პემბროკის ციხესიმაგრე

პემბროკის ციხესიმაგრე (ინგლ.: Pembroke Castle; უელს.: Castell Penfro) — მდებარეობს უელსში. იგი სამი მხრიდან შემოსაზღვრულია მდ. კლედაუტი, რაც მას ძნელად მისასვლელს ხდიდა მტრისთვის. ადგილის ისტორია რომაული ეპოქიდან იწყება, თუმცა დღეისათვის მნიშვნელოვანი ისტორიული ნაშთები შემორჩენილი არაა.

პემბროკის ციხესიმაგრე

ციხესიმაგრე აგებულ იქნა 1093 წელს ნორმანთა ეპოქაში. 1138 წელს იგი ჟილბერ დე კლარის (1-ლი პემბროკის გრაფი) საკუთრება გახდა. მოგვიანებით ციხესიმაგრეს საგრაფოსთან ერთად დაეუფლა ჯესპერ ტიუდორი (1-ლი პემბროკის ჰერცოგი), რომელმაც აქ თავი შეაფარებინა მისი მოკლული ძმის ცოლს მარგარეტ ბოფორს. იგი ფეხმძიმედ იყო და შეეძინა ვაჟი, მომავალი ინგლისის მეფე ჰენრი VII ტიუდორი.

პემბროკის ციხესიმაგრე დანგრეულ იქნა ინგლისის სამოქალაქო ომის დროს, როდესაც ოლივერ კრომველმა უბრძანა ადგილობრივ მცხოვრებლებს შეეტიათ მონარქისტი მფლობელისათვის და საძირკვლამდე დაენგრიათ ციხე.

დღეისათვის ციხესიმაგრეს იცავს «უელსის ისტორიულ ძეგლთა აღმასრულებელი სააგენტო» და იგი ღიაა ტურისტებისათვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება