პეიტონ ლისტი (მსახიობი, დაბადებული 1986)

პეიტონ ლისტი (ინგლ. Peyton List; დ. 8 აგვისტო, 1986[1]) — ამერიკელი მსახიობი და პროფესიონალი მოდელი.

პეიტონ ლისტი

ლისტი 2014 წლის მარტს
დაბადების თარიღი 8 აგვისტო, 1986 (1986-08-08) (37 წლის)
ბოსტონი, მასაჩუსესტი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 2000-დღემდე

მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე ფილმში, ესენია: „ყველა დროის ყველაზე დიდებული თამაში“ (2005), „Shuttle“ (2009), „შეხვედრა ბოროტებასთან“ (2012). ლისტი ასევე გადაღებულია მოკლემეტრაჟიან სამეცნიერო ფანტასტიკურ დრამებში, „გაიხსენო მომავალი“ (ABC, 2009-2010), „მომავლის ადამიანები“ (The CW, 2013-2014). 2018-2019 წლებში, Fox-ის კრიმინარულ სერიალ „გოთემში“ იღებდა მონაწილეობას.

ადრინდელი ცხოვრება რედაქტირება

პეიტონ ლისტი დაიბადა ბოსტონში, მასაჩუსეტში. არის დუგლას ლისტის და შერი ანდერსონის შვილი, გაიზარდა ბალტიმორში, დასთან, ბრიტანი ლისტთან ერთად.[1] სწავლობდა სკოლამდელ დაწესებულება სიდარკროფტში, შემდეგ კი როლანდ-პარკის სკოლაში განაგრძო სწავლა. სწავლობდა ბალეტს, ბალეტის ამერიკულ სკოლაში, ნიუ-იორკში.[1]

კარიერა რედაქტირება

პეიტონმა სამოდელო კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო,[1] იგი პირველად ამერიკულ რომანტიკულ დრამა ფილმ „ვაშინგტონის მოედანი“-ში გამოჩნდა.

მას ჰქონდა უმნიშვნელო როლი, სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“, 2000 წელს. ამავე წელს, იგი გამოჩნდა სატელევიზიო სერიალის, „კანონი და წესრიგი: სპეციალური კორპუსის“ მცირე ეპიზოდში, ხოლო შემდგომ ლუსი მონტგომერის როლი მოირგო, „As the World Turns“-ში.[2] ცოტა ხნის შემდეგ მან სერიალი დატოვა, ხოლო შემდეგ მონაწილეობა მიიღო სერიალ „სმოლვილში“[3], როგორც ლუსი ლეინი. 2010 წელს იგი გადაიღეს შემდეგ სერიალებში: „უკვალოდ“, „დანაშაულის ადგილი:მიამი“, „დანაშაულის ადგილი:ნიუ-იორკი“, „ერთი ხის ბორცვი“ და სხვა.

2006 წელს ლისტი რეგულარულად იღებდა მონაწილეობას, NBC-ს დრამა სერიალ „Windfall“-ში. სერიალის გადაღება პირველი სეზონის გამოშვების შემდეგ შეწყდა, ხოლო პეიტონმა განმეორებადი როლი ABC-ს პროგრამა „Day Break“-ში შეასრულა. 2007 წელს, იგი გადაღებული იქნა ABC-ს სერიალ „Big Shoots“-ში, სადაც მან ქემერონ ქოლინსვორთის როლით ითამაშა, ამ სერიალის გადაღებაც 1 წლის შემდეგ შეწყდა. იგი ასევე გადაღებულია რამდენიმე სატელევიზიო შოუში, მათ შორისაა: „მთვარის შუქი“, „აჩრდილებთან მოსაუბრე“, „დანაშაულის ადგილი:ლას ვეგასი“, „მონქი“, „ჰავაის პოლიცია“, „ტყუილების სახლი“. 2008 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, მას განმეორებადი როლები ჰქონდა AMC-ს სერიალ „შეშლილებში“. 2009 წლიდან 2010 წლამდე, ნიკოლ კირბის როლით თამაშობდა, ABC-სერიალში „გაიხსენო მომავალში”. პეიტონ ლისტი ასევე გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: „ყველა დროის დიდებული თამაში“ (2005), „Shuttle“ (2008), „შეხვედრა ბოროტებასთან“ (2011).

2013 წელს, პეიტონმა კარა კობურნის როლით, The CW-ს სერიალ „მომავლის ადამიანებში“ მიიღო მონაწილეობა. სერიალის გადაღება პირველი სეზონის გადაღების შემდეგ შეწყდა. ამავე წელს, იგი გამოჩნდა CW-ს სერიალ, „ფლეშში“, და ABC-ს სერიალ „სისხლი და ნავთობი“-ში.

2016 წელს იგი გადაღებული იქნა CW-ს სამეცნიერო მისტიურ, სატელევიზიო დრამა სერიალში, სახელად „სიხშირე“, სადაც მან მთავარი როლი მოირგო. 2017 წლის ოქტომბერს Fox-ის დრამა სერიალ „გოთემში“, მან ივი პიპერის როლი შეასრულა.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Peyton List - Biography. TV Guide. ციტირების თარიღი: 2016-08-13.
  2. Peyton List Biography. BuddyTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-23. ციტირების თარიღი: 2014-01-03.
  3. Peyton List Credits. TV Guide. ციტირების თარიღი: 2014-01-03.