PROCESSES OF FISH ASSEMBLAGES IN PERIYAR LAKE VALLEY SYSTEM OF SOUTHERN WESTERN GHATS გვ. 7. Kerala Forest Research Institute (1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 6 November 2013.
  21. Greenpeace India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-02. ციტირების თარიღი: 2016-11-03.
  22. Periyar River Basin, Chapter 2, Environmental Program on Water Quality, Kerala State Council for Science, Technology and Environment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-25. ციტირების თარიღი: 2016-11-03.